ტანკისტი, ანუ „თეთრი ვეფხვი“

(ნაწყვეტი რომანიდან)

ისევ, როგორც ადრე, ერთადერთი რაც მასზე იცოდნენ იყო ის, რომ იგი უგონო მდგომარეობაში მყოფი მოიყვანეს კურსკის რკალიდან. ეს მცირედი ინფორმაციაც, ყველაზე ნაკლებად სანდო წყაროებისგან იყო მიღებული: ავტო შემკეთებლები, სატვირთოს მძღოლი, საველე ევაკო ჰოსპიტალი, მაიორმა ქირურგმა, სხვა რაიმე ინფორმაციის არ ქონის გამო, ავადმყოფის ფურცელში გაკრული ხელით ჩასწერა: ,,უცნობი ტანკისტი?“.

ზამთრის პირას ივან ივანიჩი საბოლოოდ გამოჯანმრთელდა, მაგრამ თავის თავზე რაიმეს ნორმალურად მოყოლა მაინც ვერ შესძლო რადგან, ჯერ კიდევ გაჭირვებით წარმოთქვამდა უმარტივეს სიტყვებსაც კი. თუმცა კი ყველა ბრძანებას სწორად ასრულებდა და ახალ სახელზეც საკმაოდ კარგად რეაგირებდა. ბოლოს და ბოლოს იგი გასინჯეს და ჯანმრთელად სცნეს.

მშობლიურ ადგილებში უშვებდნენ იმათ, ვინც სრულიად აშკარა ინვალიდი გახდა — დანარჩენებს კი, კონტუზირებულებს, იმათ ვისაც დამწვრობა ჰქონდა, იმათაც კი, ვისაც მახსოვრობა ჰქონდა დაკარგული, ერეკებოდნენ ფორმირების შესაცვლელად. ამ ,,გაბედნიერებულების’’ წასაყვანად მუდმივად ჩამოდიოდნენ მყიდველები, სხვადასხვა ნაწილებიდან. ისინი, ვისაც სხვაზე მეტად გაუმართლა, ხვდებოდნენ რეაქტიული ნაღმმტყორცნელი გვარდიის პოლკებში; ითვლებოდა რომ „კატიუშნიკებს“ ყველაზე ნაკლები პროცენტული დანაკარგი ჰქონდათ, ცოცხალი ძალის თვალსაზრისით. ასევე გამართლებად ითვლებოდა თუ კი ,,ალაფის ამომღებად“, ან აეროდრომის მომსახურეობის ნაწილებში მოხვდებოდი. ქვეითებსა და არტილერისტებსაც კარგი შანსი ჰქონდათ რომ, საჭურველთა მტვირთველებში მსხდარიყვნენ. მაგრამ, ივან ივანიჩის მომავალი სრულიად უიმედოდ გამოიყურებოდა — დანაკარგები რკინის ჯოგებში იმდენად დიდი იყო რომ, თვითონ ,,იმისი’’ ბრძანება გამოვიდა, ყველა ვინც ცოცხალი გადარჩა, გაგზავნილ იქნას უკან, მექანიზირებულ კორპუსებში. აი იმ მაიორის მინაჩხაპნი რომ არ აღმოჩენილიყო ივან ივანიჩისთვის განაჩენის ტოლფასი, თავისუფლად შეიძლებოდა რომ იგი, გამცილებლებში გაეშვათ. მაგრამ, გადაწყვიტეს არ გაერისკათ. კომისიას ჰქონდა მწარე გამოცდილება იმისა, თუ როგორი მკაცრი გარჩევები ელოდებათ ძვირფასი კადრების უყაირათოდ მფანტავ, და ზურგში გამგზავნი კომისიის წევრებს. ჰოსპიტალში დიდხანს მკითხაობა არ დაუწყიათ და — ამ საშიშ კაცს შავით თეთრზე, ჩაუწერეს ახალ წიგნაკში, — ივანე ივანეს ძე ნაიდენოვი. არც ეროვნების გამოცნობაზე უწვალიათ. — აქცენტი არა აქვს, ესე იგი — რუსი. დაბადების ადგილი — ჰოსპიტალის მისამართი. პარტიულობა — უპარტიო (რა ბედენაა, ადრე კომუნისტიც რომ ყოფილიყო). სპეციალობა — ტანკისტი.(ადგილზევე გაარკვევენ, სად გამოიყენონ). წაიფორხილეს მხოლოდ ასაკზე. რამდენიც არ ეცადნენ, მაინც ვერ დაადგინეს (ივან ივანიჩი მთელი ეს პერიოდი, სანამ მისი ახალი ცხოვრების გამომგონებლები მკითხაობდნენ, სხვის ნაქონ, საკმაოდ შელანძღულ შინელში გამოწყობილი, გაჯგიმული იდგა მათ წინაშე), მის მიერ მიღებული დამწვრობის ძალიან მაღალი პროცენტის გამო, ხელი ჩაიქნიეს და საუკუნის თანატოლად ჩაწერეს.

