მღვდლის შვილები
როდესაც სიკვდილს დავაპირებ, ნეტავ რა აზრი მომივა პირველად თავში? რას დავინახავ ამქვეყნიდან გასვლის ჟამს? გავლილი გზის როგორ სურათს? რომელი ფრაზა გაიელვებს რეკლამის მორბენალი სტრიქონივით და ჩურჩულად დასცდება ბაგეს უკანასკნელი ღამის იმ ბოლო წამს? შესაძლებელია, წინასწარ, წლების განმავლობაში მოემზადო ამ წამებისთვის და რეპეტიცია გაიარო? რა საჭიროებისთვის? რამე სისულელე რომ არ ამოგიტივტივდეს გონებაში წყლის გადაუხდელი ქვითრის ან სოსისისა და კიტრის მწნილის ნატურმორტის სახით და არ წამოგცდეს რამე მოსაწყენი და უაზრო...
და რა არის უაზრო?
თუ უფრო მიზანშეწონილია ლოცვა?
აი, ეს ადამიანი, რომელსაც ტაძრის გარშემო მესამედ შემოატარებენ შავი ლაქწასმული სასახლით, თეთრი მაქმანებით რომაა მორთული გვერდებზე და კრემიან ტორტს წააგავს — სასახლე ღიაა და სახეზე ცალკე ტილოა გადაფარებული, სხეულზე კი სხვა — ეს ადამიანი გარდაიცვალა მწუხრის დაწყებისთანავე, როგორც კი ლოცვის პირველი სიტყვები წარმოთქვა.
საცეცხლურის ქნევით შემოუარა რა ტაძარს და საკმევლის გამაბრუებელი სურნელი შეაფრქვია მრევლს, მათ შორის ოჯახის წევრებს, ცოლს და ბავშვებს, ის ავიდა ამბიონზე, საიდანაც ქადაგებდა ხოლმე და აღსავლის კარებთან პირისპირ დამდგარმა თავისი მაღალი ხმით წაიმღერა: ,, უფლისა მიმართ ვილოცოთ!»
და გუნდის გაუბედავი საწყალობელი შეხმიანებისას ,,უფალო შეგვიწყალენ!», შექანდა, ძირს დაეცა და გაშეშდა მძიმე ოქროსნაკეცებიან შესამოსელში თავჩარგული.
მსახურება შეჩერდა. იყო მცდელობა მოესულიერებინათ, სასწრაფოსაც გამოუძახეს, მაგრამ საქმეს არაფერი ეშველა, სიკვდილი წამიერი იყო, გულის გამო.
იმ საღამოს იგი მარტო მსახურობდა. წესის ასაგებად კი ხუთი მღვდელმსახური მოვიდა: თეთრ სამოსში გამოწყობილები ისინი მიუყვებიან საეკლესიო ბაირაღებს ზარების ნელი რეკვის თანხლებით, სიმძიმით შეწუხებულები ხანდახან წაიბორძიკებენ, მაგრამ გალობას არ წყვეტენ. ვინც უკან მიჰყვება მსვლელობას, ყველა მგლოვიარეა.
მზე ანათებს და გეგონება ჭკუაზე არ არის ამ შავ-თეთრი ერთდროულად მიმზიდველი და თან შემზარავი ფერების თამაშის შემყურე. ჩრდილოეთის ცა მინასავით გამჭვირვალეა, უსიცოცხლო. ქვები კბილებს ჰგავს და მათ შუა უსწორმასწოროდ ამოსულა ნორჩი ბალახი. კუბოს სამარის წინ ხის ტაბურეტებზე დებენ. თეთრწვერა მღვდელმთავარი, მოცახცახე დაღარული ხელით და მზეზე მობრჭყვიალე ვერცხლის კოვზით, ჯვრისებურად აყრის მოწითალო მიწას ქსოვილს.
ფერმკრთალი ხელის მტევნებიღა მოჩანს. მათ გარდა — არაფერი. თითქოს თოვლის თეთრმა ნამქერმა დაფარა ადამიანი, სახეც დაუფარა. სურვილი გიჩნდება ჰაერი აწიო, ეს ტილოს საფარი აწიო და შეხედო უკანასკნელად: ვინ ხარ მანდ? მაგრამ არ შეიძლება. გამიგია, წესის აგების დროს მღვდელი უფლის წინაშე წარსდგება და მისი სახის დანახვა არ შეიძლებაო.
სპილენძის ჯვარი ჩანს გაფშეკილ თითებს შუა, სპილენძისყდიანი ახალი აღთქმა უდევს მკერდზე
და თეთრი ნამქერია შუა ზაფხულში.
მე არ გამიმართლა, მარტო ვარ, სრეტენსკებს კი შვილები არ აკლიათ: მღვდლის ძეები და ასულები, ერთმანეთის მიყოლებით დაბადებულები.
მე თორმეტი წლის ვარ. ზამთრის არდადეგებზე გამომგზავნეს აქ, ვოლოგდის სოფელში, სადაც ოჯახის მამა ტაძრის მღვდელმთავარია, მათი ხის სახლიც იქვე დგას და გარშემო ბნელი ნაძვნარია.
აქ არიან ჩამოსულები ოხაპკინები იაროსლავიდან: მამაო, ფოფოდია, ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. დღისით ჩვენ კარგად ვერთობით თოვლიანი ციხესიმაგრის მახლობლად გაყინული მდინარე შარჟენკას ნაპირთან.
