პაწუკები
ლარქი
რაღაცნაირი, განსაკუთრებული ხეა! რამდენიც არ უნდა დავაკვირდეთ — წიწვოვანია? წიწვოვანია, კი ბატონო. იმავე რიგისაა, მაგრამ? მოდის შემოდგომა, აგერ მის გვერდით ფოთლოვანი მოძმეები თითქოს სიკვდილის გზას დაადგნენო, განიძარცვებიან და მაშინ თანაგრძნობის გამოსახატავად? არ დაგტოვებთ ძმებო და დებო! ჩემი წიწვოვანი თანამოძმეები უჩემოდაც კარგად, მშვიდად იდგომებიან და, — თავადაც დაყრის სამოსს. თან როგორი საზეიმო იერით აკეთებს ამას — მზის სხივთა ციმციმით.
რომ თქვა ჩვილი გულისააო — არა ჩემო ბატონო, მისი მერქანი და შიდა ქსოვილი მსოფლიოში ყველაზე საიმედო და მაგარია, გული კი ისეთია, რომ ყველა ცული ვერ მოერევა, მდინარით დასაცურებლადაც რთულია, იმიტომ რომ, ტყვიასავით მძიმეა და ძნელად ასაწევი, წყალში თუ დაგრჩა — არ ლპება, პირიქით, თანდათან მაგრდება და ქვითკირივით ხდება.
დაბრუნებით კი ყოველ წელს ისე ბრუნდება, აი, მოულოდნელი, უცაბედი საჩუქარივით, თბილი მოლამუნებით, თითქოს ამბობსო, ეტყობა კიდევ ერთ წელს ვიდგებით — ისევ შეგვიძლია ამწვანება.
დაუბრუნდება თავისიანებს აბრეშუმის ლამაზ, პატარა ნემსებში გამოწყობილი.
არა და, დამეთანხმეთ — ასეთი ადამიანებიც ხომ არსებობენ.
მეხი
მხოლოდ წიგნში თუ წამიკითხავს, თავად არასდროს მინახავს: მეხი ხეს როგორ ავარვარებს.
აი, მომიწია, ვნახე. შუადღისას, ჭექა-ქუხილი თითქმის ნელდებოდა. ამ დროს ელვამ ჩვენი ფანჯრები ელვარე ოქროთი მოავარაყა და სულ რაღაც ნახევარ წამში მეხის გრიალის ხმამ შეგვაზანზარა. ალბათ ჩვენი სახლიდან ორასიოდე მეტრში რაღაცამ, ან ვიღაცამ იწვნია მეხის დაცემა.
ჭექა-ქუხილმა გადაიარა, ასეც აღმოჩნდა; აქვე, ტყის მწვანე ზოლში ცად აწვდილ ფიჭვებს შორის, არც თუ ყველაზე მაღალი ცაცხვი აურჩევია და..., საინტერესოა რატომ მაინცა და მაინც ის? კენწეროდან ცოტათი ქვემოთ რომ დაუწყია, ჩაჰყოლია და ჩაჰყოლია მეხი ხის ტანს, მის ჯანმრთელ მერქანსა და თავის თავში დარწმუნებულ შიგა ქსოვილს. ძალა გამოცლილი ეტყობა ძირს ჩასრიალდა? გამოილია? შეტრუსული ფესვების გარშემო, იქვე მიწას თითქოს ნაპორჭყნი დასტყობია და გარშემო ცაცხვის ნაფოტებია მიმოფანტული. ცაცხვის ერთი ბლოკი, შუატანამდე, გამოგლეჯილიყო და გვერდზე გადაწოლილი უდანაშაულო მეზობლებს დასწოლოდა ტოტებზე. მეორემ კი კიდევ გაუძლო, იდგა ერთი ორი დღე, რა ძალისხმევით შეძლო ნეტავ? ის უკვე მთლიანად გაგლეჯილი იყო და ავბედითად დაეღო პირი მის სხეულში ძალიან დიდ ნახვრეტს. შემდეგ უკვე ისიც წაიქცა და ჩაეკონა ერთ-ერთი დაიკოს ფართოდ, მკლავებზე გადაშლილ ტოტებს.