ნაიდენოვის გასაცილებლად ყველა ექიმი და მედდა გამოვიდა, ვინც ძალიან არ იყო დაკავებული, რადგან შემთხვევა, მართლაც უნიკალური გახლდათ და სამედიცინო თვალსაზრისით ამოუხსნელი. კაცი, რომელმაც მთელი კვირა გაძლო აფეთქებულ და დაზიანებულ-დაგლეჯილ ტანკში, და რომელსაც ოთხმოცდაათ პროცენტიანი დამწვრობა ჰქონდა მიღებული, ახლა, ვიღაც, უკვე გარდაცვლილის ნახმარ ჩექმებში, გაცვეთილ შინელში გამოწყობილი, თავზე გაქუცული ქუდით, რომელიც დიდი ყინვის გამო ნიკაპთან თასმებით ჰქონდა შეკრული, ახლა კიბეებზე ჩამოდიოდა. მას ზურგზე მოეგდო ესკულაპების გულუხვი საჩუქარი, თხელი ,,აბგა’’, რომელშიც საპნის პატარა ნაჭერი, აგურა პური და ერთი ქილა ამერიკული კონსერვი იდო. მას გულისჯიბეში ედო ახლად გაფორმებული, ჯარისკაცის ბარათი, რომელიც აგიხსნიდათ და გეტყოდათ, თუ, ვინ არის ის ამჟამად. სატვირთო მანქანამ იგი წაიყვანა.

ივან ივანიჩის გამოჩენამ წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა მთელს ბრიგადაზე, რომლის ახლად ფორმირებაც, ჩელიაბინსკთან ახლოს ხდებოდა. როდესაც პირადი შემადგენლობა მოეწყო, მის მეთაურს, რომელიც თვითონაც ერთიანად ჭრილობებითა და დამწვრობებით იყო აჭრელებული და რომელსაც, იმის გამო რომ, ყოველ მეორე წინადადებაში ხმარობდა გამოთქმას ,,თხის ფეხი’’, მეტსახელად თხის ფეხი შეარქვეს, აი, ამ მეთაურს არ შეეძლო არ ჩაიბურტყუნა:
     — მის სიფათზე, თხის ფეხი, ცოცხალი ადგილი არაა დარჩენილი.
შემდეგ, ბრიგადის მეთაურმა უხეშად უბრძანა მწყობრიდან გამოსულიყო და ჰკითხა: — საიდან?
ივან ივანიჩმა თავადაც არ იცოდა — ,,საიდან’’.
ყმაწვილმა-ათ მეთაურმა მოკლედ აუხსნა საქმის ვითარება.
    — მაშ ასე, თხის ფეხი!? ვინ გირევიათ მეკოშკურე? მექანიკოსი? იკითხა მან.
    — დოკუმენტებში ტანკისტი უწერია — ამოიკნავლა ლეიტენანტმა.
    — ჰო და, გაამწესეთ დამტენად.
აი, ასე ჩაწერეს მეკოშკედ, ამ ველური ომის ცოცხალი გამოსახულება. აქ მხოლოდ ფიზიკური ძალა დასჭირდება: შესძელი დროულად ჭურვის მოწოდება და ცარიელი გილზების ლუკიდან გადაყრა, მეტი არაფერი მოგეთხოვება. ,,მსხვრევადს’’ და ,,ჯავშან საწინააღმდეგოს’’ ერთმანეთისგან სრული დებილიც კი გაარჩევს. რიგით ნაიდენოვს, რომელსაც ზურგს უკან, მაშინვე ,,ქალა’’ შეერქვა, სხვა არც არაფერი არ მოეთხოვებოდა. მისით, ამ, ხელდახელ შედგენილ ნაწილში განსაკუთრებით არავინ ინტერესდებოდა. (ერთადერთი, მისი შესახედაობა იქცევდა ყურადღებას). სხვათა შორის, არსად ისეთი დენადობა არ იყო, როგორც სატანკო ეკიპაჟებში: სამი — ოთხი კვირა ზერელე მომზადებისა და ფრონტი, იქ კი, კიდევ კარგი, თუ კი შენი „ოცდათოთხმეტი“ პირველივე ბრძოლის შედეგად ბოლომდე არ დაიფერფლა. იმათ, ვინც გადმოხტომას მოასწრებდა და გადარჩებოდა, ერთმანეთში შეურევდნენ და კვლავ საქმეში ჩაუშვებდნენ.

