Happy Birthday
თითქოს და დროა უნდა შევეჩვიო,
თუმცა, ვით პირველად, ისე ვღელავ,
ვღელავ სიკვდილივით მაინც თითქოს,
როცა 22 მისრულდება.
ვზივარ შიშით მარტო სიბნელეში,
ჩემს თეთრ იატაკზე წესრიგია,
თუმცა ხან ბაყაყი მიზის მკერდში,
გვერდს ვერც კალიები ვერ მივლიან.
გველთევზაც მიუჯდა ბატარეას,
ვზივარ სპარსელივით, ვიცი უკვე,
რომ აღარ მოხდება არაფერი,
ისინიც ქუჩდებიან, თავს იყრიან,
იციან, საშინლად რომ მიყვარან.
ამბობენ, რა მრგვალი თარიღი ხარ,
რა საოცრება ხარ, ძვირფასო,
წევენ და რეკავენ და რთავენ ყველაფერს
და ჩვენი ზეიმი გრძელდება დილამდე
ჩემო ძვირფასებო, ოქროებო
უფრო ვეხუტები და ვიცოდებ,
ისინიც პასუხად მისურვებენ,
ისინიც მე გულით მიცოდებენ,
იმიტომ რომ საშინლად ვუყვარვარ
ჩავეხუტები, არავინ გვნახოს,
დღეს რაღაც მაინც ვერაა ისე,
მხოლოდ ლამფაა ბუმბულთან ახლოს,
თუმცა ყველაფერს კმაყოფით ვიღებ.
ჩვენ ვცხოვრობთ ცალკე, ნებაყოფლობით,
დაღლილობის და სევდის გარეშე,
ვართ სიყვარულით და გვაქვს კომფორტი,
აჰა, 22 წელსაც ვასველებ.