ასე ვართ ჩვენც: ვისაც გვიწევს სინდისის სასჯელი, ხან შინაგანად დაგვწვავს, დაგვხვრიტავს, და მთელი ცხოვრება თან გვდევს. ხოლო მავანი გაუძლებს და რჩება ფეხზე, ზოგი კი, ვერც ამას შევძლებთ და...
უგლიჩის ზარი
ვის არ გვსმენია ამ ზარის შესახებ, ველური სასჯელით ენა ამოცლილზე და ცალყურ ჩამოჭრილზე, რომ არასდროს აჟღერებულიყო სამრეკლოზე დიდებულებით დაკიდებული; ესეც არ აკმარეს და გაშოლტილი ორი ათასი ,,ვერსტით“ გადაასახლეს ტობოლსკში, ოთხთვალათი — და მთელი ეს შორი გზა ოთხთვალას, ცხენები კი არ მიაგორებდნენ, არამედ დასჯილი უგლიჩელები, იმ ორას ადამიანს გარდა, რომლებიც სახელმწიფო ხალხის ხელყოფისთვის (უმცროსი მეფისწულის მკვლელები) უკვე დახოცილები იყვნენ და კიდევ მათ გარდა, ვისაც ენები მოაჭრეს რათა, თავის ჭკუაზე არ ეტარტარათ ქალაქში მომხდარის შესახებ.
ციმბირიდან დაბრუნების ჟამს გადაიკვეთა ჩემი და უკვალოდ გადასახლებულის გზები, ტობოლსკის, მარტოდ მდგომ პატარა სამრეკლოში, სადაც დასჯილი თავის სამას წლიან სასჯელს იხდიდა, სანამ არ შეიწყალეს და არ დართეს დაბრუნების ნება. გავიდა დრო და აი მე უგლიჩში ვარ, დიმიტრის ტაძარში. ზარი, რომელიც ადამიანის ბუნებრივი სიმაღლის სულ რაღაც ნახევარი თუ იქნება, ახლა აქ პატივითაა მოსილი და დამაგრებული. მისი ბრინჯაო ნაწვალებ სიბეცემდე გამკრთალებულა. ენა უმოძრაოდ ჩამოკიდებულა. მე მთავაზობენ შემოვკრა.
მეც ერთხელ შევკადრე, და ღმერთო, რა საკვირველად მომაჯადოებელი, ექოსავით ხმა ისმის საყდარში, იმდენად მრავალმნიშვნელოვანია ეს, ღრმა ტონების შერწყმა სიძველიდან — ჩვენამდე, უაზრობამდე მოჩქარე და ამღვრეულ სულებამდე. სულ რაღაც ერთი შემოკვრა, რომელიც ნახევარ წუთამდე გრძელდება, შემდეგ დიდებულებით აღსავსე ნელ-ნელა მიიზლაზნება წუთამდე და კიდევ უფრო მეტი, აღმატებული დიდებულებით მიჩუმდება, ჩაქრება — თან მიჩუმებამდე არ ჰკარგავს მომხიბვლელ მრავალხმიანობას. იცოდნენ წინაპრებმა ლითონთა საიდუმლოებები.
უფლისწულის მოკვდინების შესახებ ცნობის მიღებიდან პირველივე წუთებში საკათედრო ტაძრის მნათემ წინასწარ, წინდახედულად მოიხურა და მკვიდრად ჩაკეტა სამრეკლოში შესასვლელი კარი, თავად აიჭრა ზართან და თუმცა მოსისხლე მოშუღლარნი დიდხანს, ძალიან დიდხანს აბრახუნებდნენ ამ კარზე, მაგრამ ვერც შემოამტვრიეს იგი და რა თქმა უნდა, ვერც შემოაღწიეს სამრეკლოში. მნათე კი მთელი ძალითა და მონდომებით არისხებდა და არისხებდა საგანგაშოს, რათა რაც შეიძლება მეტისთვის ემცნო გოდება და ვაება უგლიჩის ხალხისა. ეს ზარი ამცნობდა რუსეთისათვის საერთო, ერთიანი შიშის შესახებ.
