იდუმალი ვნება
(ამონარიდი რომანიდან)
1968, ნოემბერი
კარუზო
იმავე „კატასტროფული“ წლის ნოემბერში კუკუშა და ვაქსონი დონის როსტოვში აღმოჩნდნენ. საღამოვდებოდა და ისინი ცენტრალურ ბულვარში სეირნობდნენ. აქ ჯერ კიდევ შემორჩენილიყო ბურჟუაზიული სიმდიდრის არქიტექტურის მწირი კვალი, ნუ, ადრინდელი მოდერნი თავისთავადი, მისთვის დამახასიათებელი მოხაზულობებით. კომკავშირული კონსტრუქტივიზმის უტოპიისგანაც შემორჩენილიყო ორი-სამი ძეგლი. აი, მაგალითად, ხორბლის ელევატორის უხეში კედლების მსგავსი, ღია მწვანე ფერის ოტელი, რომელშიც ისინი გაჩერდნენ.
მოსეირნეები საერთო სურათის წაკითხვისას, დედაქალაქისგან დიდ განსხვავებას ვერ ხედავდნენ. გასტრონომებთან პროდუქტზე დღის ამ მონაკვეთში დაახლოებით ისეთივე რიგები დგებოდა. კაფეებში და რესტორნებში მომსვლელთა შეშვება ხდებოდა მცირე დოზებით გამომსვლელთა რაოდენობიდან გამომდინარე, ერთ-ერთი დაწესებულება რაღაცით სხვებისგან განსხვავებული გახლდათ, რამაც მწერლებს უბიძგა მის წინ შეჩერებულ იყვნენ: ეს გახლდათ „კოქტეილი“. ეს, შეუცვლელი „კოქტეილები“, რომლებიც მუდამ სულს უფორიაქებენ საბჭოთა ახალგაზრდობას! ასე იყო აქაც. ძმაბიჭები ნაჩქარევად ითვლიდნენ ლითონსა და ქაღალდის ნაჭრებს ეტენებოდნენ მოღიავებულ, მაღალ კარებში და შემდეგ უკვე მიზან მიღწეული გარკვეული თავხედობით ინერგებოდა საერთო გროვაში. გროვის მიღმა დიდი ალბათობით იყო ღია მარმარილოს დახლები, აი აქ ხდებოდა მაცთუნებელი სასმელების შერევა. აქედანვე ისმოდა ქალის უხეში ხმა: „დროზე დააბრუნეთ კათხები ყმაწვილებო! სინდისი იქონიეთ, ვერაფერში ჩამოვასხამ, დროზე კათხები!“
ეს, განიერთათებიანი ყმაწვილები თავის მხრივ, დახლებიდან ორ-სამ მეტრში, გაჰყვიროდნენ თავიანთ შეკვეთებს: ერთი ,,კარუზო“! ორი ,,კარუზო“! სამი ,,კარუზო“! კედელზე, ბრეჟნევისა და პოდგორნის პორტრეტებს ქვეშ გამოკრული იყო ,,სასმისების პრეისკურანტი“. მასში ყველა სხვა სამხრეთულსა“ და ,,ყირიმულებს“ შორის გამოირჩეოდა სწორედ ეს ,,კარუზო“ განმარტებით (საშუალო სიმაგრის სასმისი) აი, რაღაც მნიშვნელოვანი მოსაზრებით, სწორედ მისკენ ილტვოდა ახალგაზრდობის სულიც და სხეულიც.
— აი, ხედავ კუკუშ, როგორ დუღს და გადადუღს სიცოცხლე. ერთი უკიდეგანო კარუზო! — ჩაფიქრებულმა ვაქსონმა წარმოთქვა.
— მათ ეს ალბათ ფეიერვერკით განათებულ, მბრუნავ ბორბლად ეჩვენებათ, კარუზოს ბორბალი, არც თუ ისე ცუდად ჟღერს — შეეხმაურა კუკუშა.
