სიზმრის გაგრძელება

               
შეუძლებელია დამახსოვრება, მაგრამ მაინც
ფრაგმენტულად გამახსოვრდება
სიზმრის
გაგრძელება
რატომღაც უცნობი ადგილი
რაღაც საკლასო ოთახის მსგავსი
სადაც ზურგჩანთები და ჩანთებია მიყრილი
აქა-იქ მიგდებული
რამდენიმე ნაცნობი სახე,
მაგრამ არა ზუსტად ამოსაცნობი
თითქოს ის ჰგავს იმას
ან იმას ისა ჰგავს
თითქოს შენ მიხვედი არსაიდან.
ის საიდან მოვიდა უცნობია
სრული გაურკვევლობა და დაუმთავრებელი
საუბარია
სიგარეტის ბჟუტვა და სანთებელის წკაპუნი
მოქმედებების საპირისპირო თანმიმდევრობა
შენ პასუხობ კითხვას, რომელიც წინასწარ იცი
იფხან ცხვირს
შეტყობინების მიღების შემდეგ
სინამდვილეში სიტყვები არც არის
აი ისე ნახევარი სიტყვა
საუბრის ნაწყვეტები
მოდუნება
ძილის გაგრძელება
ხილვადობა უსასრულოა