სწორედ ეს, ტალღებად განბნეულნი შემოკვრები ზარისა გახლდათ — დიდი უბედურების მაუწყებელი მოძახილი — პირველი უწყება პირველი დიდი არეულობის შესახებ. და აი, მეც მომიწია, ახლა შემომეკრა მრავალტანჯული ზარისთვის, სადღაც მხრჩოლავი, მბოლავი მესამე დიდი არეულობის ჟამს.
როგორ ავუარო გვერდი შედარებას: ეს გახლავთ უბრალო ხალხის უმწეო, წინასწარმეტყველური განგაში, ტახტისა და შუბლის ძარღვგაწყვეტილი დიდებულების წინ აღსადგომად, როგორც ოთხასი წლის წინ, ასევეა დღესაც.
სამრეკლო
ვისაც გსურთ ერთიანი შეხედვით, ერთ არშიაში დაინახოთ ჩვენი, არ და ვერ დაძირული რუსეთი — ნუ გაუშვებთ ხელიდან შესაძლებლობას, იხილოთ კალიაზინის სამრეკლო.
ის იდგა ტაძართან, მდიდარი სავაჭრო ქალაქის შუაგულში, მთავარი ეზოს შორიახლოს და მოედანზე მისკენ მიემართებოდნენ ვაჭართა ორსართულიანი სახლებით მოფენილი ქუჩები. ვერც ერთი წინასწარმეტყველი ვერ იტყოდა იმ დროს რომ, ეს უძველესი, თათართა შემოსევისა, პოლონელთაგან აწიოკებისა და სხვა ჭირთა გადამტანი ქალაქი თავისი არსებობის მერვე საუკუნის დასასრულს უმეცარ ხელისუფალთა ნებითა და ბრძანებით ორი მესამედით, ვოლგაში იქნებოდა ჩაძირული: ყველაფერს გადაარჩენდა ერთი ნაგებობა, მაგრამ ბოლშევიკებმა ამაზეც იძუნწეს. რა მოხდა მერე, ატლანტიდაა წყალქვეშა მოქცეული, (მალაგა ხომ, მთლიანად ჩაიძირა რობინსკის წყალსაცავისთვის.
მაგრამ, დარჩა ,,დახრჩობილი“ ქალაქისგან — მაღალ ნაგებობად ნაშენები სამრეკლო. ტაძარი ააფეთქეს და აგურ-აგურ დაიტაცეს ჩვენი ბედნიერი მომავლის ასაშენებლად, სამრეკლოსთვის კი, რატომღაც ვერ მოიცალეს, არც კი შეხებიან, როგორც ნაკრძალს. და აი, წამომართულა წყლის წიაღიდან, თეთრი აგურისგან გულმოდგინედ ნაგები, ექვს გუმბათიანი. ქვევიდან ზევით თანდათან ვიწროვდება (გუმბათი ნახევარი წყალქვეშაა მოქცეული), ბოლო წლებში გარშემო მიწაყრილიც კი შემოავლეს. დგას, არც კი გადახრილა, დგას ორპირად გამჭოლი ხუთი სართული, თავზე გუმბათით და წვრილი სვეტით ცისკენ მიმართული! და კიდევ, აი სასწაული — სვეტზე ჯვარი, ჯვარია გადარჩენილი და თითქოს ცას შეჰღაღადებს. ვოლგაზე მოცურავე თბომავლებისგან წარმოქმნილი ტალღები თეთრ კედლებს ტყაპუნით დასკდებიან, გემბანებიდან კი, უკვე ორმოცდაათ წელზე მეტია საბჭოთა მგზავრები თვალებდაჭყეტილი შესცქერიან ამ, მათთვის ეგზომ საინტერესო, ეგზოტიკურ ნაგებობას. თითქოს დაჭრილთა შორის დადიოდე, მიაბიჯებ გადარჩენილ, მოწყენილ პატარა ქუჩებში, აქა იქ, ნაჩქარევად გასახლებულთა სახლებს უკვე გვერდზე გადახრა დასტყობიათ. სანაპიროზე, ვოლგის წყლის ოდითგანვე ცნობილი სირბილისა და ანკარა სისუფთავისათვის ჯერაც პატივის მიმგები კალიაზნელი ქალები გულმოდგინედ რეცხავენ და ამოავლებენ თეთრეულს. ნახევრად გაყინული, წელში გადამტვრეული, მაგრამ ვერ მოკლული ქალაქი, აქა იქ წამომართულა, ძველი, ამაყი, დიდება შერჩენილი შენობა ნაგებობებით. მაგრამ, აქაც კი, აქ მოტყუებით დატოვებულ და შემდეგ სხვა გამოსავლისა და არჩევანის არ ქონის გამო აი აქ მცხოვრებ ხალხსაც სხვა რა გზა აქვს — ცხოვრობენ.