— დადგება დღე, როდესაც აქაურ მენიუში ,,კუკუშა“ გაჩნდება — გააკეთა შემოთავაზება ვაქსონმა — წარმოგიდგენია, როგორი შეკვეთები წამოვა: ერთი „კუკუშა“ ,ორი „კუკუშა“, სამი „კუკუშა“! ადამიანურად თბილმა კუკუშამ თავისი წკეპლასავით ულვაშებით, ლერმონტოვისებური შუბლით და როგორც ყოველთვის მოწყენით, მხიარულება შერეული მოწყენით ჩაიღიმილა — „თავს დავდებ რომ“ „ვაქსას“ ვერ მოესწრები! ისინი აქ ჩამოვიდნენ ადგილობრივი უნივერსიტეტის მოწვევით. გაერთიანებული საღამო: ვაქსონი კითხულობს, კუკუშა მღერის. სტუდენტთა ჯგუფი მათ სადგურშივე დახვდა. იქვე გადასცეს დამატებითი მოწვევა — გამოსულიყვნენ ლენინური კომკავშირის 50 წლისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტზე, რომელიც დღეს საღამოს გაიმართება. ვაქსონმა სცადა წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ კუკუშამ მას წასჩურჩულა: — დავეთანხმოთ სულელო, კომკავშირი ხომ ჩვენი ალტერნატიული პარტიაა.
აქ უნდა აღინიშნოს რომ, იმ დროს მწერლები ყველა გამოსვლისათვის „მხატვრული ლიტერატურის პროპაგანდის“ ბიუროსგან თოთხმეტ მანეთსა და ორმოცდაათ კაპიკს ღებულობდნენ: არა მერკანტილური დრო გახლდათ.
ისინი მიიყვანეს სპორტის სასახლეში. ათიათას კაციანი დარბაზი ბოლომდე იყო შევსებული. სცენაზე კომკავშირის ისტორიისადმი მიძღვნილი, თეატრალიზირებული კონცერტი თამაშდებოდა ნამდვილ, დონის ბედაურებზე დეფილირებდა „პირველი საცხენოსნო“. სცენაზე ნამდვილი ტყვიამფრქვევებიანი ოთხთვალა ე. წ. „ტაჩანკა“ შემოგრიალდა, რომლის პატივსაცემადაც გაერთიანებული გუნდი გრგვინავდა:
პნევმატური ჩაქუჩებით ხელში ამაყად მარშირებდნენ დნეპრ ჰესის მშენებლები, რაიხსტაგის თავზე გამარჯვების დროშას ამაგრებდნენ დიდი სამამულო ომის მებრძოლები, საზეიმო საფეხურებზე ჩამოდიოდნენ ორბიტიდან დაბრუნებული სკაფანდრებიანი კოსმონავტები. ირხეოდნენ უზარმაზარი ალისფერი ბაირაღები, გაჰკიოდნენ საყვირები. მეყსეულად ყველაფერი ჩაჩუმდა და სცენა დაცარიელდა. „ბოლო გმირობაზე“ რატომღაც სდუმან“ ჩუმად ჩასჩურჩულა კუკუშამ ვაქსონს.„ეჰ, როსტოვურ ოთხთვალაზე
ტყვიამფრქვევი შემდგარა,
ვერაფერი გვიერთგულებს
ტყვიამფრქვევო შენგვარად!!!“
მცირე პაუზის შემდეგ საღამოს წამყვანმა გამოაცხადა „ამ შესანიშნავი დღესასწაულის მოსალოცად ჩვენთან ჩამობრძანდნენ მოსკოველი მწერლები, პოეტი ოკტავა და პროზაიკოსი ვაქსონი“. ორი მეგობარი გაბმული აპლოდისმენტების თანხლებით სცენაზე ავიდა; ოფიციალურად არც ერთი მათგანი არ იყო გამოწყობილი, არ ეკეთათ ჰალსტუხები, ერთს (კუკუშას) ტყავის თხელი ქურთუკი ეცვა, მეორეს (ვაქსონს) კი სასაჩუქრე თხელი ველვეტის პიჯაკი. მთელმა პირველმა რიგმა, რომელიც „ქალაქის მამებით იყო შევსებული“, თუმცა კი დაუკრა თავშეკავებული