დრო ნივთი არის, თქვა ლონდონელ ანტიკვარელმა...
* * *
დრო ნივთი არის, თქვა ლონდონელ ანტიკვარელმა,
მას სხეული აქვს, არსად მიდის, არ იკარგება,
რაც დიდხანს ცხოვრობ, მით უფრო გრძნობ მის ბრწყინვალებას,
ის არ იცვლება, ყველაფერი იქ ინახება,
თუნდაც მოხარშულ წვნიანისგან ამონაორთქლი,
ანტიკვარებით მოვაჭრესთან შეიფაკლება.
შემოგვთავაზა მან თავისი ძველი ნაქონი:
ოქროს ბეჭედი მობრჭყვიალე ბრილიანტებად,
ეს იმისი დის საქორწინო ბეჭედი იყო,
ახალგაზრდებმა ვერ გათვალეს ვარიანტები,
მალე დაშორდნენ, არც იცნობდნენ ერთმანეთს თითქოს.
კვლავ გვაჩვენებდა საყურეებს საფირონიანს
და ისევ ბეჭედს დიდი მსხვილი აკვამარინით,
ბრინჯაოს კუს და დელფინებთან ჩინელს ფორმიანს,
მაკაგონისგან გათლილ სპილოს, მაგრამ მარინამ
უცებ შენიშნა ის საათი რენე ლალიკის,
ყვავილებით და ფრინველებით ქმნილი მოდერნი,
რაც შეუყვარდა მყისიერად და გადავწყვიტეთ,
რომ განგვეახლა კოლექცია ათასოდენი...
ეს დანახარჯი მათხოვრად არ გადაგვაქცევდა,
მე მეისენის ფაიფურის ფიგურას შევრჩი,
„ისარს ამზადებს კუპიდონი“ — ჰქვია ასე მას,
გამოსჭვიოდა ეშმაკური ღიმილი ქურდის
და იარაღი ბუჩქის უკან გადამალული,
იმ ათას შვიდას და სამოცდაცხრამეტი წლიდან.
ჩვენ არაფერი არ ვიყიდეთ. რაც მე მინდოდა,
ეს სამაგიდო თაბაშირის ევტერპა იყო,
მაგრამ ვერ ვნახე და გავბრაზდი, ნერვი მითრთოდა,
ეხ ნერვი, თორემ ეს ევტერპა იქ გვერდით იდო.
ანტიკვარელი გაგვიბრაზდა. მაგრამ რას ვჩივით?
შემოვიხვიე კაშნე მჭიდროთ, კეპიც მოვზიდე
და შორს წავედით პორტობელოს ცივი გამზირით,
სანამ ყველაფერს საბოლოო ფორმას დრო მისცემს.