და მათთვის აქ, ყველა იმათთვის ვისაც ერთხელ მაინც მიეცა საშუალება ენახა ეს სასწაული, დგას სამრეკლო! სამრეკლო დგას იმედად, ლოცვად და იმის მაუწყებლად რომ: არა, სრულიად რუსეთის ჩაძირვას უფ ალი არ დაუშვებს.
დაბერება
რამდენი დაწერილა სიკვდილის საშინელებაზე, მაგრამ, როგორი ბუნებრივი რგოლია ის, თუ კი ნაძალადევი არ არის.
მახსოვს იქ, ბანაკში ჩემთან ერთად იჯდა უკვე ოცდაათი წლის წინ, ჯანმრთელობის გამო სასიკვდილოდ განწირული ბერძენი პოეტი და მის, რბილად დარდიან ღიმილში ძალიანაც რომ გეძებნა, სიკვდილისადმი შიშის ნატამალსაც კი ვერ შენიშნავდი. მე განცვიფრებული გახლდით. ის კი ამბობდა: ,,სიკვდილის დადგომამდე ჩვენში ხდება შინაგანი მომზადება, ჩვენი მომწიფება მასთან შესახვედრად, და უკვე არაფერი საშიში არ რჩება“.
სულ რაღაც ერთი წელი გავიდა მაშინ და მე ყველაფერი ეს საკუთარ თავზე გამოვცადე, ოცდათოთხმეტი წლისამ. კვირიდან კვირამდე, თვიდან თვემდე სიკვდილისაკენ მიმართულმა, შეჩვევას მიჩვეულმა ჩემმა გონმა დიდად გაუსწრო გვამს, სხეულს.
რამდენად იოლია, როდესაც ღია და გადაშლილია ყველაფერი, რაც სიკვდილთან ნელ-ნელა გვაახლოებს ჩვენი ხანდაზმული ასაკი. სიბერე, დაბერება არავითარ შემთხვევაში არ არის ღვთისგან მოვლინებული სასჯელი, მას თავისი მადლი და აი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი კეთილი, თბილი ფერები და საღებავები ახლავს თან.
სითბოა ჩაქსოვილი, ხედავდე როგორ ანცობენ, თანდათან იზრდებიან და უმყარდება ხასიათი ბავშვებს. სითბოს გამოსცემს იმის აღქმაც კი, ამჩნევდე, როგორ გაკლდება ძალა. ადარებ: როგორი სხვანაირი, ესე იგი, ძლიერი იყავი ადრე. უკვე მთელი დღე დატვირთვით მუშაობას ვერ უძლებ, გეგემრიელება ხშირი შესვენებები, დღეში რამდენიმეჯერ გესტუმრება ხოლმე დილის განწყობა და ამას საჩუქრად აღიქვამ. ჰო კიდევ, ნაკლებად ეძებ გემრიელ სასუსნავს, სული ცოტათიც ხდება კმაყოფილი და მაღლდები მატერიალურზე. ბეღურების და სხვა ჩიტუნების ჟივჟივ-ჭიკჭიკი, მიმქრალი თოვლით აქა-იქ დაფარულ ნახევრად გაზაფხულებულ ტყეში, ორმაგად გემრიელი მოსასმენია იმის შეგრძნებისას რომ, მალე შენ ამ ყველაფერს ვერ გაიგებ და მოისმენ, ჰოდა დატკბი ახლა! ან, როგორი განუძარცველი განძია მოგონებები; ახალგაზრდა ამას მოკლებულია, შენ კი ისინი მუდმივად, უღალატოდ თან გახლავან და ცოცხალ მონაკვეთებად გსტუმრობენ ყოველდღიურად ღამიდან დღეში და დღიდან ღამეში ნელ-ნელა, ტაატით გადასვლისას.