ეს საოცარი ციხესიმაგრე სათითაოდ დამზადებული ყინულის ლოდებით, მოხერხებულად გამოჭრილი შესასვლელითა და სამიზნეებით, სრეტენსკების ერთერთი ვაჟის, გოლიათი მოზარდის, ნიკიტას მიერაა აგებული,
რომელსაც ,,ოქროსხელებას» ეძახიან. ის ნებისმიერ ამინდში საჩვენებლად დადიოდა უხელთათმანოდ, მსუქანი, რომ შეგეშინდებოდა ისეთი თითებით, შებრაწულ ხაჭოს ღვეზელს რომ ჰგავდა წითელი მოცვით მორთულს.
ამ საქმეში მას ყველანი ვეხმარებოდით: დავაგორებდით თოვლის ბურთებს, ვაგროვებდით და ვტკეპნიდით თოვლს, დავდიოდით მდინარეზე, ისეთ ადგილას, რომელიც არ იყო გაყინული და იქიდან წყალი მოგვქონდა. ვედროებიდან წყალს ვასხამდით მოსარწყავ ჭურჭელში და თანაბრად ვასხურებდით ვრცელ ზედაპირს. ნიკიტა შემდეგში მოქანდაკე გახდა (ძირითადად სასაფლაოს მკვიდრების) და ასევე ხის მთლელი. უყვარს კარგად დალევა და შეკვეთები ბლომად აქვს, იმიტომ რომ თავისი ხელობა კარგად იცის. მანვე დადგა მოშორებით სამი გოლიათის ქანდაკება, შიშველი ხელებით რომ გამოძერწა თოვლისგან და წყლით გაამაგრა.
ეს ყინულის ერთნაირი ფიგურები, რაღაცით მას რომ წააგავდნენ, მისმა დამ დუსიამ ფერადი გუაშით გაალამაზა. რაინდები მყარად იდგნენ, თითქოს მდინარის ყინულს მცველად მოვლენოდნენ, ოქროსფრად უელავდათ ჯაჭვის პერანგი, შუბი და ჩაფხუტი, ერთნაირად ლოყებაღაჟღაჟებული და ცისფერთვალებანი, სამივე წვერმოშვებული: შავი, ყვითელი და ნაცრისფერი წვერებით.
დუსია-ევდოკიას ხატვა ბავშვობიდანვე ეხერხებოდა. ის შორეული ბურიატიის მონასტერში მორჩილად წავიდა და იქ ხატავს და რესტავრირებას უკეთებს წმინდა ხატებს.
მან საღებავევი არ დაიშურა რომ გააფერადებინა ჩვენი ციხე-ტაძარი წითელ და ლაჟვარდისფერ ფერებში, მოაოქროვა ორი ბურთი, გუმბათის მოვალეობას რომ ასრულებდა და მყარად იყო დამაგრებული კედლების თავზე, (ჯვრები არ დაგვიმაგრებია, ეს უკვე ნამეტანი იქნებოდა). სწორედ ამ ციხის შიგნით იცავდნენ თავს სრეტენსკები, ძველი სასულიერო შტოს წარმომადგენლები. ხოლო ოხაპკინები და მე, ვისი მამებიც, პირველი თაობის მღვდლები იყვნენ, ამ ციხის აღებას ვცდილობდით.
— აბა, წინ, ბრძოლაში რუსეთისთვის! — ყვიროდა თავგანწირვით პეტუნია, უმცროსი ოხაპკინი და ბურთულების სროლისგან დარეტიანებული მიიწევდა შესასვლელისკენ, რომ ფეხებში ჩავარდნოდა მოწინააღმდეგეს, სრულიად გაფითრებული.
მას უკუაგდებდნენ.
— ჩვენთან არის დენთი! ყვიროდა ის ხმაჩაფხრეწილი.
— ღმერთი! — მკაცრად უსწორებდა მისი და დაშა, თან შარფიდან და სასაცილო ვარდისფერი ქუდიდან, თეთრგლაზურიან კულიჩს რომ ჰგავდა, თოვლის ფიფქებს უფერთხავდა. მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ის ისევ აღგზნებული თავისი ხრინწიანი ხმით გაიძახოდა თავის შეცდომიან შეძახილს.
მოკლედ, პეტუნია გულმოდგინედ იწერდა პირჯვარს ყოველი ბრძოლის წინ, საცეცხლურივით იქნევდა შიშველ ტოტს, თითქოს საკმეველს აკმევდა , რომელიც ცოტა ხანში ისევ იარაღად იქცეოდა და მრისხანედ ბრძანებდა: ,, უფლისა მიმართ ვილოცოთ!» მერე თავისავე თავს პასუხობდა ერთგვარი უძველესი მრავალხმოვანებით, გუნდს განასახიერებდა თითქოს.
ეს ხდებოდა საყოველთაო შემაგულიანებელი მხიარულების ფონზე, სანამ მოხერხებულმა ლიდა სრეტენსკაიამ (მომავალში სუპერ აქტიურმა ვოლონტიორმა, ის გულმოდგინედ ეძებს და საბედნიეროდ, პოულობს კიდეც დაკარგულ ადამიანებს), არ ჩაგვიშვა. მაშინ უფროსებმა პეტუნიაც დატუქსეს და ჩვენც.
