და პეპელა კითხულობს დერჟავინის ლექსებს...
* * *
და პეპელა კითხულობს დერჟავინის ლექსებს,
უხარია — ჭია ვარ, ამბობს ვარო ღმერთი!
უცებ ჭიას საბრალოს ფრთა ეშლება მხრებზე,
ცისარტყელას თვალებით იმზირება ზევით.
რა თქმა უნდა, იმას აქვს სიამაყეც, სევდაც,
ყველა საფუძველი აქვს, უფრო ჩვენზე მეტიც.
ქრება ციცინათელა, ინთება და ქრება,
მერე ისევ დაკეცავს თვალს ფარშევანგების.
ზოგჯერ კიდე ისე ჩანს, სიახლოვე ღმერთთან,
იმის გამო ებოძა, რომ აქ ყოფნა ჭიად,
არის უფრო ძლიერი, ბედიც ეღიმება,
აბრეშუმის ბეწვიანს, მგრძნობიარე მფრინავს.