გონებანათელი დაბერება ეს გახლავთ სვლა არა დაღმა, არამედ აღმა. ოღონდ ღმერთმა დაგიფაროთ სიბერე სიღატაკესა და სიცივეში.
ისე, როგორც ჩვენ გვყავს მიგდებულ, მიტოვებული მრავალი და მრავალი.
ავი ნაზავი
რამდენი შრომა და ჯაფა უწევს მიწათმოქმედს იმისათვის რომ მარცვლეული შეინარჩუნოს და თავის დრომდე კარგად მიიყვანოს: საჭიროებისამებრ დათესვა, ნაყოფის მოვლა და დათავთავებამდე მიცილება. თითქოს არაფერია, მაგრამ, ველური აღტკინებით მრავლდებიან და გარშემო მიმოედებიან სარეველები მოუვლელობისა და მიუხედაობის კი არა, მუხლჩაუხრელი შრომისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის დროსაც კი, თითქოს დაგცინიან, მრავლდებიან და მრავლდებიან. ამაზეა ნათქვამი:
,,რამდენიც გინდა იმუშავე, იშრომ-იწვალე,
ავი ნაზავი თავს მიწაში არ ჩარგავს მალე“...
ნეტავ რატომ არის რომ ,,კეთილად დარგულებს“ ძალა ყოველთვის ნაკლები აქვთ, ვიდრე ,,ავ ნაზავებს?’
აკვირდები ადამიანთა ისტორიის შორეულს იქითა შორეთს თუ დღევანდელზე უახლეს დღევანდელობას — მორჩილად ხრი თავს და: ეტყობა ასე დაწერილა მსოფლიო კანონი და მას ვერსად გავექცევით, მისგან გამოსვლა ნებისმიერი კეთილი მოსაზრებითა და მიწიერი ძალისხმევით, უბრალოდ, შეუძლებელია.
ყველა ადამიანს აქვს მინიჭებული თავისი, მხოლოდ თავისი შრომა და საკუთარი სული.
დილა
რა ემართება ჩვენს სულს ღამის განმავლობაში? უმოძრაობისგან დაბუჟებული შენი ძილი, თითქოს თავისუფლდება, რომ შეძლოს სხეულისგან გამოსულმა რაღაც სხვა, სუფთა სივრცეების გადალახვა, განთავისუფლდეს იმ სიმდაბლეებისგან, მას რომ დღის, ან თუნდაც მთელი წლების მანძილზე თითქოს მიეწებნენ და აბინძურებდნენ. და, გიბრუნდება პირველქმნილი თოვლის სითეთრით. გადაგიშლის ნათელ, უსაზღვრო სიმშვიდით აღვსილ, დილის მდგომარეობას.
როგორ გეფიქრება ამ წუთებში! გეჩვენება რომ შენ ახლა განსაკუთრებით საღად აზროვნებ — რაღაც ისეთს გაიგებ და მიხვდები, რასაც ვერასდროს.
გაირინდები. თითქოს შენში აღიძვრება რაღაც რაღაც ისეთი, რაც ადრე არც კი გიგრძნია. სუნთქვაშეკრული უხმობ — იმ ნათელ კვირტს, თეთრი ლილიანების იმ ლამაზ ფოთლებს, რომლებიც, აი ახლა, ამ წუთებში სამარადისო დინების ოკეანიდან შენთვის პატარა ტბაზე რომ უნდა გამოცურონ.