,,ლოცვა თამაში არაა, ნუთუ არ იცოდი?" — ეკითხებოდა დედა და ცდილობდა არ ყოფილიყო ზედმეტად მკაცრი და შვილს შეჰყურებდა უზომოდ ნაღვლიანი თვალებით. ის დამნაშავის სახით იდგა, თანხმობის ნიშნად თავს იქნევდა და შემდეგში ბრძოლის წინ რაღაცას ბურტყუნებდა თავისთვის, ეტყობა გონებაში მაინც გამარჯვებისთვის იწყებდა ლოცვას.
არავის გაუკვირდებოდა, პეტუნია რომ ღვთისმსახური გამხდარიყო, მაგრამ მან საპირისპირო გზა აირჩია, სახლიდან წავიდა და მიწისქვეშა გადასასვლელებში უკრავდა გიტარაზე, რომელიც ერთხელ შემთხვევითმა გამვლელმა, მამამისმა დაუმტვრია. პეტუნია გახდა ფოტოგრაფი, მთელი მსოფლიო შემოიარა, თითქოს მყუდრო თავშესაფარს ეძებს და ვერ პოულობსო, სოციალური გვერდები აჭრელებულია მისი ნაზი, შთამბეჭდავი, ზოგან კი ველური ბუნების ამსახველი მკაცრი კადრებით.
სამაგიეროდ, მიტროფანეს სრეტენსკების გვარიდან შეეძლო სრულიად თამამად ეთამაშა ღვთისმსახურის როლი. მისი სახე თითქმის დამავიწყდა, გონებაში მხოლოდ დარჩა ერთგვარი ცვილისმაგვარი ნათელი ლაქა ყურებიანი ,,უშანკის" შიგნით. ის გამოირჩეოდა განსაკუთრებული მაღალმხატვრული დიქციით და ტრაგიკული ხმით, რომელსაც ლამაზ ჰაეროვან ჟესტებს უხამებდა.
მიტროფანეს უყვარდა ქადაგება და არც არავინ უშლიდა.
— ძვირფასო დებო და ძმებო! — ყინულოვანი ბორცვიდან იწყებდა ის ნაღვლიანად საუბარს, ფეხებს ახლობლები უმაგრებდნენ, რომ არ დაცურებულიყო.
— მოდით, გავიხსენოთ, რას გვასწავლიან წმინდანები, თქვენ და ჩვენ ვართ მოყვასები და არავის დავარტყათ მწარედ, არ მოვგუდოთ, არც სახეში ვესროლოთ გუნდა...
ჯერ სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული, რომ ორივე მხრიდან იწყებოდა თოვლის ყუმბარების გაძლიერებული სროლა.
მას ყველაფერი გამოუვიდა: გახდა მოძღვარი, ტაძრის წინამძღვარი ვოლოგდაში, ჰყავს დიდი ოჯახი.
მე რატომღაც მეგონა, რომ მღვდელმსახური, ან სულაც ბერი გახდებოდა სხვა ბიჭი, ფერმკრთალი და გამხდარი ტიმოშა ოხაპკინი, რომელიც სურვილგარეშე თამაშობდა და მოუხერხებელი იყო ომობანას თამაშში. ისე ნაზად ტკეპნიდა თოვლს და ისე მორიდებით ისროდა, რომ მისი ყუმბარები მიზანს ვერასდროს აღწევდა და ჰაერში იფშვნებოდა. ზოგჯერ კი გახელებული ბრძოლის დროს უცებ შეშდებოდა, თითქოს რაღაც შინაგანს აშტერდებოდა მოჯადოებულივით. ეტყობა, ასე სწავლობდა ადამიანის ანატომიას, იმიტომ რომ ჯარში მსახურების შემდეგ, ქირურგი გახდა.
ძალიან მაგრად იბრძოდნენ მღვდლის ასულები.
დუსია და ლიდა, უსწრაფესად ამზადებდნენ ყუმბარებს და სწორედ მათგან მოდიოდა უზუსტესი დარტყმები, მტკივნეული, მაგრამ ძირითადად ფეხებში, რის გამოც, თოვლი ხშირად მეყრებოდა, „ვალენკებში».
ჩვენს სუსტ ჯარში, ჩემი საყრდენი იყო მაშა, რომელიც უზუსტესად ისროდა რაღაც იდუმალი გზნებით აღგზნებული. მე ვცდილობდი გოლიათი ნიკიტას დამარცხებას, თავისი ციტადელის კარიბჭესთან რომ გაკრთებოდა ხოლმე და როცა მოვარტყამდი, მაშას მოკუმული ტუჩები ვარდისფერი ხდებოდა, იშლებოდა და სიხარულს ირეკლავდა. ბაგეებიდან თითქოს მოფარფატებდა ოჰ! ან უი! ყოველ წარმატებულ სროლას რომ ახლდა, ხოლო წარუმატებლობის შემთხვევაში დუმდა და უფრო მეტი მონდომებით ემზადებოდა საპასუხო დარტყმისთვის.
მაშა ოჯახს და ტაძარს ჩამოშორდა, მოსკოვში ბინას ქირაობდა, მუშაობდა მიმტანად ჰიპების ბარში, ერთხელ იქ კრაფტის ლუდი ჩამომისხა (იყო ღიმილიანი, მაგრამ დაძაბული), მერე თითქოს უიღბლო სიყვარული შეხვდა, ვალაამის კუნძულებზე გაემგზავრა და დაწყებითი კლასების მასწავლებელი გახდა.