ტაში მაგრამ გაკვირვებული გადახედვები კი აშკარად გაუცვალეს ერთმანეთს. მისასალმებელი სიტყვა პირველს კუკუშას ერგო. თავის მოკლე გამოსვლაში ამ მოსკოველმა ამხანაგმა ძირითადი ყურადღება რატომღაც, საზოგადოებაში, ინტელიგენციის წამყვან როლზე გაამახვილა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იგივე საზოგადოების უმთავრეს კლასებზე საერთოდ არაფერი უთქვამს და მხოლოდ შუა ფენის უმთავრეს მნიშვნელოვანებაზე ილაპარაკა. დარბაზს, ამის პასუხად, თითქოს თავისი რიტმულობის რაღაც ზამბარა დაეკარგა, გარკვეული ქაოსის მსგავს მდგომარეობაში გადავიდა. ხოლო პირველი რიგი გაისუდრა და „გაიბერა“. ცენტრში ვიღაცამ რაღაც ჩუმად ჩაიბუტბუტა და ჩურჩულები ფლანგებისკენ ტალღისებურად გადაადგილდნენ. მიკროფონთან მისულმა ვაქსონმა კუკუშას მიერ წამოჭრილ თემაზე საუბარი გააგრძელა და აღნიშნული უფრო მეტად გააღვივა კიდეც. დღეს ჩვენ, ამბობდა იგი, გვჭირდება არა იმდენად ძალის მომატება, რამდენადაც ინტელექტის განვითარება, წინააღმდეგ შემთხვევაში დინოზავრებს დავემსგავსებით. ამ ჩვენი წინაპრების განვითარება ლიდერის როლში ჩიხში იმ მომენტიდან შევიდა, როდესაც აღმოჩნდა რომ, მათ უზომოდ მხოლოდ მუსკულები განუვითარდათ, გაეზარდათ და გაუმაგრდათ. იმავდროულად კი, ტვინი დარჩა მცირე, არაპროპორციულად განვითარებულ—გაზრდილი. ამ უტაქტო განცხადების პასუხად დარბაზში ქაოტურმა ხმებმა იმატა, პირველი რიგის ცენტრი კი გამეჩხერდა.
დილით სასტუმროში, თვალე დამრგვალებულებმა მოირბინეს ახალი ხელოვნების უნივერსიტეტელმა ენთუზიასტებმა. კუკუშ, ვაქსონ ფრთხილად იყავით გეთაყვა. ხელმძღვანელობაში გაჩნდა აზრი რომ, მოსკოვიდან ჩამოსულები არაადეკვატურად იქცეოდნენ და ამით მათ, ახალგაზრდებს ფაქტიურად გაუფუჭეს, ლამის ჩაუშალეს სანუკვარი ზეიმი. უფრო მეტიც, პირველმა მდივანმა უნივერსიტეტს მისცა რეკომენდაცია, საკადრისი პასუხი გასცენ ამ არაადეკვატურ ამხანაგებს. უნივერსიტეტში მეფობდა რაღაც, შიშნარევი მიდი-მოდი, თითქოს ქალაქს ვარკეთილის მსურველთაგან შემდგარი, მოხალისეთა არმია მოსდგომოდეს. ამფითეატრი სავსე იყო, უფრო სწორად კი, გადაჭედილი იყო დასწრების მსურველებით. მოსკოველმა სტუმრებმა ისაუბრეს ჯერ ლიტერატურის თემაზე, ამას მოჰყვა ფილოლოგიური საკითხები შემდეგ კუკუშას თხოვეს რაიმე „ახალი“ შეესრულებინა. ბარდმა როგორც ყოველთვის, ცოტა წაიკეკლუცა ,,მე ახლა თითქმის არ ვმღერი, გიტარაც თან არ მაქვს და ა. შ. სტუდენტების მიერ წინასწარ გამზადებული გიტარა წამსვე მოცურდა მის მუხლებთან. მან იმღერა „მოცარტი“, „ფრანსუა ვიიონის ლოცვა“, „ხელი ჩავკიდოთ მეგობრებო“. დარბაზში როგორც ყოველთვის ხდება, ახლაც გამოჩნდა რამდენიმე წყვილი, აღტაცების ცრემლით დანამული, გოგონას თვალები.