მადლით მოსილია ეს წამები! შენ საკუთარ თავზე ხარ ამაღლებული. შენ შეგიძლია, რაღაც შეუდარებელი რამ აღმოაჩინო, გადაწყვიტო, ჩაიფიქრო. ოღონდ, კი არ აანჯღრიო, არ ააბობოქრო, არ აამღვრიო საკუთარ მეში მეყსეულად წარმოქმნილი, ეს, მშვიდი ზედაპირი.
მაგრამ, რაღაც აუცილებლად შეაჯანჯღარებს, შეარყევს და დაარღვევს აი, ამ გარინდებას: ზოგჯერ სხვისი მოქმედებაა ეს, სიტყვა, ხანაც საკუთარი თუნდაც წამიერი გაფიქრება. და ჯადოქრობაც გაქრა. წამსვე — სადღა არის ის საოცარი სულიერი სიმშვიდე, სადღა არის ის ტბა.
ვერავითარი ძალისხმევით მას უკვე მთელი დილა ვერ დაიბრუნებ და ვეღარც მთელი დღის განმავლობაში.
ფარდა
გულის დაავადება — თითქოს ჩვენი სიცოცხლის სახეა, მისი ანარეკლი: მისი მიმდინარეობა ბნელითაა მოცული, ჰოდა, არ ვიცით როდის დადგება დასასრულის დღე: იქნებ ჯერ კიდევ შორსაა, ან სულაც, კარს მოგვდგომია.
როდესაც სიმსივნე მრისხანედ იზრდება შენს ორგანიზმში — თუ კი თავს არ მოვიტყუებთ დაახლოებით მაინც შეიძლება რაღაც ვადების გამოთვლა. მაგრამ გულის დაავადების შემთხვევაში, შენ მზაკვრულად ჯანმრთელად გრძნობ თავს, არ ხარ განაჩენს მიჯაჭვული, გეჩვენება კიდეც რომ, არაფერიც არ ხდება. კურთხეული არცოდნა — მადლმოსილი საჩუქარია.
ხოლო იგივე დაავადება გამწვავების პერიოდში სიკვდილმისჯილის საკანში მჯდომს გამსგავსებს. ყოველი საღამო ელოდები, აყურადებ, „ნაბიჯები“ ხომ არ მოახლოვდა? უკვე მომაკითხეს? სამაგიეროდ ყოველი დილა ღმერთო როგორი ბედნიერებაა! როგორი განტვირთული ფიქრობ: აი, უფალმა კიდევ ერთი, სრული დღე მიბოძა. რამდენი, რამდენი რამის გაკეთება შეგიძლია მოასწრო ამ, თუნდაც ერთი დღის მანძილზე და რამდენი შეგიძლია იცოცხლო მთელი ერთი დღის განმავლობაში.
შებინდებისას
ძალიან კარგად მახსოვს ჩვენთან, სამხრეთში გავრცელებული ერთი რიტუალი, ე. წ. — ,,შებინდებისა’’. ალბათ რევოლუციამდელი, შემდეგ კი საშიში და შეჭირვებული სამოქალაქო ომის წლებით გამაგრებული. თუმცა ეს წესი ადრეც არსებობდა. ამას ხელს მრავალთვიანი სითბოც უწყობდა? ბევრი კი ალბათ იმიტომაც იქცეოდა ასე რომ, რაც შეიძლება გვიან აენთო ჭრაქი, ან ნავთის ლამპარი. ჯერ კიდევ დღის შუქზე მორჩებოდნენ საქმეებს, ზოგი საქონლის მიხედვასაც მოასწრებდა — ზოგსაც ადრე დასაძინებლად დაწოლა ერჩივნა. გამოეფინებოდნენ ღობის პირს, ქუჩის ან ეზოს სკამებზე, ან სულაც ოთახში, აუცილებლად ღია ფანჯარასთან, შუქს არ აანთებდნენ, მწერი რომ არ მოძალებულიყო. და ისე, ჩუმად ისხდნენ ერთი, მეორე, მესამე, ისხდნენ თავიანთ ფიქრებში ჩაფლულები და დიდხანს სდუმდნენ.
