მოკლე წერილები

                                   
რა სევდიანია საქმრო, თავის საცოლეს რომ ეტყვის:
„უნდა გამოვთიშოთ შუქი, ბნელში ნათებაა მეტი,
დიახ, ის ყველაფრით ავსებს ჩვენს თბილ სხეულებს და სულებს,
უნდა გამოვთიშოთ შუქი, ასე შემთხვევით და უცებ“.
მაგრამ, როცა იგრძნო მანაც ქროლვა სხვა ქართა და ექო,
მიხვდა, რომ ცხოვრება არის მარად ცეცხლოვანი „რეტრო“,
რომ სიყვარულსაც ზოგჯერ ხმა აქვს შუშისა და ღელვის,
რომ მეცნიერება ვნების, მეცნიერებივით სხვების,
არა ჭეშმარიტის ძებნა, არის სახელების ექო
და ლაბირინთებში ხორცის იდუმალებათა ჭერხო.

*
შენი თანამგზავრი მთვრალი საწოლში მხიარული იყო.
ბადე მებადურმა მთვარის შუქზე ჩამოკიდა თითქოს.
რამდენ ხანს იცოცხლა ქვეყნად, როგორ აწამებდა ქალებს,
რომ ამ ბადეებში თევზის ჩრდილებს დაევანათ მალე!
იყო ხან წყურვილის მოკვლა, დაღლა უსახლკარო ხორცთა,
ზოგჯერ ფრინველების ჩრდილი, ბნელი სიღრმეების როკვა,
მათში შეგროვება სულთა, განსაცდელებში რომ წვანან,
მერე ერთ ღამითაც შენთვის მეფის დიდ გვირგვინის დაწვნა.

*
ვერვინ ვერაფრით ვერ შევძლებთ ღმერთთან გამართლებას თავის,
ვერცა სიყვარულით სხვისით, ვერცა ქორწინებით თავის,
ვერცა ცრემლების ღვრით ბევრით მტვრიან და ცარიელ გზაზე,
ვერცა ერთი მუჭა მიწით, საფლავს ტკივილით რომ ავსებს.
როგორც ბავშვი დედის საშოს, ეწებება ბუდეს ჩიტი,
შენს სახეზე სხვათა სხვათა სახეები მოდი-მიდის.

*
შენ წყურვილი გამიმძაფრე ამ შენ მარილიანი წყლით.
სულ დავეძებ ნეტარებას, მაგრამ მერე ამით ვიწვი.
თუმცა მაინც ყველგან ნახავს კაცი ტანჯვის დროს და ადგილს.
დაინიშნა დღე უკვე და ღამე არის პატარძალი...
მათი სიყვარული შეკრა ცეცხლმა ცისფერმა და ფრენმა,
ჩამავალი მზის სინათლე სულ დაფარა თითქოს ფერფლმა,
იმედი მაქვს სამოთხისა, საყვარელო სულ არ ვხუმრობ,
დრო ტრიალებს სამყაროზე უსიტყვოდ და უხმაუროდ.

*
მომაკვდავებს წყლის ჭავლებით განბანენ და გარეცხავენ.
შენი საქმრო ამ სტრიქონებს წაიკითხავს ახლა ასე:
„გარედან აქვს გასაღები კარს დახურულს ოდნავ ღიას,
სახლს სიცივე აკანკალებს, სიყვარულით გული მტკივა»...
ამ კანკალით გაჟღენთილი არის ჩემი ყოფა მთელი,
გამხელილი ტყუილებით, იმედებით მაინც ღმერთის.
შუაღამით ეგ თვალები ირეკლავენ ირმის ნახტომს
და სხეულში იწვის სული, როგორც სამუდამო სატრფო.
ანდა როგორც დიდი ტალღა, თან მრავალი მოსახვევით,
ოღონდ სიკვდილს აღარ ასახავს, ცხოვრობს მხოლოდ ერთი ღმერთით.