მახსოვრობის არ მქონე, უწარსულო ნაიდენოვი სხვებთან ერთად ხვრეპდა ,,ბალანდას“ და იყინებოდა ბარაკში (შიშველ ფიცარზე მწოლიარენი, შინელში გახვეულები იძინებდნენ). ყოველ შემთხვევაში, მისი ბედი უახლოესი მომავალში, მეტ ნაკლებად, გარკვეული იყო. ეკიპაჟი საკმაოდ ჭრელი აღმოჩნდა: მეთაურად სწორედ ის ყმაწვილი-ლეიტენანტი დაინიშნა, მძღოლად, ასაკოვანი უზბეკი, ყოფილმა ძველმა ბიჭმა, რომელიც მოსკოველი გახლდათ, თავად გამოთქვა რადისტობის სურვილი. ერთი თვეც არ იყო გასული რომ, ეს სახელდახელოდ, ნაჩქარევად შეკრებილი ოთხეული ჩელიაბინსკის სატრაქტოროში აღმოჩნდა, სადაც, ,,Т-34-76’’—ის ერთ-ერთი უახლესი სერიის აწყობა მიმდინარეობდა. საამქროებში, ნაიდენოვის დანახვაზე, იშვიათად თუ ვინმე იკავებდა თავს ვაიმე — უიმესგან. მოზარდები და ქალები არც კი ცდილობდნენ შიშნარევი ინტერესის დამალვას. ივან ივანიჩი დიდად ამ ყველაფერს ყურადღებას არ აქცევდა, „ძველი ბიჭისა“ და უზბეკისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ, საქარხნო სასადილოში დამატებითი საკვების მიღების შანსით იყვნენ დაინტერესებულნი, მან, თავადვე გამოთქვა სურვილი ზეინკლებისთვის დეტალები და სხვა, სჭირო რამ მოეზიდა. ბიჭუნა-ლეიტენანტი, რომელიც მთელს ძალისხმევას ახმარდა ხელქვეითებში პირადი ავტორიტეტის შენარჩუნებას, მისი მადლობელი იყო. ქურდი—რადისტის და უზბეკის დაუფარავი უკმაყოფილების მიუხედავად, ტანკი თვალდათვალ იზრდებოდა: კოლოფს ტრანსმისია გაუჩნდა, ბორბლები და მუხლუხები, დადგა ძრავის დროც, არც თუ სასწაულად რთული შიგთავსისა, ბოლოს კი, კოშკურაც დაადგეს.

