ასი წელი...
* * *
ასი წელი
ჩემი გულის ქვეშ იწექი
როგორც უხილავი ბავშვი
როგორც ძველი ნივთი სკივრში
ასი წელი
ხელში წეროს ძაფი მეჭირა
და ვფიქრობდი
ეს გველი დაფრინავს
ეს არის მხიარული ამულეტი ბავშვებისთვის
გავფრთხილდი
ნაპირზე ვარ მიჯაჭვული
ვეჭიდები ქვიშასა და
ტალახში აზელილ ბალახს
კბილებში გაჩრილ
ლამაზს ადგილებს
ამ მიწის ცომს სიყვარულის გემო აქვს
მარწყვები ეს ცომია
ჩემს მიერ ტექსტად გადაქცეული
ჩემი სინაზე სანახევრო მწუხარებით
იკუმშება კუბიკებად
იფანტება ბარტყებად
ძაფი ტრიალებს ხელში
შენ ჩემში ხარ შენახული
როგორც სანუკვარი მზითვი სკივრში
როგორც ლენტები
ძველი ბინტივით და გაცვეთილი ხაზებით
რამდენი მაქვს სათქმელი
ცისთვის
ცა სიტყვებს ვერ იტევს
მე ვაქანავებ ნალიას
რომელიც სავსეა ასოებით
და ვქსოვ მომავალს
წეროების თხელი ძაფიდან
მე წივწივა ვარ
ვცხოვრობდი ზღვებს იქით და დავბრუნდი
მე ზღვა დავწვი





