თარგმანები რუსულიდან
1. მიხეილ ლერმონტოვი
ეგზალტირებული ბიჭი პირველად ხედავს ზღვას
და თავის გრძნობებს საყვარელ ბებიას უზიარებს.
იქეთ გაიხედე, უყურებ იმ გემს?
(ყურის მოთეთრო ცის ფერმკრთალი წყლები)
შეგიძლია მითხრა, რატომ დატოვა მშობლიური პორტი,
რამ მოიყვანა იგი ჩვენს ქვეყანაში?
შენ უბრალოდ წარმოიდგინე: ვრცელი ოკეანე
ყინულის წვიმა ტოვებს გემბანს, მის ფეხქვეშ ცურავს,
მე ვიცი, რომ მათ რაღაც უფრო მეტი მნიშვნელოვანი ამოძრავებს
ვიდრე ეს უბრალო კეთილდღეობაა
არა, თორემ ის არასოდეს დატოვებდა
არც ამ ყურის კვამლიან ნაწილს
არც ამ ასე გვიან ჩამავალ
ჩრდილოეთის მზეს
თარგმანები რუსულიდან
2. ალექსანდრე პუშკინი
ახალგაზრდობა მიდის, იმედები იმსხვრევა;
პირველ სიყვარულზე ფიქრშებში მოდის ნუგეში.
მე უფრო და უფრო ხშირად ვიხსენებ ამ დროს
დროს ჩვენი პირველი ურთიერთობისას
შენს დამაბრმავებელ სიშიშვლეს
შენს ნაუცბადევ სიტყვებს
რა დიდხანს იდგნენ ისინი ჩემს თვალწინ
ამ უბედური ცხოვრების შუაგულში
ამ უზომო დაღლილობის შუაგულში
ამ სხვადასხვა მგრძნობიარე ცდუნებებს შორის
დრო შლის მოგონებებს
სურათები ქრებიან
დავიწყებას ეძლევა ხმის ინტონაცია
მიზიდულობა სუსტდება
მაგრამ სიყვარული, ცვლილებათა მიუხედავად
რჩება თავისთავთან ნაოჭთა სიღრმეებში
შუაღამის მტკივნეულ გულისცემაში
წარსულ მშვენიერებაზე მწარე სიზმრებში.
თარგმანები რუსულიდან
3. ფედორ ტიუტჩევი
საგაზაფხულო გასეირნება ერთ-ერთ საიმპერატორო ბაღში;
წლითი წლით მძაფრდება ტკივილი გარდაცვლილი საყვარლისა.
აი ისევ დავდივარ გაზაფხულის საღამოს ამ ხეივანში
მზე ჩავიდა, დაუმდნარი ყინული სიცივეს აფრქვევს
შეხედე: ყველაფერი ისეა, როგორც მაშინ
როცა ერთად ვიყავით
სულ უფრო ბნელდება
შორს ნელ-ნელა ინთება შუქი
შეხედე: ოდესღაც ეს ჩვენი სამყარო იყო
და ჩვენ ჩვენებურად გვიყვარდა იგი
ხვალ შენი გარდაცვალების წლისთავია
დღე ლოცვისა და მწუხარების
შეხედე: ჩვენი ტანჯული სულები
ისევ ერთად დახეტიალობენ ამ პარკში
თარგმანები რუსულიდან
4. ოსიპ მანდელშტამი
ოჯახურ შემოსავალს მოკლებული და გადარჩენისთვის
ბურჟუაზიულ მეთოდთა არმცოდნე, ოცდაათი წლის
ინტელექტუალი თანდათან იწყებს გონების კარგვას.
აღარ მახსოვს რამდენ ხანს ჟღერს
ჩემში ეს მელოდია.
ის არის ისე შეუპოვარი და აუტანელი,
როგორც სისხლით გაუმაძღარ კოღოთა გმინვა.
ვუკიდებ ასანთს, რომ დავინახო:
ჩემს გვერდით ძაან მძიმედ სუნთქავს ღამე მწუხარე
მას ვერ უბიძგებ, ძვრასაც ვერ უზამ
ჰაერიც ისე დაგროვდა, მახრჩობს
თითქოს სახეზე ბეწვი რამე გადამეფარა
მინდა მისი ეს სქელი გემო,
რომ გავარღვიო და მოვისმინო
მოვისმინო კაპილარებში როგორ ჟონავს ხმელი ბალახი,
როგორ დის სისხლი ვარდისფერი
ამ ძილნარევ თივასავით
აშლილ სივრცეში.
თარგმანები რუსულიდან
5. ბორის პასტერნაკი
დილით დაბრუნებული საყვარელი ადამიანისგან,
პოეტი კიდევ ერთხელ სიხარულით განიცდის მომხდარს.