დადგა დღე, რომელსაც ყველანი სხვადასხვაგვარი მაგრამ, თრთოლვით ელოდნენ: მეთაურს ჯაყვა დანა, საათი და კომპასი გადასცეს, ეკიპაჟს დიდი ზომის, ბრეზენტის ნაჭერი. აპირებდნენ ახლადდაბადებული ,,ოცდათოთხმეტი’’ საამქროდან ქარხნის ზონაში გადაეყვანათ, სადაც მისი თანამოძმეების ახალი ჯგუფი გამგზავრებას ელოდა. აი აქ კი, ივან ივანიჩმა გამოიჩინა თავი. ეტყობა მის თავსა და გონებაში, რაღაც საღი ნაპერწკალი აკიაფდა, კონტაქტი შეკრა და დაკარგული მახსოვრობის ტოტალური რკალი გაარღვია. საამქროში ტანკის გატარების წინ, ნაიდენოვი მანქანაში აღმოჩნდა, მას მეთაურმა სთხოვა შიგ დარჩენილი, რაღაც ნაჭრების გამოტანა. როდესაც ნაიდენოვს რამდენიმეჯერ შეუძახეს, ის უცებ ლუკიდან ამოიმართა შეშლილი სახით და მალევე, ისევ გაუჩინარდა, უკანვე ჩაეშვა. ეკიპაჟი და მუშები შეშფოთდნენ. ,,ყუთში’’, როგორც ბოროტი თვალები, აკიაფდნენ ფარები. ვერავინ სიტყვის თქმაც ვერ მოასწრო რომ, ძრავი ათუხთუხდა. ლეიტენანტი, მოსკოველი და კოკანდის მაცხოვრებელი ერთ მხარეს გადახტნენ. ამწყობები და სხვა სპეციალისტები მეორე მხარეს. Т-34-მა ერთი ამოიქშინა და ორ რიგად მოწყობილ თავის თანამოძმეებს შორის დარჩენილი ვიწრო დერეფნისკენ აიღო გეზი. შეშლილი ნაიდენოვი სიჩქარეს არ უკლებდა — ყველამ, ვინც კი მის გზაზე იდგა, მოასწრო დამალვა და დრამისათვის იყვნენ> მზად. ტანკმა განავითარა მაქსიმალურად მისთვის> შესაძლებელი სიჩქარე. თან უკან ტოვებდა გაზების ღრუბლებს ბორბლების გრუხუნით, ის გარდაუვალი კატასტროფისკენ მოილტვოდა, მიიჩქაროდა. ბევრს, ლეიტენანტის ჩათვლით უკვე ნათლად ჰქონდა წარმოდგენილი ღრჭიალი და დაჯახებით გამოწვეული ზათქი. მაგრამ ,,ოცდათოთხმეტმა“ სიჩქარის შეუცვლელად, მშვიდობით აუარა გვერდი სცილას და ქარიბდას, გაიჯლიგინა წინ და ოცდაათიოდე მეტრის გავლის შემდეგ, სხვა მანქანებს შორის ლავირების შემდეგ, ჩარჭობილივით დადგა ეზოში, საჭირო ადგილზე.

მოირბინა მეთაურმა. მოირბინეს უზბეკმა და ,,ბლატნოი“-მ. ეზო გაივსო ცნობისმოყვარეებით. ივან ივანიჩიც ამოხტა ლუკიდან და მათკენ გაეშურა. ის იღრიჭებოდა თავისი საშინელი ღიმილით. იგი კანკალებდა და ვერაფრით ახერხებდა დამშვიდებას. მან გაიხსენა         — უფრო სწორედ კი, ხელებმა გაიხსენეს.
საეჭვო არაფერი გახლდათ; ეს, თითქმის სრულად დამწვარი ადამიანი, რომელიც მხოლოდ თანაგრძნობასა და სიბრალულს იწვევდა, წარსულ სიცოცხლეში, მექანიკოსი და თვით უფლის ნებით, ტანკისტად დაბადებული კაცი იყო!