თუ ძალიან ციოდა თოვლის ძერწვისას, ჩვენ ერთმანეთს ვუახლოვდებოდით, ჯარი-ჯარს, მუჭა თოვლს ვაყრიდით თვალებში და საყელოში, სასტიკად ვაბრმავებდით ერთმანეთს რძისფერი ორთქლით. რუსული ზამთარი, პიკასოს ვითომდა მშვიდობისმოყვარე მტრედივით დაგვატარებდა თავისი მკვეთრი ნისკარტით და ფაფუკად გვფუთავდა მძლავრი ფრთებით...
ჩვენ შესამჩნევად განვსხვავდებოდით ყველასგან. მღვდლის შვილების გარეგნობაც კი უკვე გამოწვევა იყო. მშობლებმა არა მხოლოდ უჩვეულო ბედისთვის, არამედ უცნაური ჩაცმულობისთვისაც გაგვიმეტეს.
მეზობელი სოფლიდან სათამაშოდ ჩამოსული ბიჭები ღარიბულად იყვნენ ჩაცმულნი, მაგრამ განსხვავებულად, უფრო მოხდენილად გამოიყურებოდნენ ფერად სინთეტიკის ტანსაცმელში. ჩვენი ტანსაცმელი ძველმოდური იყო, ხაზგასმით მოძველებული. მკაცრი სისუფთავე შეზავებული იყო უყურადღებობასთან, რასაც შეიძლება ეწოდოს ამქვეყნიური ნივთების უგულებელყოფა. ყველაფერი უფრო ფართო და გრძელი ჩანდა, ვიდრე უნდა ყოფილიყო, თითქოს ცდილობდა, რაც შეიძლება მალე დამსგავსებოდა შესამოსელს. ორივე ოჯახში ბავშვებს ერთმანეთის ტანსაცმელი ეცვათ, რომელიც სქესის გათვალისწინებით გადაკეთდებოდა ხოლმე. ხელშიშველა ნიკიტას ცხვრის ტყავის ქურთუკი და ჩექმები ეცვა. გოგოები ხელით ნაქსოვ საშინაო ბლუზებს პიჯაკისა და ცხვრის ტყავის ქურთუკების ქვეშ მალავდნენ. პეტუნიას შავი სვიტერი სახელოზე სხვა ფერის შალის ძაფებით იყო გაკერილი, როგორც ახლა მახსოვს, ლურჯით და არავითარი სხვა ტანსაცმელი წარწერებით ან სურათებით! ლიდა, რომელსაც სურდა სამაგალითო ყოფილიყო, საერთოდ არ იშორებდა ქვედაბოლოს, რომელიც საკმაოდ უშლიდა ხელს თოვლიან ბრძოლაში.
მე მეხურა საკმაოდ ნახმარი, შესაკრავად მოუხერხებელი ქუდი, რომელიც მამაჩემს მოხუცმა მრევლმა აჩუქა, მას კი მისი გარდაცვლილი ქმრისგან დარჩა.
ტყავია! ნებისმიერი ცივი ამინდისთვის! აღფრთოვანებული იყო დედაჩემი.
— ეს რა არის? დაუფსტვინა და ისე იკითხა ერთმა სოფლის ბიჭმა. — ცხენის უნაგირი?
— პილოტის ქუდი! ვუპასუხე თამამად და თან ვცდილობდი შთაბეჭდილება მომეხდინა ძვირფას მაშაზე, რომელსაც თავზე ბეწვის თასაფარი ეხურა.
მაშა თანაგრძნობით ეკითხებოდა ბიჭებს მათი ცხოვრების შესახებ, ისინი იშმუშნებოდნენ, მაგრამ მაინც პასუხობდნენ, თითქოს აღსარებას ამბობდნენ, ყოველგვარი დამალვისა და სისულელეების გარეშე, ალბათ გრძნობდნენ ჩვენს უტყუარ თანამონაწილეობას: "მამა გარდაიცვალა", «ჩემი კი წავიდა», "ჩემები სამსახურს ეძებენ", ,,გვიჭირს ძალიან", "მინდა ვიყო მუსიკოსი, სკოლიდან წრეზე დავდივარ, ჩვენი ჯგუფი გვაქვს, კლავიატურაზე ვუკრავ, სახლში კი მეუბნებიან: წადი, ზეინკლობა ისწავლე, უფრო გამოგადგება"...
— მუსიკა სჯობს! — ამტკიცებდა მებრძოლი პეტუნია.
შესაძლოა, სწორედ მაშინ მომწიფდა მაშაში უბრალო ხალხისთვის თავის მიძღვნის სურვილი:
”უბრალოდ არ დალიო, არ მოწიო”, — მოუწოდა მან სიყვარულით, ”კარგად ისწავლე, გთხოვ...”
ლიდამ შეაწყვეტინა მას, როგორც ამ ადგილების მასპინძელმა.
„მალე აქ გაიხსნება საკვირაო სკოლა. იცით რაიმე ლოცვა? კვირას ეკლესიაში უნდა წახვიდეთ, მამაჩემი მამაოა, ის შეგირჩევთ საჭირო წიგნებს.
სრეტენსკები სახლში სწავლობდნენ, ოხაპკინები გიმნაზიაში დადიოდნენ.
ერთხელ, ლიტურგიის შემდეგ, როცა ვიმსახურეთ, ვიგალობეთ და ვეზიარეთ კიდევაც, როცა გაყინული ტუჩებით ჯერ კიდევ ვაცმაცუნებდით სეფისკვერს, მივირბინეთ ციხესიმაგრესთან, სადაც ბიჭები გველოდნენ
— რას ღეჭავთ? — ეჭვით იკითხა რომელიღაცამ. გაგვასინჯეთ!
