ამ ყველაფერს ისევ ისე დასასრული არ აქვს...

                             
                             * * *

ამ ყველაფერს ისევ ისე დასასრული არ აქვს.
დედა მორიგეობიდან ელოდება მამას,
მოთუთუებულ ჭურჭელში დედა რეცხავს სარეცხს,
რომ მორჩება იმ ჭურჭელში თავად მაბანავებს.

ბოლო არ უჩანს არაფერს, დასასრული არ ჩანს,
ბებიაც კი ახალგაზრდა არის ისევ ახლა,
ბაბუაც კი ცოცხალი და ჯანმრთელია ჯიბრზე
და ნიკიტა ხრუშოვი ზის კრემლის შიგნით ისევ.

რაკეტებშიც კვლავ უშვებენ ამ საბრალო ძაღლებს.
მათი ბედი დიდი ხანი მათ ჩემგანაც მალეს.
არ ველოდით, რა თქმა უნდა, ვითარებას ორგვარს,
მაგრამ დიდი წებოვანი მუცელი აქვს დროსაც.

მაგრამ დროსაც სხეულიდან სულ თათები ცვივა,
მაგრამ დროსაც შურიანი თვალები აქვს ცისა,
მაგრამ, მოვა დრო და ეს დროც არ იქნება მაშინ,
ასე ამბობს ანგელოზი გამოცხადებაში.