უპატრონო ბაღი ჩაქრა...
* * *
უპატრონო ბაღი ჩაქრა,
ვარდს ფუთავდა — კრეფდა ჭინჭარს,
ბარდა გადაიქცა ვაზად,
ეკალიც იქ გაიჭიმა,
სადაც ბალი გაიზარდა.
ტყის ნაგავსაყრელის უკან,
დამწვარ ვაგონების მხრიდან,
ნარკოტიკულ, სერპანტინულ,
გამებს გრამოფონი უკრავს,
ჯოჯოხეთურ საზღვრებიდან.
ყველგან სიმწვანეა მაინც,
ჩრდილთა სამეფოში დათბა,
როგორც პროგრესის მუტანტი,
რამაც ციფრი ნული შთანთქა.
რა მოხდება ოცნებათა,
ჭაობთა და ტყეთა შემდეგ...
ეპოსთა და ლირიკათა...





