მე ძეგლი ავღმართე — საგრძნობი ნაკლებად...

                         * * *

მე ძეგლი ავღმართე — საგრძნობი ნაკლებად,
ამპარტავნებისთვის, ქედმაღლებისათვის,
ცოცხალი შვილები ნახავენ ამ კერპს და
ცრემლებს არ დაღვრიან, იციან ვინც არის.
ჩემს შვილიშვილებს კი და შვილთაშვილებსაც,
არასდროს ვნებებში არ გავახსენდები,
იმათ რა იციან, სიტკბოს და დიდებას,
რა ქარში ვახვევდი, რა მწუხარ ლექსებში.
ზაფხულის წვიმავით ქრებიან ჭორები,
ვით ფრენენ მსუბუქი ბეწვები ვერხვიდან,
არა აქვს ლექსიკონს ჭორებზე ცნობები,
არცაა საჭირო უსმინო სხვების ხმას.
მოვკვდები. სუყველა მოკვდება. აპოლონს,
ამ მელოტს მერკური თავისთან წაიყვანს.
არაა არავინ ჩვენთვის დრო გამოყოს,
ჩვენ მათთვის სახელად ლეგიონს დავირქვამთ.
ეს ცუდი სლავები, კაპიტოლინელი
მღვდელი და რითმები — ამაოებაა.
მაგრამ, შეაფასე ეს მუზა, რომელიც
სულ ეპაექრება ცარიელ დროებას