შედედებული ფერი


პოლ გოგენის ალბომის გვერდებზე

...სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი,
მერე მოდის პარასკევი და მე ვწუხვარ,
სიტყვას ვერ ვწერ, სულელური მთვარე არის,
თან ყვითელი, უგერგილო — კონკრეტულად!

მეფიქრება, თალმუდები და ლექსები...
სინათლეა «ბარბაროსთა ზღაპრებიდან»,
«ღვთაების დღე», ამ ტვინში რომ ილექება,
მოქსოვილი ჭრელა-ჭრულა ნაჭრებიდან...

კოლონიურ ოცნებებს და ფანტასტიკას,
იმ ქოხიდან ევროპისკენ მიმავალებს,
ტილოების მზერა მაკროკოსმოსშია,
ნებისმიერ ჰოროსკოპის წინააღდეგ.

ტანსაცმელით — მაორია, სიყვარულით —
პორნოების მოყვარული, ბიჭუნების.
ტილოდან კი სისხლი ჟონავს, დაფარული
არის სისხლით ეს დაისი მზისულევი.

ცოტაც კიდევ და პიროგი მარტო წავა,
ვლევ პარასკევს, იქ — დიდი და ღია ზღვაა,
ნახევარდღე: კრევეტები, კიბორჩხალა,
სასარგებლო, შედედებულ ფერთა გამა.

აი-აი, მხატვარია, ვისმენ კრძალვით,
სიცოცხლესა და სიკვდილს როგორ აგორებენ,
შიშს ბზარავენ, წელში ხრიან ერთი დარტყმით
და ანგარიშს მომავალთან ასწორებენ.

აი უკვე, მე ეს ლექსი დავამთავრე,
სასიკვდილო ცირკს შევურევ ყველა სიტყვას,
ყველა სხვა ლექსს ჯოჯოხეთში გადავაგდებ,
ბანალური რითმითა და შიშით მტირალს.