რა სასწაული ქარბორბალა
დაგვეცა ამაღამ
თითქოს ფანჯრები
სანახევროდ თოვლმა დაფარა
შენ მაგიდაზე სანთელი დადგი
და ცეცხლის ალმა
ჯადოსნური ჩრდილები
მოხატა ჭერში
როგორც გაგრძელება
მაგ გრძელი თითების
როგორც ტალღები
მაგ გაშლილ თმისა
შენ შეგიძლია
ტანზე ასე ლამაზად გახდა:
მსუბუქი დარტყმით
იატაკზე ფეხსაცმლის სროლა
და ახლა უკვე შენით მფუთავ
ვით სუფთა თოვლით
ვიდრე ორპირი
მაგიდაზე სანთლის ალს არხევს
თარგმანები რუსულიდან
6. ანონიმი
უცნობი დამწყები პოეტი ცდილობს იპოვოს თავისი თემა და თავისი
ინტონაცია; ეტყობა ბევრი წინამორბედისა და თანამედროვეს გავლენა.
თავში ისევ ცეცხლია და რის ნახვა მოვასწარი მე რეალურად
ზაფხულში მოუთიბავ მინდორზე, უეშმაკო ყვავილებისა უჩინარ პეპელათა
შემოდგომისას სიკვდილისკენ მიმავალი ფოთლების ქროლვა
ტაიგისა, აბლაბუდის ქსელში რომ გიხვევს სახეს
და რა ვიცი მე მომავალი ზამთრის შესახებ
გარდა იმისა, რომ აზრი არა აქვს
როცა არასდროს არ კარგავს იმედს ყველაფერს ისმენს
ძლივს გასაგები ზაფხულის რიტმში
რაღაც-რაღაცებს ჩავუარე გვერდი ირიბად
ფეხებამდე დაშვებულ თვალებით და დამსხვრეული ჩემი წარსულით
უიმედო იყო ცდა ამ ნაბიჯებით
წლების მანძილზე მიმქრალი ხმა გადამერჩინა.
თარგმანები რუსულიდან
7. ბალკანური სიმღერა
ვზივარ ვილნიუსის კაფეში და ველი ახალგაზრდა ბულგარელ პოეტ ქალს დოსტენ ანგელოვას,
რომლის ლექსებსაც ვთარგმნი მის მიერვე გაკეთებულ ბწკარედებიდან.
თითქოს
რამდენიმე სიტყვის კომბინაცია
ალბათ შემთხვევითი
(დიახ საკმარისად შემთხვევითი)
და ფანჯარა ფარდითაა დაფარული
წვიმისა და გაყვითლებული ფოთლებისაგან
(მათი ცეკვა, რა უცნაურიც არ უნდა იყოს,
საკმარისად ენერგიულია)
ასეთები ჩვეულებრივ
მუსიკალური რეპლიკები არის ხოლმე
(სხეულის პარტიტურის
რიტმული ნახატები)
ეს მოცემულობა
ახლა (რატომ?)
საკმაოდ საკმარისია
როგორ ბოლომდე
აკმაყოფილებს
(ათრობს, აძინებს)
ეს მელოდია
უპირობოა დანებება
და შეგიძლია ბევრ რამეში
რომ დამარწმუნო:
ეს მოქნილი გველია
რომ მოცოცავს ფანჯრის ღიობში —
მზად ვარ მღელვარედ
დავუწურო შავი მუხლები
მაგრამ არ გითქვამს
როგორ მოვექცე
ამ ცივ არსებას
თარგმანები რუსულიდან
8. ავტორიმეიკი
მე ჩემს ძველ ლექსებს ხელახლა ვწერ, რომ გადავლახო
შემოქმედებითი კრიზისი.
ალბათ უკვე მეათასედ გავლილმა ერთსა და იმავე გზაზე
(მზე ჯერ კიდევ მაღლა იყო, თუმცა უკვე საღამო იდგა)
უცებ ამ სველი საშვილოსნოს სუნი ვიგრძენი
ნორჩი სხეულის სუნი
(საოცრად სუფთაა ხეების ძირში შემორჩენილი თოვლი,
რის გამოც ზოგჯერ ცივა კიდეც)
და უცებ მივხვდი რომ თავი დავკარგე
კონკრეტულად კი რის თქმას ვაპირებდი?
რისას და ამის: ველაპარაკო ადამიანს
ჩემი წარსულით და აწმყოთი ჩემივ ლექსებში
მკაცრი ხაზებით: არანაირი კონფორმიზმი ფლეიბოლური
(სიტყვათა ექო მათი საშინელი მნიშვნელობის გაუცნობიერებლად)
როცა სრულიად დაბნელდა
მდინარესთან მივედი
თუმცა, ტყუილად
რადგან ის კვლავ
ყინულით იყო დაფარული
თარგმანები რუსულიდან
9. გავრილ დერჟავინი
გულის შეტევის შემდეგ;
სიკვდილის შიში ცოტა ხნით იკლებს.
დროის შეუჩერებელი და ნელი დინება
ბუნდოვანს მხდის და
ჩემთან ერთად იშლება მასში
ენის ხსოვნა ჩემი ხალხისა, მისი ღმერთების, მისი გმირების
როგორ იქნება ეს ყველაფერი, მარადისობის ოკეანეს რომ შეერწყმება?
ჩამოსული ფოლკლორისტთა ჩანაწერები
ბიბლიოთეკებში დაობებული წიგნები
სულის შემზარავი სიმღერების პენტატონიკა?




