სონეტი

              
მე სარეცხ მანქანას შაბათობით,
ვრთავდი გამუდმებით, თუმცა საქმეს,
ართულებდა ის, რომ მილის მოხრით,
წყალი ვერ აღწევდა თვის საწადელს.
და მე მომიწია გადამბმელთან,
გორგლის დამატებით ჩამაგრება,
ამ მილს ხელს უშლიდა დახრილობა,
როგორც სხვისი ბედის გარდატეხა.
ოლეგ, ყველაფერი შესაძლოა,
ვამბობ, შენ იქნები სამოთხეში,
ერთხელ ცხოვრებაში, უკვე დროა,
რამე შეგეშალოს და მოკვდები...
ვდგავარ ამ ფიქრების ნაპრალებთან,
არ ვიცი ძაფი ნერვის სად გაწყდება