ჯოხს დაყრდნობილი ნაკადულთან მოხეტიალე...
* * *
ჯოხს დაყრდნობილი ნაკადულთან მოხეტიალე
დგას და ტირიფი გაზაფხულის ფრთებით წიალებს,
ღრუბლებს კუთხეში მიაფრქვევენ ცად მოუბარნი
და ჰორიზონტზე იკვეთება ცისფრად გუმბათი.
ლოუჩის ყურძნის სამლოცველოს და სელის ველებს,
ჰგავს ეს შუადღე, როგორც შუა საუკუნეებს.
წილადთა ფანტვა შავ ჭილყვავთა ლანდშაფტთა შორის,
ან ხალხი წინ და მარტო ცხენზე მჯდომარე მორთხმით,
მარცხნიდან, ყურძნის ფერდობიდან რომ მიდის მისკენ,
ეს არჩვი ხტის და ხელს ქალწული ზეცისკენ იქნევს.
ანათებს სელი, ცისფრად ბრწყინავს ქერქი და გარსი,
მოხეტიალის სახელი კი სიკვდილი არის.
ტირიფის ირგვლივ მოზეიმე ეწყობა ხალხი
და ერთხმად მღერის, თუმც არ ისმის ამათი ხმა იქ,
ქალწულ-ტირიფი და ვაზებში არჩვია მშვიდად,
ქარი გრძელ სახით უსახელო პოზაში იდგა,
მუსიკა ართავს ნართის სხივებს ოქროსფერ ცაზე,
მოხეტიალე დგას ბალახზე და წყაროს ჩასცქერს.
სახეს სხეული, სხეულს არ აქვს თვალები, კანი,
თუმც არსებობენ საწვიმარის სიღრმეში ტანში,
სამლოცველოში აქეთ-იქეთ ხელს იქნევ ბერი,
ბავშვობიდან რომ ეშინოდა წიფლის ხის-ღმერთის
და ვერც იწამა, თამაშია ცხოვრება მისთვის,
ვეღარც ქალწული გადალახავს ნაკადულს შიშით.
ეს ყველა ოსპი ოქროსფერი გაზაფხულისა
ღრუბლებშია და ქვას სინათლე თუ დაესიზმრა,
წებოვან თიხას ლურჯი ცეცხლი ააკაშკაშებს,
ღამდება, მაგრამ ეს წიფელი არვის ადარდებს,
მხოლოდ ქიმია ფენა-ფენა ღეჭავს დროის სვლას,
ქალი ბორცვიდან ხელებს იქნევს, არჩვი მოფრინავს.





