ტყეში


ვდგავარ ტყეში ჭიანჭველების უზარმაზარ საცხოვრისთან
და ვაკვირდები მათ ცხოვრებას.
მე წარმოვიდგინე ქვეყანა, ერთმორწმუნე ხალხი,
ძმებივით სახით ერთმანეთს რომ ჰგვანან.
მათ არ ჰყავთ მდიდრები და ღარიბები,
ისინი ყველა ერთნაირად არიან ჩაცმულნი.
ისინი ერთად უმკლავდებიან დაავადებებს, პრობლემებს.
და შეთანხმებულად ზრუნავენ ბავშვებზე...
იმდენი ვიოცნებე, ამ დაუღალავი მუშების შემყურემ,
რომ დამავიწყდა: სულ ცოტა ხნის წინ მეც ასეთ ჭიანჭველასავით ვწრიალებდი:
ვდგებოდი მაღვიძარით; ნაჩქარევად მივირთმევდი საუზმეს.
და მივიჩქაროდი ქარხანაში, ჩემს საჭიანჭველეთში, რომელიც მძულდა.
როგორც ჩანს, რაღაც დინოზავრების გადაშენების ტოლფასი საშინელება მოხდა,
რადგან მე ამ უსახო მწერების შემშურდა.