უზბეკი, მიუხედავად იმისა, რომ გადარჩენის შანსი თითქმის უნახევრდებოდა, მაშინვე გადაბარგდა კოშკურაში, გერგილიანმა მოსკოველმა ეგრევე მოტვინა ვისთან სჯობია ძმაკაცობა და, იმას აქეთ, როდესაც ივან ივანიჩის ხელები დაკავებული იყო, თავად დაუხვევდა ხოლმე თუთუნს, მოუკიდებდა კიდეც და ასე ჩასჩრიდა მოკიდებულ პაპიროს ნახევრად ღია, საშინელი შესახედაობის შავ ხახაში. ამას გარდა, ის მარშის დროს მთელი მონდომებით ეხმარებოდა ,,ქალას’’ სიჩქარეების გადართვაში. იმდენად, რამდენადაც იმ დროს ,,ოცდათოთხმეტზე“ ჯერ კიდევ ეყენა ყველა მძღოლისგან მილიონჯერ დაწყევლილი ოთხ საფეხურიანი გადამრთველი კოლოფი. ეშელონში ჩატვირთვამდე კოლონამ ორმოცდაათი კილომეტრი გაიარა და პოლიგონზე, საცდელი სროლებიც მოაწყო. ზამთარი მძლავრობდა და ,,ყუთი“ წკრიალამდე იყინებოდა. ქალას ტანკი მოსახვევებში, დაუნდობლად ღრიალებდა, აღმართებზე აიჭრებოდა, წინ ლულის ქნევით, რომელშიც მტრისადმი დაუნდობელი მუქარა გამოსჭვიოდა, დაღმართზე რბილად დაეშვებოდა. ამ დროს ყველანი დაუნდობლად ირყეოდნენ, უზბეკი ჩურჩულით ლოცულობდა, ლეიტენანტი-ბიჭუნა, რომელსაც უკვე მრავალი კოპი დასჯდომოდა, კბილს კბილზე აჭერდა და უშედეგოდ ცდილობდა თავისი კოშკურიდან გზისთვის თვალყურის დევნებას. რადისტი კი, რომელიც აბსოლუტურად ვერაფერს ვერ ხედავდა, ვირტუოზულად იგინებოდა, თან რისკავდა, რომ თავისუფლად შეიძლებოდა ენა მოეკვნიტა. მხოლოდ ივან ივანიჩი იჯდა გარეგნულად მშვიდად და რაღაც ღმუილის მსგავს ხმებს გამოსცემდა, თან ტანკი დაუნდობლად სერავდა ვრცელ მინდორს და გადიოდა გაუვალ, დანგრეულ გზას. ის ახლა სულ სადღაც მიილტვოდა, რითაც ძველ ბიჭსაც კი შიშნარევ საგონებელში აგდებდა, მეთაურზე და უზბეკზე რომ არაფერი ვთქვათ. არადა იყო, რისიც შეიძლებოდა შეგშინებოდა კაცს, დაფჩენილი პირი, მოუთმენელი გამოხედვა, კანკალი, სურვილი წინ, და ისევ წინ ქროლვისა. აი ასეთი აღმოჩნდა ადრე მშვიდი და წყნარი ,,ქალა’’. მისი ლუკი მოღიავებული იყო, მის ზურგს უკან ვენტილიატორი შრომობდა, ამ დროს წესით, ყველაფერი ცოცხალი უნდა გაყინულიყო და გაქვავებულიყო, მაგრამ ამ გიჟ მექანიკოსს, ერთადერთს მთელს ეკიპაჟში, სცხელოდა. რადიოკავშირით მეთაურმა მიიღო ბრძანება, შეჩერებულიყვნენ, მაგრამ ივან ივანიჩამდე ხმა მან ვერაფრით მიაწვდინა. კოლონა შედგა, გაირინდა. ნაიდენოვის ტანკი კი, მწყობრს გამოეყო, შეუდგა მინდორზე რკალის გავლებას, ნამქერებში ლამის ეფლობოდა და წინ და უკან თოვლის კვამლს აყენებდა.

ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ მათ წინ ბრიგადის მეთაური გადაუდგა. თხის ფეხი, თითქმის წელამდე თოვლში ჩაფლული, ლამის ,,ოცდათოთხმეტის’’ ცხვირწინ აღმოჩნდა. აქ ივან ივანიჩი საბოლოოდ გამოფხიზლდა. ლუკიდან გამოჩნდა ბიჭუნა-ლეიტენანტი, რომელიც მზად იყო ატირებულიყო, მაგრამ ხელმძღვანელობა მის ლუღლუღს ყურადღებასაც არ აქცევდა.
    — მძღოლი ჩემთან მანქანაში! —კი არ ყვიროდა, ბღაოდა ახალგაზრდა პოდპოლკოვნიკი. — სწრაფად ჩემთან ჩონჩხო! — უბრძანა ნაიდენოვს. — აბა მიჩვენე შე მართლა თხის ფეხო რა შეგიძლია.

ასე აღმოჩნდა ივან ივანიჩი მეთაურის ტანკში და მისი მძღოლის ადგილი დაიკავა-ლეიტენანტს, უზბეკს და ძველ ბიჭს კი მეთაურის მძღოლი ერგოთ, ისეთივე როგორებიც თვითონ იყვნენ, გამოუცდელი, განწირული ყმაწვილი.