თუ კი ვინმე დაილაპარაკებდა, ჩუმად, თითქმის ჩურჩულით, ისე რომ ერთმანეთს არ შეაწყვეტინონ. ამ საუბრისას რატომღაც არავის უჩნდებოდა კამათის სურვილი, ვინმეს გაკილვის ან მით უმეტეს ვინმესთან, რაიმე მიზეზით წაჩხუბებისა. სახეები თითქმის არავისი არ ჩანდა, შემდეგ კი საერთოდ ბნელით იმოსებოდა — ამ წუთებში, მათ იერში რაღაც ახალი, დღემდე უცნობი შტრიხები იკითხებოდა რაც წლების განმავლობაში ნაცნობობის მიუხედავად ადრე არასდროს გქონდა შემჩნეული.
ყველას ეუფლებოდა რაღაც იდუმალი ერთიანობის განცდა, ფანჯარაში იღვრებოდა დღის ფუსფუსში ვერ შემჩნეული, არსებობის ღრმა სერიოზულობა, მისი გაუხუნარი აზრი. ჩვენი შეხება გამოუცნობ თავსატეხზე.
მამლის ყივილი
ადამიანებისგან დაცლილი სოფლები, თანდათან კვდომისა და გაქრობის გამო დავიწყებული გვაქვს. თაობები კი ისე ცოცხლობენ რომ, არც კი მოუსმენიათ მამლების, შუადღის, მრავალხმოვანი გადაძახილი. ეზოდან ეზოში, ქუჩის გადაღმა, გაღმა უბანშიც კი, მზის სხივებით გამთბარი ზაფხულის ფონზე, მომღერალთა ამ გუნდის ერთმანეთის მიყოლებით აჟღერებული სიმღერა-ყივილი-გალობა სიცოცხლის გამარჯვების ჰიმნად აღიქმება. იშვიათად რომ, სულის ასეთი დამშვიდება სხვა რამემ მოგგვაროს. ყოველგვარი სხვა, ყოველდღიური საზრუნავის ხმებისგან თავისუფალ, ამ წკრიალა, ვიბრირებით გალამაზებულ, მსუყედ ღონიერ, სასიამოვნოდ ჟღერად სიმღერას ჩვენამდე მოაქვს ამბავი რომ, აქ, ამ გარემოში სრული სიმშვიდე სუფევს, დღის განვლილ მონაკვეთში საგანგაშო არაფერი მომხდარა, და რატომ არ უნდა გაგრძელდეს ასევე? მიყევით, განაგრძეთ თქვენი, კეთილი საქმეების კეთება. აი, სადღაც აქვე დააბიჯებს იგი ამაყად, თეთრ ნარინჯისფერი, თავზე რაინდული დიდებულებით გამორჩეული წითელი სავარცხლით.
ერთი შეხედვით, თავი უდარდელი კმაყოფილებით უჭირავს.
ეეჰ, — ნეტავი ჩვენც შეგვეძლოს ასე.
ღამეული ფიქრები
აი იქ, ბანაკში: მთელი დღის ნაშრომ ნაჯახირევს ძვლებში გამტვრევს, ვერ მოასწრებ თივით გამოტენილ ბალიშზე თავის მიდებას და, უკვე საზარლად ჩაგესმის ,,ავდექით“, და ვერავითარ ღამეულ ფიქრებს ვერ ასწრებ.
