აპრილის ამბიკები
მთელი ცხოვრება ვუსმენდი წყლის ხმას,
შადრევნებში რომ ხტუნაობდა,
და იშლებოდა აუზის მიღმა,
წაბლის ხეებზე სანთელი კრთოდა...
შხაპის წვეთები ცვიოდნენ იქაც,
ვარსკვლავებივით აუზში, ჰოდა,
ცეცხლი ნაპერწკლებს ისროდა ცივად.
ვეუბნებოდი სიკვდილს, რომ მოვალ
და გასაცნობად მოვედი კიდეც,
მზიან, გაყინულ აპრილში, როცა
მთავრემ ნელ-ნელა იმღერა იქვე...
სრულ სიმწვანეში ღრუბელი ქროდა
და ვარსკვლავები სტუმრობდნენ ჭიქებს,
ბედზე კი არა, წუხილზე თრთოდა.
და აი, ერთი გავიდა წელი,
მთელი ცხოვრება გავიდა თითქმის
და ამ სიკვდილმაც გაშალა ფრთები,
არ დაუხურავს ზურგს უკან ისიც...
ერთი ვარსკვლავი მცირე რომ ეთქმის,
ცურავენ თავზე ნაძვის და ფიჭვის,
ზარები უხმო მთვარის და ზეცის...