ივან ივანიჩმა მთელ კოლონას თვალნათლივ დაანახა თუ რა შეეძლო მშობლიურ ,,ოცდათოთხმეტს“ — ერთადერთი, რასაც ტანკი ვერ აკეთებდა, იყო ის, რომ ტრიალი არ შეეძლო ბზრიალასავით. ტანკებიდან გადმომხტარა ეკიპაჟები, პირდაღებულები, აღტაცებას ვერ მალავდნენ. აღგზნებული ბრიგადის მეთაური ივნიჩზე არანაკლებ ღმუოდა. მან, ჩვეულებისამებრ ფეხები მხრებზე დაულაგა ოსტატს და ჩექმით ბიძგი, ხანმოკლე — შეჩერება, მეორე ბიძგი — მოძრაობის გაგრძელება. ივან იავანიჩს ეს ტრიუკები ახსოვდა. ახალბედების გულის გასახარად, ბუჩქნარებში, ორმოებს შორის, ბექობებზე რომლებიც მთელს მინდორზე იყო მიმოფანტული, მეთაურის მანქანა ნამდვილ საცირკო წარმოდგენას მართავდა.
    — მიდი, შე თავმოშვლეპილო ეშმაკო! — ლამის ხრიალებდა თხის ფეხი, რომელსაც ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ეს მექანიკოსი მას უკვე ვერსად გაექცევა, ეს საშინელი ,,ქალა’’ საბოლოო გამარჯვებამდე მასთან იქნება, და ის არავითარ შემთხვევაში, არაფრის გულისათვის მას არავის დაუთმობს, რადგან მძღოლი, რომელმაც იცის, როდის საით მიმართოს მანქანა, როგორ მოახდინოს მანევრირება, როდის მოუმატოს გაზს, ანუ, როდის უნდა გაასწროს და გამოძვრეს, არის გადარჩენის ერთადერთი შანსი, ბრძოლაში ხომ, მით უმეტეს სატანკო ბრძოლაში ადამიანის, არაფრად ღირებული, უმნიშვნელო სიცოცხლე წამის მეასედზე არის ხოლმე დამოკიდებული.
    — როგორღა დაგემართა ეს ჩავარდნა იქ, კურსკის რკალში? დაუყვირა მან მძღოლს მას შემდეგ, როდესაც ტანკი გაჩერდა. ივან ივანიჩიმა, რომელიც მეთაურს მისჩერებოდა, შეკითხვის შინაარსი ვერ გაიგო და დაიძაბა.
    — ან, თავად როგორ დაუშვი რომ, ასე დაიწვი შე მართლა თხის ფეხო? — აგრძელებდა გამოკითხვას ბრიგადის მეთაური.
    — ბორტის შებრუნება ვერ მოასწარი?
და აი აქ, ივან ივანიჩს კვლავ გაახსენდა. მისი დაბინდული წარსულიდან რაღაცამ გამოანათა.
    — „ვეფხვი“ — უპასუხა უცებ ქალმა — თეთრი ვეფხვი!
თვალები აენთო, იგი სიძულვილისგან, მთელი ტანით აძაგძაგდა.

