ამ ცარიელ პერონს და ცხელ ღამეს ვხვდები...
* * *
ამ ცარიელ პერონს და ცხელ ღამეს ვხვდები,
მატარებელს ველი, ჯერ რომელიც არ ჩანს,
საქორწილო მარშით ციცინათელები,
ციმციმებენ ბნელის მანათებელ ლამპრად.
ციმციმებენ, სუნი ვარდისა და ქლორის,
არის ქრონიკული, თუმც სიბნელე მაინც,
ფოსფორისფრად ბჟუტავს, ისე ფრინავს მტვერიც,
თითქოს თავად ჰაერს უნდა რომ დაიწვას.
აჰა, პროჟექტორმაც გაარღვია ბნელი
და გაუყვა ტრასებს და შუქჩამქრალ შუკებს,
ჩამტვრეული ფანჯრის ადგილსამყოფელი,
რაღაც კავკასიურს ჰგავს ხასიათს უკვე.
როცა უხელბარგოდ ძლივს ვაგონზე შევხტი,
მერე რაღაც ძალით მოვიხედე უკან,
ზღვა, სადგური, პალმა — რაც მოჩანდა ბნელში,
ცეცხლის ალში იყო გახვეული სულმთლად.
ეს სამშობლო იყო თუ დედინაცვალი,
თუ ჯოხებზე მდგარი სახლი ძველისძველი,
თუ ჰომინი ყველით, ჭექა-ელვა ან ცის,
კერპთა ქანდაკება, შორს — ფანჯრებზე მტვერი?..
ის დარჩება ბოლოს, ვინც წავიდა მაინც,
მკურნალობდა ვინც სულს ნოსტალგიის წილად,
არა ქვეყნის, ვარ ამ საუკუნის კაცი,
როგორც მსჯავრდებულმა სეზემანმა მითხრა.
აღარც ვარსკვალვები, ციცინათელებიც,
აღარ მინათებენ ბნელს ბალიშზე დაკრულს,
დილით ვხედავ ჰაერს სურვილების ეშხით,
არ ისვრიან ჯერ და ჩემი მუზაც არ დუმს!





