მე არ მიყვარან ფრანგები თავიანთი სიძუნწით და ეგოიზმით...


                                                 * * *

მე არ მიყვარან ფრანგები თავიანთი სიძუნწით და ეგოიზმით,
მე არ მიყვარან არაბები ცხიმიანი მზერით და ფანატიზმით,
მე ებრაელებიც არ მიყვარან თავდაჯერებულობით და თავხედობით,
არც ინგლისელები თავიანთი სნობიზმით, სევდითა და გარემოთი,
არც გერმანელები თავიანთი სისასტიკით და უხეშობით,
იტალიელებიც თავიანთი სისულელეებით, უქმად ყოფით,
რუსებიც არ მიყვარან უჭკუობით, უზრდელობით და სულ ლოთობით,
არც ესპანელები თავიანთი სიბეცითა და თაღლითობით,
არ მიყვარს ხალხი ჩრდილოეთის,
მათი პროფესიული შეუთავსებლობით
და სამხრეთელები, რომლებიც სულ გაბრუებულნი არიან,
მთარგმნელო, ეს ლექსი არ გადათარგმნო,
დოლები, ტამბურები არ მიყვარს, აფრიკული ნიღბები, თურქული საბერები,
განა თქვენ კი მოგწონთ ფოლკლორული ანსამბლები,
ფეტმა კითხვაზე, თუ რომელი ხალხს კუთვნილებას ისურვებდა,
უპასუხა: არცერთის. უყვარდა ბუნება.