უეცრად, თითქოს რიგებს შორის უხეში, დიდი „იატაკის საწმენდი ჯოხი“ ჩაატარესო; გაიელვა გაკვირვება-შეშფოთება შერწყმულ სახეთა ზოლმა და მის ბოლოში გამოიკვეთა, წამოიმართა უნივერსიტეტის პედაგოგთა კოლექტივის წარმომადგენელი, კაზაკის ბრგე ფიგურა. მან დასვა კარდინალური შეკითხვა: „ერთი მითხარით მოსკოველო მწერლებო, რას ფიქრობთ ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარების შესვლაზე“? და ისევ ისე როგორც გუშინ, წარმოიქმნება როგორიღაც, სპეციფიკური, როსტოველი ფენომენი — გროვის ქაოტური დუღილ-ბუყბუყი.
რექტორი სწრაფად აღმართავს და მშვიდად დაუშვებს ორივე ხელს, თითქოს ამბობსო: მშვიდად ამხანაგებო! არ არის საჭირო ასე რეაგირება აბსოლუტურად აკადემიურ შეკითხვაზე. დარბაზი ჩუმდება და დამდგარ, სამარისებურ სიჩუმეში კუკუშა ოქტავა წარმოთქვამს პასუხს: „პირადად მე, ჩეხოსლოვაკიაში სამხედრო ნაწილების შეყვანა დიდ პოლიტიკურ შეცდომად მიმაჩნია“. ამ სიტყვებს მოჰყვა აფეთქება, არა უბრალოდ ქაოტური, არამედ უფრო მიწიძვრისებური. ამფითეატრის ყოველი კუთხიდან გვრგვინვს ან ჭყივის სიტყვა „სირცხვილი!“ ძნელი მისახვედრია ვინ არის მისი ადრესატი: საბჭოთა ხელისუფლება თუ კუკუშა ოქტავა, ეს სამარცხვინო ლიბერალი და გადამხრელნი? ის კი ზის თვალებზე ხელაფარებული. ვაქსონი კი შემართული დგას, მარჯვენა აღუმართავს და გაჰყვირის: „შეწყვიტეთ პროვოკაცია! კუკუშას არ შეეხოთ!“ დარბაზი მხოლოდ რამდენიმე წუთში მშვიდდება და ნელ-ნელა წყნარდება. შეხვედრა დამთავრდა. ვაქსონი მიკროფონით სვავს შეკითხვას: „ძალიან მინდა ვიცოდე ვინ ბრძანა და ვინ გაითამაშა ეს ყველაფერი“.
გასაცილებლად არავინ მოსულა. ბაქანზე, ხალხის გროვაში მათ არ სტოვებდა შეგრძნება რომ, მათ კვალდაკვალ ორი წყვილი თვალი დაცურავდა. მატარებელში დაბინავებისთანავე ვაგონ რესტორანში გაილალნენ, კონიაკი შეუკვეთეს და თითო ჭიქა გადახუხეს. შემდეგ ერთმანეთს ძმურად გადაეხვივნენ. ვაქსა, ჩემო ძვირფასო! კუკუშ, ჩემო გულითადო!
ერთ საათში უკვე კარგად შეზარხოშებულნი იყვნენ. ისხდნენ მოყანყალე რესტორნის კუთხეში, მალე მეორე ბოთლს მოეღებოდა ბოლო და ჩუმად საუბრობდნენ იმაზე, თუ რას ეძახდა მათი საერთო მეგობარი გლადიოლუსის პოდგურსკი „ოჯახურ და პირად ცხოვრებას“.
— აბა ერთი მომიყევი — ამბობს ვაქსონი — როგორია შენი გულის მურაზი ინტიმში?
