საფოსტო ისტორია
300 წელი
რუსები ამტკიცებდნენ
რომ მათ მონღოლები ავიწროებდნენ
მაგრამ როგორც გაირკვა
მათ მხოლოდ ფოსტა მოჰქონდათ.
300 წელი
რუსეთში იღებდნენ წერილებს,
მაგრამ კითხვა არ იცოდნენ,
ამიტომაც უწევდა მოსკოვს
არაერთხელ დაეწვა
წაუკითხავი წერილებისგან
სიბნელის მოსაშორებლად.
ბოლოს, ივანე მრისხანე
წავიდა აღმოსავლეთით
და აიღო ყაზანი, წერილები კი
გააგზავნა დასავლეთში
გაქცეული პრინცი კურბსკისთვის.
ამ საშინელ წერილებს
მერე უკვე პეტრე დიდმა გასცა პასუხი
ჰოლანდიიდან, ზღვის გადაღმიდან,
შემდეგ ეკატერინამ, ასევე დიდმა,
დაამყარა კავშირი მსოფლიოს საუკეთესო
ბატონ ვოლტერთან, და უკვე ნაპოლეონმაც,
იგივე ბონაპარტმა,
მოსკოვის მორიგი გადაწვით,
თავისი წვლილი შეიტანა
ელეგანტური ფრანგულის მსგავსი
დიდებულთა ეპისტოლარული სტილის დანერგვაში,
რათა ბოროტ ხალხს არ შერცხვენოდა
თანასწორობის და ძმობის თავისუფლების.
ფოსტის გაუმჯობესებული მიწოდებით
დეკემბრისტებმა ციმბირიდან რუსეთის მოწყობის შესახებ
თავიანთი წერილების გაგზავნა დაიწყეს,
რათა გერცენი გაეღვიძებიათ ლონდონში.
მათ უკვე თავად
ვლადიმერ ილიჩი პასუხობდა
ჟენევიდან და ციურიხიდან,
თვალისმომჭრელ და შორსმჭვრეტელი
მონღოლურ მზერით.
აი, აღსრულდა,
ოქტომბრის გადატრიალება,
როგორც აუცილებელი შედეგი
მონღოლური ფოსტისა,
როგორც აღმოსავლური პასუხი
და გამოწვევა დასავლეთისთვის.
სანაცვლოდ რაღას გვიპასუხებს
უახლოესი 300 წელი?




