სამი შვიდსტრიქონიანი ლექსი
მთაში მსუქანი სხეული,
ირიბად — მარცვლის მარცვლამდე —
ორმწკრივად გადმობნეული,
მერცხლების ჯაჭვში ჩამარცვლეს,
და — ელვისაგან ვნებული —
(თითქოს რო ბოთლში, ამწვანეს)
გაქრა ღრუბელი ეული.
გემშვიდოებები მთაო მაგ,
ქერცლიან ტერასებიდან,
სახურავიდან გადმოვა,
კვამლი რო წითლად დნებისა
(კვამლი კი ისევ კვამლს მოჰგავს,
ძაფებიც დაიწვებიან,
შენ დაიწვები საგრძნობლად).
მშვიდობით მთაო, მშვიდობით,
ფერფლივით ცეცხლი მშრალია,
ქედიდან ბნელში მიმოდის,
მტვერი დამწვარი ალვისა
(დაცემულ მერცხალს ვინდობდი,
ნახევრად სხეულ დაჭრილსა,
სიზმარი ჰქონდა — არვისა).





