გაეცი დალი დეკონსტრუქცია...
* * *
გაეცი დალი დეკონსტრუქცია!
და მერე რაღა? — არც არაფერი.
არასაჭირო ნივთებს ვუზივართ,
ამ ცივ სამყაროს დაცლილ არეში.
ამ მოძველებულ დეტალ-სპილინკებს,
ხან აქეთ ვაწყობთ, ხან იქ გადავდებთ,
ექო ბუნდოვნად და ყრუდ სისინებს,
სიბნელე აძლევს პასუხს თანამდევს.
ამ ხარახურებს ვერ დააწებებ
იჭი-ბოჭოებს ვეღარ აკრიფავ,
ჩვენ მოსაწყენად ისევ ვაგრძელებთ,
მათ დაშლას ასე ნაწილ-ნაწილად.
ვინ თავს აჩვენებს, ვის კი ჰგონია,
სულელს, რომელსაც მართლა არ ესმის,
რომ ეს ხუმრობა მონაგონია,
რომ არ ადგება სიბრძნე არც მერმისს.
და რომ, როგორც ჩანს არსი სამყაროს,
მართავს ჯერ კიდევ ასე თუ ისე,
უაზრო სიტყვებს რომ ლაპარაკობს,
უბრალო ხალხის აზრებს რომ ისმენს.





