სიყვარულის ბნელი მხარე
მახსენდება სიყვარული იმ შორეულ დღეთა,
მოგონებებს უკანასკნელ უაზრო ხარკს ვაძლევ,
მოფერება ვერ შევძელი და ვერც მივეძალე,
მახსოვს მხოლოდ, როგორ მკლავდა, როგორ მაწამებდა!..
მოფერება ისეთის, რომ სხეულით და აზრით,
მე გამზრდიდა, იქცეოდა ჩემს კანკალად, კვნესად,
გახდებოდა ჩემი სუნთქვის და ცხოვრების მრწამსი
და დაცემა იქნებოდა სიმაღლესთან შერწყმა.
ეს წამება დარჩა მხოლოდ, ყველაფერი გაქრა,
რაც ჭეშმარიტს ცუდი ახლავს, იგი შევიცანი,
რომ ეს იყო შურისგება და მკვლელობა კაცის,
რომ ცხოვრებამ მთელი სითბო და სიცოცხლე შთანთქა!..
რომ ასეთი სიყვარული რთულია და ძნელი
და გვეძლევა, რომ გვაწვალოს, გვაწამოს და გვტანჯოს,
რომ არ გვაცლის ჩახუტებას, არც ის ვიცით რატომ
და წინ გველის განშორება ისევ საშინელი!..