აქ კი, თანამედროვე ყოფის ორომტრიალში, ნერვიულში, მოციმციმე წამებად და წუთებად დანაწილებულში, ფიქრები და აზრები მომწიფებასა და გონებაში დალექვას ვერ ასწრებენ, ქვეცნობიერად ისინი შემდეგისთვის გაქვს გადადებული. ღამე კი, ისინი გიბრუნდებიან, რომ თავისი კუთვნილი მიიღონ, ჩაიბარონ. საკმარისია რულის სიფრიფანა ფარდა შენს გონებას გადაეფაროს, და ისინი მოქრიან, მოისწრაფვიან შენში, მოთენთილი, ერთმანეთს ასწრებენ. აი, ერთ-ერთმა მათგანმა, უფრო მეტად თამამმა, მეტად თავხედმა, ყველას გაუსწრო და სხვებზე წინ ამოყვინთა. და თუ ჩაგითრია, მოგჭამა ჭირი ძილმა, შენივე ჯანმრთელობისთვის ეგზომ საჭირო, აუცილებელმა პროცესმა.
შენი გონების ღირსეული მდგრადობა არ ნებდება ამ ზვირთებს და. ყოველთვის არის მოსაზრება, ნაფიქრალი, და არაერთი, რომელსაც შეგვიძლია სიმშვიდის ღერძი დავარქვათ, — ისევე როგორც ატომურ რეაქტორში ჩააყენებენ ხოლმე ღერძულ გულანას, რომელიც აფეთქებას ამუხრუჭებს. მთავარია შეგეძლოს ამ ღერძის პოვნა ან, წინასწარ მისი განჭვრეტა და მასზე ჩაბღაუჭება.
მაშინ სული და გონება მშვიდდებიან, იწმინდებიან, ის ზვირთები უკან იხევენ და მშფოთვარე უძილობაშიც შემობრძანდება მადლით მოსილი სიმშვიდე, ამაღლებული ფიქრები, რომელთათვისაც დღის ორომტრიალში ვერასდროს მოიცლი.
და კიდევ, მადლობა უძილობას: ამ გადასახედიდან, გადაუწყვეტელსაც კი გადაწყვეტ: შეძლებ საკუთარ თავზე ამაღლებას.
წასულთა მოგონება
ეს ჩვენ — წმინდა ცხოვრებით ნაცხოვრები ადამიანებისგან, ზემაღალი სიბრძნით გვაქვს ნაანდერძები.
ამას სრულფასოვნად ვერ გაიგებ და ვერ ჩაწვდები ახალგაზრდობისას, როდესაც მჭიდროდ ვართ გარემოცულნი ახლობლებით, ნათესავებითა და მეგობრებით. ამ სიბრძნეში ჩაწვდომას წლები, წლები სჭირდება.
მშობლები წავიდნენ, მიდიან თანატოლები. სად მიდიან? გვეჩვენება რომ, ეს ამოუცნობი რამაა, ურთულესი, ჩვენთვის მიუწვდომელი. მაგრამ რაღაც, უერთგულესი ქვეცნობიერი გამონათება გვკარნახობს, ციმციმით გვეუბნება რომ, ისინი არ გამქრალან.
სანამ ცოცხლები ვართ, ვერაფერს სხვას ვერც გავიგებთ და, ვერც მივხვდებით. მაგრამ, მათი სულებისთვის ლოცვა გადაგვიშლის: ჩვენსა და მათ შორის, მათსა და ჩვენს შორის თაღს — სამყაროს მასშტაბების მქონე, ხელთუქმნელ თაღს, ჩვენი უნაპირო, ყოველგვარი წინაღობის გადამლახავი ერთიანობის, სიახლოვის დასტურად. აი, ისინი, თითქოს შეგვიძლია ფიზიკურადაც კი შევეხოთ. ისინი თითქოს შეუცნობადი, მაგრამ ამავე დროს ისეთი ჩვეულებრივნი არიან. მაგრამ, წლებით ჩამოგვრჩნენ. ზოგნი, ვინც ასაკით ჩვენზე უფროსი იყო, უკვე ჩვენზე ახალგაზრდები გამხდარან.
აზრს მოიკრებ, და გესმის, გრძნობ, თითქოს შეისუნთქავ კიდეც მათ ძახილს, თავშეკავებულ საყვედურს, გაფრთხილებას. სანაცვლოდ მათ უგზავნი მიწიერ სითბოს, იქნებ რამეში წაადგეთ?
და — შეპირება, ერთმანეთთან შეხვედრის გარდუვალობაზე.