ეს ყველაფერი თქვენთვისაა, ფერში, რიცხვებზე...


                                 * * *

ეს ყველაფერი თქვენთვისაა, ფერში, რიცხვებზე,
შავ-თეთრი ლენტი დაფარული ვერცხლის საფარით,
უნდა გავაშროთ, გავამჟღავნოთ ულტრა-წითელზე,
განსაკუთრებულ საზეიმო განწყობასავით...
ვით შოკოლადი „დათუნია“, ისე შევფუთოთ,
იშვიათია, რთული არის, როგორც ვიტრაჟში,
ატელიეში პორტრეტები ძვირფასეულობს,
კოსტიუმები, სურათები და ანტურაჟი...
წლებით გაცრეცილ ფილმის ლენტებს და ამ ფოტოებს,
სამი მოზრდილი ყუთით როა, ვერსად დამალავ,
მერე იყიდი ახალ სკანერს, დაამხოლოვებ,
აქცევ ციფრებად მთელ ამ წარსულს, ხსოვნის ამალას...
დააარქივებ ფაილებს და ბეჭდავ პრინტერზე,
A3 ფორმატზე აღბეჭდილი სიყვარულია,
მიდის ცხოვრება სევდიანი, როგორც სპრინტერი,
შავ-თეთრ ფორმატში, ფერადი კი დახურულია...
საკმარისია ამ წარსულის გაკვრა კედლებზე,
იჯდე შუაში, ჩუმად იჯდე და მას უმზირო,
ასე მშობლიურს, მივიწყებულ ჩრდილებს-ეკვდერებს ,
ნელა-ნელა რომ ფითრდებიან უშვილ-უძიროდ...
თმის გაცვენასთან ფერმკრთალდება ფერთა სიმკვეთრეც
და სამწუხაროდ ყველაფერი ბუნდოვანდება,
სამაგიეროდ ძვირფასდება მათი სიბერე,
თვალზე ცრემლებიც სიმსუბუქით ჩამოვარდება.
ეს გაცრეცილი ფოტოები ღრმა წარსულიდან,
იმზირებიან, ჭირს სახეთა უკვე გარჩევა,
ეს ბებიაა, დედა, მამა, ვიღაც დეიდა,
ეს ბიძა სერგო, მანია და... ფირი გათეთრდა...
ეს უკვე მე ვარ შიშველ გავით, ფერად იხვებით,
ეს დათვით ხელში დედასთან ვარ ჩახუტებული,
ეს კი ჩემს ძმასთან, ალექსისთან, თაროს წიგნებით,
ეს კი რაია დეიდაა, აქ კი ვიმღერით...
ეს პირველი „ბ“ კლასი არის, ეს კი მეათე,
პირველი კურსი, კარტოფილზე, მე და იაშკა,
აქ ტანკთან ვდგავარ, ეღიმება ჯარის მეთაურს,
ეს ცოლის ფოტო, მეორესიც, აქვე შვილთაა...
ეს კი პირველი შვილიშვილი, აქ ზეიმზე ვარ,
ყველა ნაცნობი სახეები... აგერ ყირიმიც,
ეს იტალია, ეს „Past perfect“, სულ მეზიდება,
გულუბრყვილო და ჩაჟამებულ მაკიაჟივით...
ეს ბიჭი არის, ეს შემთხვევით ვიღაც გამვლელი,
წვერებიანი მამაკაცი ბნელში ეხვევა,
ავადმყოფები, მოხუცები, ბიჭს ჰგავს რამდენი,
ეს სურათი კი... შენ ხარ, მე ვარ, ჩვენი შეხვედრა...
ბევრი სურათი არის უკვე ამოსაცნობი,
იყვნენ და გაქრნენ, გვიანია სულის კირთება,
ფოტოებია გაცოცხლება ხსოვნის აწმყოში,
მაგრამ ყველაფრის გადარჩენა არ შეიძლება.