— თქვენთვის არ შეიძლება! — სერიოზული სახით მიუგო მძლეთამძლე ნიკიტამ.
სოფლის ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს, მერე კი ჩვენზე გადმოიტანეს შურით და რაღაცნაირი პატივისცემით სავსე მზერა, თითქოს რაღაც ჯადოსნურს ვჭამდით, მაგების შვილები ვიყავით...
მაგრამ რაღაცის გამო ჩვენც გვშურდა მათი და თავს ჩამორჩენილებად ვთვლიდით მათთან შედარებით და ზოგადად თანატოლებთან მიმართებაშიც. ისინი უყურებდნენ ტელევიზორს, რამდენსაც მოისურვებდნენ, მათ შორის ისეთ უხამს გადაცემებსაც, გვიან ღამით რომ უჩვენებენ, იცნობენ მთელ პოპსას და მათ შორის ,,სექტორ გაზას’’ გინებისშემცველ სიმღერებს, რომელსაც კასეტებზე ისმენდნენ.
სოფლის ბიჭების გინებაზე, ჩვენ უსიტყვო შეთანხმების მიხედვით, არ ვამახვილებდით ყურადღებას, თვითონ არ ვიგინებოდით. თუ ვინმეს თოვლის გუნდა მოხვდებოდა, შეეძლო ამოეოხრა: ,,უფალო, იყოს ნება შენი!» ეს ანგელოზური ტირილი საკმაოდ კონტრასტულად ჟღერდა მაშინ, როცა ჩვენი თანატოლები ასე უდარდელად იგინებოდნენ. მათ არავინ უსწორებდა ...
სამაგიეროდ ერთმანეთს ვუსწორებდით მკვეთრი და გულისამაჩუყებელი პაროლით, რომელიც მიღებული იყო ჩვენს საზოგადოებაში,, არ გავეკიდეთ!»
ერთხელ, როცა ნიკიტამ ანეკდოტი მოჰყვა ქმარზე, რომელიც სახლში იმ დროს დაბრუნდა, როცა ცოლი თავის საყვარელთან ერთად ჩაის მიირთმევდა, მე თითქოს რაღაცის შევსება მინდოდა ამ სიუჟეტში, უცებ სიხარულით გავიხსენე სხვა, სკოლაში ადრე მოსმენილი ანეკდოტი.
— ბრუნდება ქმარი შვებულებიდან. — დავიწყე მე. — ცოლი და საყვარელი ამ დროს წვანან ისეთები...
უცებ გამაყრუებელი აღშფოთებული ხმაურისგან სმენა დამეხშო.
— მღვდლის შვილები (ეს მე სხვებშიც მინახავს და ალბათ ჩემშიც არის), ერთდროულად არიან ველურები და გაშეშებულები, დამუხრუჭებულები და თავაშვებულები. ხან დაუოკებელნი, ქედმაღალნი, ხან აღვირახსნილებიც კი, ალბათ იმიტომ რომ თავის განსაკუთრებულობას გრძნობენ სხვებისგან განსხვავებით, უმეტეს დროს უფროს ადამიანებთან ატარებენ და შებოჭილები არიან მათი მუდმივი ღვთისმოსავი ზედამხედველობისგან. შესაძლოა, აკრძალულისადმი ინტერესს ისინი იმით იკმაყოფილებენ, რომ გატაცებით საუბრობენ ჯოჯოხეთურ რამეებზე. კარგად მახსოვს, როგორ შთაგონებით ჰყვებოდა პეტია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამწვარ ადამიანებზე, რომლებიც ჭიანჭველებივით იყვნენ ერთმანეთს მიხრუკულები, დუსია კი გვიამბობდა იმაზე, როგორ ახლდა მამას სულთამბრძოლავის ზეთისცხებაზე: ,,ერთ ბებიას ლოყაზე კანი ჰქონდა დამპალი და ოქროს კბილები მოუჩანდა". ამ შემაძრწუნებელ მონათხრობში შუა საუკუნეების გროტესკი გამოსჭვიოდა.
თუმცა სულ სხვა გულისამაჩუყებელი სიამოვნებით გადმოსცემდნენ მღვდლის შვილები ამბებს ცხოველებზე, თევზებზე, ჩიტებზე.
— ჩვენ მარტო ვიყავით სახლში, უფროსების გარეშე. პირდაპირ სახურავქვეშ ვცხოვრობდით! — ჩქარობდა მოყოლას მაშა, თან იცინოდა და თავის ისტორიაში სულს და გულს დებდა...
— სააბაზანოში გამწოვის მილი გვაქვს, პეტია შევიდა თუ არა, უცებ იყვირა:
,,ჩიტები!" შევედით და რას ვხედავთ, თავი ტყეში გეგონება, ჩიტებითაა სავსე იქაურობა და ჟღურტულებენ ძალიან ლამაზად, მოვხსენით გამწოვის მილს ბადე და ვხედავთ, შიგ ბარტყია, კედლებს ეხლება, დედა კი ზემოდან დაჰყურებს და ანუგეშებს. მე ტიმოშას ვეუბნები: ხელი ჩაყავი და ფრთხილად ამოიყვანე, მან კი მხოლოდ ბუმბული ამოგლიჯა კუდიდან.
