ირგვლივ არავინაა — არც უცხო და არც ჩემი...
* * *
ირგვლივ არავინაა — არც უცხო და არც ჩემი,
მხოლოდ ზღვაა, თავისთვის რომ ხმაურობს რატომღაც,
სანათური ანათებს და მაღლიდან დაგვცქერის,
ტალღა დავობს ტალღასთან, ვიღაც ისევ მარტოა...
ირგვლივ არავინაა (შხამი არის სტოპარში),
ჩანს საღამო, სიბნელის თანამგზავრი ვითარცა,
ეფარება სიცოცხლეს: აღარაა მოდაში,
ჯარიმები? — ამბობდა შავი წიგნის წინათქმა.
კინოფილმში (ვის ახსოვს ახლა ნეტავ ეს ფილმი?),
შემოქმედის უკან რომ მონადირე იდგა და
ირგვლივ არავინ იყო, მტრის სუტენიორივით,
მოჩვენება ჩვენსა და იმ სამყაროს მიმართაც...
კიდევ ჩვენს და წიგნების მუქ ფენათა შორისაც,
აი, შიგნით ჩავხტეთ და უკვე მერე გავცუროთ,
გაბედულად თუ შიშით, ყველანაირ მოტივად,
ცეცხლი უფრო მეტია, ალი არის რაც უფრო...
ირგვლივ არავინაა — არც უცხო და არც ჩემი,
მხოლოდ სასმელია და ვარსკვლავების თელები,
არც ტკბილია, არც მწარე მათრობელა სასმელი,
ვიდრე მუდამ ძვირფასი „ოქროს ჩანაწერები“.
ირგვლივ არავინაა... არის ყველგან იაჰვე,
თუ ასპიდი იმ ოთხი ახსნა-გამოცდის მერე?
რახანია კასტალის ვახტაზე ვარ, ვინ არჩევს?
როგორია, ყველა ლექსს ახლავს რაღაც სიბნელე.
სიის ამოკითხვისას მოირასთან, ამავ დროს,
გოგონასთან, რომელიც დაგვიტოვა ვერმერმა,
და იმასთან ქარი, რომ შეასუსტა მარაომ,
(მოსაწყენი გახდება ნართის დასმა ერთხელაც),
მასთან, სამლოცველოზე ღრუბელივით რომ იცდის —
ნორჩი ქერუბიმივით ჩუმად რომ იმალება,
სადაც შავი ხიდია, იმ არეში ჰოსპისი,
ამ მდუმარე სიბნელეს დაენათესავება





