სამი მზერა

1

ჯერ არა სვამენ ჩარჩოებს ზამთრის —
მაისის დილით ყოველთვის ცივა, —
და უკვე მიწის ქვეშიდან მაინც
ნარცისი იწევს ნახნავის პირას.
თეთრია, როგორც თოვლი და გმირს ჰგავს,
შავ მიწას ათბობს გარემო უცხო,
ნაკვები ნეშომპალით და წყლითა,
ის ფანტაზიას სარეცელს უთმობს.

 2

ოთახი დაცლილ, უკაცო სახლში,
დაშლილ სარკმელთან თუ ახლოს მიხვალ,
ეს იგივეა, დამალვა ჩალის,
მასში ქოქოსის ნახვა თუ გინდა.
ბზარი აქვს სივრცეს, რომელშიც ალბათ,
სიბნელეს მისდევს სინათლე მარდი,
შენი სამყარო ამ ფარდის გაღმა,
შექმენი, ჩასვი სიჩუმე ძაბრში.

 3

წვეთები წვიმის და კონდენსატი
და მაქმანები წითელი, თეთრი,
მთის თაიგული და ბამბა მშრალი,
ნატურმორტსა და პეიზაჟს ერთვის.
ნახევრად ყოფნა, ეს ალბათ არის —
როგორც შესაძლო ჭრილობის დაცვა,
გაწყვეტილია ეს რგოლი ჯაჭვის,
დრო გამჭვირვალე მემბრანას ქარგავს.