42—ს ზამთარში გერმანელებმა „ოცდათოთხმეტის“ ყოვლისშემძლეობის პასუხად, თავიანთი სიახლე გამოაჩინეს; ფირმა ,,ხენშელის’’, კვადრატული ფორმის მქონე ბრონტოზავრების ჯავშნები ფაქტიურად გაუმტარი იყო, მაგრამ განსაკუთრებული თრთოლვა ქვემეხებმა გამოიწვია, რომელთაც კილომეტრის მანძილზეც კი შეეძლოთ დაებუგა ობიექტი, ცეისის შეუდარებელი ოპტიკით აღჭურვილი „რვა— რვას“ ცეცხლი ანადგურებდა ყველას და ყველაფერს. ,,ვეფხვს“ რომ თავისუფლად შესძლებოდა რბილ გრუნტზე და სხვა მიწის საფარზეც მანევრირება და გადაადგილება, კირკიტა, გერმანელმა მექანიკოსებმა იგი განიერი ბორბლების ორ-ორი რიგით აღჭურვეს. მართვის გასაადვილებლად შტურვალები გამოიყენეს. სარკოფაგის სახურავივით მასიურ ფილებში 76 მმ-იანი ჭურვებიც კი იჭედებოდა. ასე, ჯავშნით ყოველი მხრიდან დაცული ეს ხოჭოები კურსკის ველებზე დაბობღავდნენ და ყოველი მათი გასროლა, რომელიც მკვეთრად და ხმამაღლა გაისმოდა (ეს ხმა შეუძლებელი იყო სხვა ხმაში აგრეოდა), მამის-მამასთან აგზავნიდა მორიგ „ოცდათოთხმეტს“. განსაკუთრებით საშიშნი იყვნენ ჩასაფრებულები. თივითა და ხმელი ტოტებით შენიღბული ციკლოპები აჩერებდნენ Т-34-ის, „გრანტების“ და „ჩერჩილების“ შეტევებს, ხოლო ბოლისა და ტკივილისგან ნახევრად შეშლილი ტანკისტები მანქანებიდან გადმოცვივდებოდნენ, იგივე გერმანული ტყვიამფრქვევები, რომლებიც წუთში ათას ორასი ვაზნის დაცლას ასწრებდნენ, ბოლო წერტილს უსვამდნენ დაწყებულ საქმეს, ხორცს ისე სჭრიდნენ, როგორც დანით იჭრება ვინეგრეტი. მაგრამ ეს მოჩვენება თავის მოძმეებში გამოირჩეოდა განსაკუთრებულობით. იქ, სადაც მან თავი პირველად გამოიჩინა, სხვა დანარჩენი მძიმე წონის ტალახში ეფლობოდნენ, „თეთრი ვეფხვი“ კი, თითქოს ჰაერში გადაადგილდებოდა და მთელ ბატალიონებს ხვრეტდა. თავიდან ის ვერ ამოიცნეს, ზამთარში ყველა ტანკი თეთრად გამოიყურება, იმათ გარდა, რომლებსაც მასთან შეხვედრამ მოუწია და პირველივე შეტაკების შედეგად იწვოდნენ. მაგრამ გაზაფხულზე, როდესაც ვერმახტი კომუფლიაჟზე გადავიდა, მონსტრი საბოლოოდ გამოეყო ყველა სხვა დანარჩენს და ბობოქრობდა ხან სამხრეთში, ხან ჩრდილოეთში. მას ყველგან თან სდევდა კვამლი და დამწვარი მანქანების განსაკუთრებული, მყრალი სუნი. მოჩვენება სამალავიდან ურტყამდა და რატომღაც, როგორღაც, მუდამ რუსულ ზურგში აღმოჩნდებოდა ხოლმე — დაანაგვიანებდა ათ, ან სულაც თხუთმეტ Т-34-ს და აორთქლდებოდა.

43-ს ზაფხულში თეთრმა მკვლელმა თავისი თავი გამოავლინა კურსკთან ახლოს, ყველასთვის მნიშვნელოვან პროხოროვკაში. აერო დაზვერვამ ამის შესახებ მოასწრო გაფრთხილების მიწოდება კატუკოვისთვის და როტმისტროვისთვის. წამიერად იქნა გაგზავნილი შტურმავიკები, მაგრამ ეს მცდელობაც, როგორც ბევრი სხვა, ჩავარდა. მიუხედავად მრავალი მანქანის ზედახორისა, მფრინავი ჰოლანდიელი აქაც გამოირჩეოდა და ტევტონელი რაინდივით მიუძღოდა წინ საბრძოლო რიგებს. „ოცდათოთხმეტი“ გამეტებით ესროდა ,,თეთრ ვეფხვს“, მაგრამ, სხვა ტანკების: „ვეფხვების“, „ავაზების“ და კიდევ მრავალი დასახელების მანქანებისთვის მომაკვდინებელი CAY-152— ს ვერც ერთმა ჭურვმა მისი ჯავშანი ვერ გაანგრია. იგერიებდა რა, ყოველი მხრიდან მომხდურებს, იღებდა რა გვერდებში ,,ჯავშან საწინააღმდეგოებისა“ და ,,მაღალკალიბრიანების“ ნაკბენებს, „თეთრი ვეფხვი“ რჩებოდა უვნებელი, სუსტი წერტილის გარეშე — და დიადი ბრძოლის მიწურულს საბოლოოდ შთაინთქა კვამლსა და ალში.