სხვებს ნუ ელაპარაკები, ახლა უკვე სხვა დროა...

                                  * * *

სხვებს ნუ ელაპარაკები, ახლა უკვე სხვა დროა.
მარტო ნურც მეტროში ჩახვალ, აქ მეორედ არ მოხვალ.
სანამ გზას გადაკვეთავდე თვალით ასჯერ გაზომე.
გასასვლელთან ახლოს დაჯექ, გასვლის შიში არ გქონდეს.

ირგვლივ მიმოიხედავდე, სანათები თან გქონდეს.
წამდაუწუმ შეამოწმე, რამე რომ არ დაგროვდეს.
ზარზე უნდა მიპასუხო, დედაშენი არა ვარ?
ძვირფას ქურთუკს ნუ ჩაიცვამ მაინც სხვის დასანახად.

იატაკზეც გაწექ ხოლმე, თავიც ჩარგე ხელებში.
სხვის სუფრაზე ნუ დააღებ პირს, დამალე ეშვები.
არ წაიღო სხვისი ბარგი და თუ ფრენა გადადეს,
შეეცადე, რომ არ მოხვდე ჭყლეტვაში და გადარჩე.

ნიჩაბს ფეხი არ დაადგა, არ შეცურო სიღრმეში,
მოერიდე სხვის რაციონს, სულ რომ იყო მშიერი,
საბუთებს და ტყვიებს ცეცხლში ნუ ჩააგდებ, იცოდე,
ყველგან ფრთხილად უნდა იყო, ფრთხილად მიმოდიოდე.

შეინახე სანოვაგე, სამალავიც გინდა შინ,
სიმშვიდეშიც სულ ომისთვის სამზადისში იყავი,
ვინც მოგყვება უკან, იმას ზურგიდანაც ხედავდე
და შვილები გაამრავლე, სხვა გზას ნახავ ვერაფერს