— მაშინ წავედი ყუთი მოვიტანე და ბარტყი იქ ჩავარდა, ფუმფულა იყო, ყვითელნისკარტა. აივანზე გავიყვანეთ, დედა მაშინათვე მოფრინდა, ყუთში ჩაფრინდა, რაღაც იჟღურტულეს თავის ენაზე და გაფრინდნენ. ენციკლოპედიაში ვეძებე და აღმოჩნდა, რომ ეს თეთრი ბოლოქანქარაა. როგორ თუ თეთრი? ისინი ხომ სინამდვილეში მრავალფერები არიან, რუხ-შავი-თეთრა და რატომღაც მხოლოდ თეთრებად მოიხსენიებენ.
ეს უბრალო შემთხვევა, ამ თვალტანადი გოგოს მიერ მოყოლილი, მორუხო ქვიშისფერ ნაწნავზე მბზინვარე ოქროსფერი რომ გადაჰკრავს, ისეთი მიმზიდველი და საინტერესო იყო, როგორც გუსტავ დორეს ილუსტრაციები ბიბლიიდან.
— სადღაც გამიგონია, სიკვდილის მანიშნებელია ეს — დაბნეულად შენიშნა ტიმოშამ.
— რა? — ვიკითხეთ ჩვენ.
— რა და ჩიტი! — თქვა მან გაუბედავად, — თუ შემოფრინდა, განა ეს სიკვდილის მანიშნებელი არაა?
— ცრურწმენაა! — მკვახედ შეაწყვეტინა მიტროფან მქადაგებელმა და მამხილებელი პაუზა შეიფერა.
— რატომ გჯერა ცრუ რწმენის? ჩიტები ხომ კეთილი ამბების მაცნეები არიან, სერიოზული სახით დაასკვნა ლიდამ. დაგავიწყდათ, წარღვნის დროს მტრედი რომ მოფრინდა ნოესთან?
— წარღვნა ჩვენთანაც კია, — დაეთანხმა მაშა, სახურავი ჟანგიანია...
ჩვენ ყველანი ჩაფიქრებულები დავდუმდით, იმედით აღსავსენი რაღაც არაჩვეულებრივის მოლოდინში.
დედები, ლოყებიანი სრეტენსკაია და გამხდარი და ელეგანტური ოხაპკინა, ბევრს საუბრობდნენ მშობიარობაზე, ბავშვთა დაავადებებზე, ნათელმხილველ ხუცესებზე და გემრიელი, სასარგებლო საკვების მომზადების საიდუმლოებებზე.
მამაოებს უყვარდათ ჭიქის გადაჰკვრა და გულდასმით საუბარი სხვადასხვა საეკლესიო მიმართულებაზე, ღირსეულ და ნაკლებად ღირსეულ იერარქებზე, შორეულ ვატიკანზე, ყველგან მომრავლებულ სექტანტებზე და ასევე ტაძარს შემოჩვეულ ბანდიტებზე.
— მოვიდნენ ერთხელ ჩემთან, ყველანი რაღაცნაირად აღგზნებულები და მეუბნებიან: — "შენ ხარ მღვდელი? წესი უნდა აუგო ერთ ახალგაზრდას!» — ჰყვებოდა მამა ვასილი ოხაპკინი, არათანაბარი, ნახევრად გაჭაღარავებული, შუაზე გადაყოფილი წვერით. — მე პირდაპირ ვუთხარი: ,,ვინ არის? ნაზიარებია? აღსარება თუ აქვს ნათქვამი? ყაჩაღია, თქვენსავით? არა, არ შემიძლია!" მათ შემბოჭეს და ძალით წამიყვანეს სასაფლაოზე.
— ,,ტყვიას დაგახლით და დაგასამარებთ, აუგებ წესს?» თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. იქვე დამტოვეს...
— აი, მე კი, შენი გადმოსახედიდან იქნებ არასწორი ვარ. — სახეგაბრწყინებული მამა იოანე სრეტენსკი, მელოტი და წითური, ახლადგამოჩეკილ სააღდგომო წიწილას რომ წააგავს, სადღესასწაულო ბარათზე გამოსახულს, ცდილობს შეეკამათოს მამა იოანეს.
— ხდება ხოლმე, რომ ჯიპის კურთხევა მიწევს. მაშინ თავდაპირველად გულმოწყალებაზე ვქადაგებ, იქნებ კეთილმა სიტყვამ ვინმეს გულში შეაღწიოს.
საღამოობით ჩვენ ჩაის მივირთმევდით სოკოს ან კომბოსტოს ღვეზელთან ერთად. სანამ რომელიმე კითხულობდა ხმამაღლა აქსაკოვის ,,შვილიშვილი-ბაგროვის საბავშვო წლებს", ლესკოვის ,,მოჯადოებულ მოხეტიალეს", შმელიოვის ,,უფლის ზაფხულს"...
უფრო ხშირად ლიდა გამოთქვამდა კითხვის სურვილს, მას ეს გამოსდიოდა გულმოდგინედ და დამრიგებლურად, თითქოს ეს იყო ფსალმუნი ან წმინდანთა ცხოვრება.
მხარბეჭიანი მიტროფანე, დედის დარიგებით, ზუსტად დეკლამირებდა, სიამოვნებისგან ქშინავდა და საკუთარ თავს რიტმული ჟესტებით ეხმარებოდა:
და გველის შხამიანი სიბრძნე
ჩემს გაყინულ ბაგეებს
შეასხურა მსახვრალი ხელით...
ის ასეც წარმოთქვამდა, ,,გაყინული" და არა ,,სუნთქვაშეკრული", თითქოს საუბარი იყო სტომატოლოგზე, რომელიც რაღაცას ჯადოქრობს გამყინავი ნემსის ჩხვლეტის შემდეგ.