— იგი ღვთიურია თავის სინაზეში და ნაზია თავის ღვთიურობაში — არ აგვიანებს პასუხს კუკუშა — გენიალურია თავისი ბავშვურობით და ბავშვურია თავის გენიალურობაში.
— ძლიერი ნათქვამია — აღნიშნავს ვაქსონი — ისე დაახასიათე რომ, თვალნათლივ ვხედავ როგორიც ყოფილა.
— ახლა კი შენ მომიყევი — კეთილგანწყობით შესთავაზა კუკუშამ. — ვისზე?
— შენს მურაზე.
— რატომ უნდა მოგიყვე?
— ვაა, მე ხომ მოგიყევი.
— მე შენსას ვიცნობ, შენ კი ჩემსას არა.
— ჰოდა, მით უმეტესი, მიამბე მასზე ოთხი სიტყვით.
— ოთხით?
— კი ბატონო, ოთხით.
— საყვარლად კაპასი, აუტანელი მშვენიერება.
— არაუშავს ნათქვამია აჭარხლებულ ცხვირიანო, მით უმეტეს რომ, მე მას ვიცნობ.
ამ დროს კი, ამ, ხალხით გადაჭედილ ვაგონში მათ ორი ერთმანეთის ძალიან მსგავსი ახალგაზრდა ადევნებდა თვალს, დიდი ყურადღებით. ახალგაზრდებს ერთნაირად გრძელი თმები, უცნაურად აფუებული ბაკენბარდები და უშნოდ ამოზრდილი ულვაშები „ამშვენებდათ“. მათ ოფიციანტის საშუალებით ხელოვანებს მესამე ბოთლი გაუგზავნეს, თან პატარა ბარათიც მიაყოლეს: „ჩვენი მაგიდისგან —თქვენს მაგიდას. თქვენი ტალანტის თაყვანისმცემელი ძმები, ფიოდორ და სერგეი ბორისოვები“. საბედნიეროდ, ბოთლმა და ბარათმა ადრესატამდე მისვლა ვერ მოასწრეს. გზავნილი სტუდენტური სამშენებლო რაზმის ქურთუკში გამოწყობილმა, ქერუბიმის შესახედაობის ახალგაზრდამ გზაშივე აწაპნა, ქურთუკის ჯიბეში ჩაიდო და წაიღიღინა:
„ბაკენბარდებიდან წყვილს მე
უკანალში გავუშვებდი.
ცრუ-მგლებს ნუკრი შეეჭამათ
ვეღარაფრით დავუშვებდი“.
და შებოლილ სივრცეში აორთქლდა.
მოსკოვში, ბაქანზე მათ ორივე გულის მურაზი დახვდათ. იდგნენ, ეწეოდნენ და ლაყბობდნენ ღამეგამოვლილი, უკვე განათებული ცის ქვეშ. როდესაც სასურველი ჯენტლმენები ვაგონიდან გამობრძანდნენ, გოგონებმა ერთდროულად გადაიხარხარეს: „აბა რას ვამბობდი, ხომ ვთქვი, ზღვაზე და უკან!“
შავ-ყვითელმა „ვოლგამ“ წრიულზე გადაუხვია, საჭესთან ლარისა იჯდა. ათიოდ მეტრში მათ კვალდაკვალ მიჰყვებოდა ერთიანად შავი, მეორე „ვოლგა“, რომელშიც ორი, ერთმანეთის მსგავსი ახალგაზრდა მოკალათებულიყო, ოღონდ ახლა უკვე ულვაშების, ბაკენბარდებისა და სხვა აქსესუარების გარეშე. „ოჰ, ეს ქვეწარმავლები, ისევ მოეთრევიან“ — უთხრა საჭესთან მჯდომმა თავის მეგობარ მწერალს. უკანა სავარძელზე კუკუშა და მისი მეგობარი ქალიშვილი მოკალათებულიყვნენ. ისინი ვერავის და ვერაფერს ვერც ხედავდნენ და არც ესმოდათ ერთმანეთის გარდა იმ მიზეზით რომ, სულმოუთქმელად კითხულობდნენ ახლად შეთხზულ ლექსებს.



