ამ ჩვენი დროის მსუბუქ ოქროზე...
* * *
ამ ჩვენი დროის მსუბუქ ოქროზე,
მღეროდა თუჯის კუთხის ბოლოზე,
და მწიფდებოდა შიშველ ყურებით,
და ირხეოდა დილის ნისლებში,
სადაც შიშველნი იდგნენ ჩრდილები,
და აბეზარი კალის ბუზები.
ფერმკრთალ ზღურბლიდან როცა გავდივართ,
ხაჭოს თაობებს ვხედავთ მაღლიდან,
დანაოჭებულს და უკვე დაშლილს,
ვაგონის მძღოლი ცრემლებით დადის,
მშრალ ფხვნილში შედის ძველი ტრამვაი,
მაისის თოვლი მოდის ფარფატით,
მოსავლის სუნი ასდის რაც არის.
ჯერ სამშობლოზე ყველა სიმღერა,
არ უმღერიათ — ნამჯა ირევა,
ნამგალიც აღარ უკრავს ნაღარას.
როცა რიჟრაჟის ნისლში შევდივართ,
ტრამვაი ყვირის, თავის ეშხშია,
უკან ვაგონში ჩვენ ხომ არა ვართ?
ვდგავართ შუბის ქვეშ ცივი გროშებით,
ქარში გახვეულ ტილოს ხონჩებით,
ჩვენ ამ თოვლიან შუა მაისში,
გვქონდა გზა სწორი და პირდაპირი —
თუმცა მწერალმა ზეცის წიგნიდან,
გვერდები თრთოლვით ამოიგლიჯა,
შეკრთა მცელავი, თესდა ნამჯისთვის.