ხანდახან, ჩაის შემდეგ, დუსია, თეთრმაქმანიან მუქ-ლურჯ კაბაში გამოწყობილი უკრავდა ელექტრო ფორტეპიანოზე — ჩაიკოვსკის ან სვირიდოვს. ჩვეულებრივ კი მარტო ვარჯიშობდა ხოლმე. იმისთვის, რომ ვინმესთვის ხელი არ შეეშალა, ყურსასმენებს იკეთებდა და მისი ოთახიდან დიდხანს ისმოდა ვნებიანი კაკუნი კლავიშებზე.
მაშას სიმღერა უყვარდა. რაც შეეძლო გაიმართებოდა წელში, მაღლა აწევდა თავის პატარა სიფრიფანა მკერდს და სუფთა, გაბმულ ბგერებს უშვებდა. თვალები სველი და აღელვებული ჰქონდა. მისი ქერა წარბები ცხვირის ზედა ნაწილში მსუბუქი ღინღლით ერთდებოდა.
ამ არდადეგებზე მან მხოლოდ ორჯერ იმღერა. ერთი „სასულიერო ხალხური სიმღერა“, რომელიც უბრალოდ და ხალისიანად ედებოდა გამზადებულ ყურთასმენას, როგორც თოვლის ფანტელები გაყინულ ქერქს, პირველად არეულად იმღერეს მისმა ნათესავებმა, მეორედ კი ჩვენ ყველანი ავყევით:
ოჰ, დალოცვილია ამ გზით მავალი,
სად მიდიან უცნობები...
იერუსალიმში მიდიან
და მათ ანგელოზები მიუძღვებიან...
ალილუია, ალილუია
და მათ ანგელოზები მიუძღვებიან...
თბილი ამინდი გამოვიდა და სოფლის მაცხოვრებლებთან ერთად მთელი დღის განმავლობაში მხიარულად დავაგორებდით უზარმაზარ შაქრის ბურთებს, შემდეგ კი გორაკს ვამუშავებდით ფეხებით, ნიჩბებითა და მორითაც კი.
მეორე დღეს, როცა ყინვა დაბრუნდა, მდინარიდან წყალი ვედროებით მოვიტანეთ. წყალი იღვრებოდა და მდინარის შავ ხვრელთან მისასვლელი გზა ნაცრისფერი და მოლიპული ხდებოდა, რაც სახიფათო ცეკვას გვაიძულებდა.
ჯალათის სისხარტით, ნიკიტა მაღალ ეშაფოტზე ადიოდა, მიწაში გამოჭრილი კიბეებით, ფრთხილად ხრიდა ვედროს და ნელა ღვრიდა წყალს გლუვ, ციცაბო დაღმართზე. და ასე, თანდათან იფარებოდა თოვლის ზედაპირი ყინულოვანი ქერქით და უფრო მყარი ხდებოდა.
სწრაფად ბნელდებოდა, მოლოდინით აღელვებულები ვმოუსვენრობდით და მუშტებს ვათამაშებდით — „ქვა-მაკრატელი-ქაღალდი“ — ვთამაშობდით მომავალ ჩამოსრიალებაზე, (ციგა ნაკლები გვქონდა, ვიდრე ჩვენ ვიყავით), ამიტომ მაშინვე არ გაგვიგონია ძახილი.
გაბმული მოთქმა უსაზღვროდ სასოწარკვეთილისა.
პირველი ის სოფლელი ბიჭი გამოვარდა საშველად, ზეინკლობა რომ არ სურდა.
ნაპირის სიახლოვეს, ბილიკზე სირბილისას, დავინახე ლურჯი ბინდიდან, რომელიც ყველაფერს სახალისო შეუსაბამობის ელფერს აძლევდა, როგორ მიირბინა მდინარის ხვრელთან, დაიხარა და რაღაც ბნელი, მთელი ძალით მოქაჩა, ამ დროს ნიკიტამაც მიირბინა საშველად და მოეჭიდა, მოულოდნელად მოქნილი მიტროფანეც იქ გაჩნდა და ისიც ჩაებღაუჭა.
ზღაპარი ,,თალგამზე" სამივე როლში გათამაშდა. ბნელი მოჩვენება კი ხვრელიდან ამოყვანილი ლიდა აღმოჩნდა, რომელიც ტკივილისგან კვნესოდა და სიცივისგან ცახცახებდა. ახლა ის სახლში მიჰყავდათ. გრძელი სველი ქვედაკაბა ფეხებზე შემოტმასნოდა და ყინვისგან სრიალა ქერცლს ემსგავსებოდა ქალ-თევზას კუდივით.
ამ ინციდენტმა გააფუჭა დარჩენილი დრო და ბორცვებზე სრიალმაც დაკარგა უწინდელი მომხიბვლელობა და ხალისი.
ლიდა, როგორც მოსალოდნელი იყო, ხველებითა და სიცხით ჩაწვა. ეკლესიაში შერეული ლოცვა აღევლინა სხვადასხვა ტროპარით — სამადლობელით და საჯანმრთელოთი. ჩვენ ფეხის წვერებზე დავდიოდით სახლში, შეწუხებულები და უსიტყვონი, თითქოს ვცდილობდით ის ხმაურიანი აღტაცება სინანულით გამოგვესყიდა, რის გამოც კინაღამ ლიდა დავკარგეთ.
