შეიძენს ახლა მთელი ევროპა...


                     * * *

შეიძენს ახლა მთელი ევროპა,
ტრანსაზიელი პოეტის სიტყვას,
დამავიწყდება ჩემი სვერდლოვსკი
და სკოლის ეზო ვტორჩერმეტისა.

მაგრამ მე სადაც არ უნდა მოვკვდე,
პარიზში, თუნდაც ლონდონში ბნელში,
დამმარხეთ ჩემი სვერდლოვსკის კორდზე,
მიმოაყარეთ იმ საფლავს ფერფლი.

არა იმიტომ რომ იმათ არ აქვთ,
არტისტულობა, ლამაზი პოზა,
უბრალოდ ჩემი აქაა სადა,
მარმარილო და ვარდების კონა.

იქ ვიტრიოლის ნაცრისფერ თოვლზე,
რომა მთავრდება სამებით სამთა,
სპილენძის თავის ქალები მოხვდნენ,
„პერესტროიკის“ ჯარების მსგავსად.

დე, ვტორჩერმეტმა ილხინოს ბევრხანს,
გვამხნევოს დიდხანს სტვენის ხმამ მისმა,
ქალი, რომელიც არ იყო ჩემთან,
გადაშლის ალბომს და მოწევს დინჯად.

ის გახსნის ალბომს, სადაც სხვა დროში,
ნათელ მომავალს გავეკიდებით,
აქ ჩვენ ცოცხლები ცისფერ ალბომში,
ვართ პოეტები და ბანდიტები.