აქ ფინეთის საზღვართან ერთ სოფელში ნახავთ...
* * *
აქ ფინეთის საზღვართან ერთ სოფელში ნახავთ,
რაღაცა ორ-სამ აგურს. ღუმელებს და მილებს.
დანარჩენს კი სულ ხეებს და სქელ მორებს დამპალს
და ამ შავი მორებით ამოვსებულ თხრილებს.
შეშა დიდებულივით დამარხულა თოვლში.
კარტავოს და ფანერას ეს სიცივე ბზარავს.
სული დაბნეულია მზადებაში შობის,
რადგან აქ პიონერის ენთუზიაზმს კარგავს.
არა, ის კი არა, რომ ღმერთი არ სწამს. მაგრამ,
როცა სამეზობლოში ყველა ყრუა, ტყუის,
ახლა ურწმუნოებაც სასაცილოდ ჩანდა,
ვით მოროზოვ პავლიკის ბაბუასთან ჩხუბი.