ოცდახუთი წლის შემდეგ, ერთი ჩვენგანი გარდაიცვალა და ისე გამოვიდა, რომ ტელეფონით შეხმიანების, უფრო კი მიწერ-მოწერის მერე, გადავწყვიტეთ დაკრძალვაზე წავსულიყავით.
მედვედკოვოს მეტროსთან ავტობუსში ჩავჯექი და მთელი ღამე ვიმგზავრე. ვერ დავიძინე, ან იმიტომ რომ ჯაყჯაყებდა ავტობუსი, ან იმ ფიქრების გამო, უფრო და უფრო მეტი სისწრაფით რომ მიტრიალებდნენ თავში და სახეზე ალმურიც კი ამდიოდა. რატომ მივემგზავრებოდი? მე არ მქონდა მათთან ახლო მეგობრობა, რომელიც არსებობდა სრეტენსკებსა და ოხაპკინებს შორის და, ფაქტობრივად, უნებურად აღმოვჩნდი მათ სამეგობრო წრეში.
შემდგომში, იშვიათად თუ შევხვედრილვარ ზოგიერთ მათგანს, ჩვეულებრივ, ოჯახის თავკაცებს ვნახულობდი, რომლებიც მამაჩემთან მოსკოვში თანამსახურებდნენ. მღვდლების ძეებთან და ასულებთან ერთი შორეული ზამთრის ხანმოკლე არდადეგების მოგონებაღა მაკავშირებდა. მაგრამ რაღაცამ მაიძულა მიმეტოვებინა ყველაფერი, რომ მომესწრო იმ ადამიანთან დამშვიდობება, ვისთანაც წესიერად არც არასდროს მისაუბრია. მინიდან ვუყურებდი გაურკვევლობის შავ ბურუსს, სადაც ბუნდოვნად ირეკლებოდა ჩემი გაუცხოებული აფორიაქებული სახე, რაღაც ფოტორობოტივით, სანამ არ გაუჩინარდებოდა გამოკვეთილ მინდვრებსა და ტყეებში, რომლთა თავზეც ხელახლა იბადებოდა ვარდისფერი მნათობი.
იქნებ მე იქ ვბრუნდებოდი, რომ უძღები შვილივით ფეხებში ჩავვარდნოდი ამნაირ თუ იმნაირ, უცნობ თუ სულით ხორცამდე ახლობელ ადამიანებს, რომ გამომეტირა ჩემი სულიერი ობლობა, რომელიც წლების მანძილზე, სულ უფრო შორს დამატარებდა ქუჩებსა და ჩიხებში, ჩემი თბილი ეკლესიური ბავშვობის ზღურბლს მიღმა? ჩვენ ხომ სხვანაირები ვართ, განსხვავებულები, გამორჩეულები, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენჯერაც არ უნდა შევხვდეთ ჩვენი ცხოვრების გზაზე ადამიანებს, მათში არასოდეს იქნება ის, რასაც ერთმანეთში ერთი თვალის შევლებით ამოვიკითხავთ. ეს არის ჩვენი კურთხევა და წყევლა. რაღაც არის სასაცილო და საშინელი სიმართლე იმაში, რომ ჩვენ თანაბრად ვიზიდავთ მაცდურ დემონებს და მფარველ ანგელოზებს. ალბათ, ჩვენში არის მანერების წარუშლელი თეატრალურობა და, შესაძლოა, ცხოვრებისეული თამაში, და ამავე დროს ნამდვილი, უცნაური, უძველესი, მხურვალე მსხვერპლი და მსახურების წყურვილი...
და მთელი ეს გულუხვი სიტყვა, შიგნით აწრიალებული და მჩხვლეტავი, უეცრად გაიფანტა და ჩემი გონება დაცარიელდა გლოვის ხმაზე, ატირებული ქალებისა და შეშინებული ბავშვების შემხედვარე, ვხედავდი მასაც, ვინც ცოცხლობდა უკვდავების რწმენით და დიდებული სიკვდილის შუქით გაცისკროვნებულმა საკურთხევლის კართან ჰპოვა აღსასრული.
ყოველი ზარის დარეკვისას, სათითაოდ ჩამოკრავდნენ, ყველაზე უმცირესიდან უდიდესამდე, თითქოს ამით შეგვახსენებდნენ ცხოვრების განვლილ გზას, შემდეგ კი მნათე ერთდროულად შემოჰკრავდა ყველა ზარს, რაც ნიშნავდა დასასრულს, წყვეტას, ნგრევას.
და მერე ისევ თავიდან...
მე, მშვიდი, ცოტათი გაოცებულიც კი, მას მერე რაც რამდენჯერმე წამოვედი ძველ ფილაქანს, რამდენიმე ადამიანს თავი დავუკარი და ხელი ჩამოვართვი, უკან გავყევი სამ ახალგაზრდა და ორ ასაკოვან მოძღვარს, რომელთაგან ერთი გარდაცვლილის მამა იყო.
თეთრი თოკებით კუბო ჩაუშვეს.
სწრაფად დააყარეს მიწა და ზედ დაამაგრეს ჯვარი შავი ლითონის ფირფიტით, სადაც მცხუნვარე მზის გულზე ოქროსფრად აელვარდა წარწერა: ,,მამა მიტროფანე სრეტენსკი, 1981—2017".
მაშა ფრთხილად მომიახლოვდა, მუქი კაბა ეცვა და მუქი თავსაფარი ეკეთა, საიდანაც ნაცნობი ქერა თმა მოუჩანდა. ჩვენ ერთმანეთს ჩავეხუტეთ და არაფერი გვითქვამს.