სახლებზე, სახლებზე, სახლებზე...
* * *
სახლებზე, სახლებზე, სახლებზე
ცისფერი ღრუბლები კიდია —
ისინი სულ ჩვენთან რჩებიან
და არსად არასდროს მიდიან.
მხოლო ორთქლს, ლურჯ-თეთრი ალებით,
ქვის ლოდი გულ-მკერდზე გაიფენს...
არასდროს ჩვენ არსად დავლპებით,
ჩვენავართ ძლიერნი გრანიტზე.
დაიმსხვრნენ, დე, ჩვენი ჭურვები,
ცხოვრების ეს გეომეტრია,
მოდი და მაკოცე ტუჩებში,
აქ მოდი, მითხარი, ჩემი ხარ.
და როცა ერთმანეთს დავტოვებთ,
შენ მაინც წაიღე ის ფრთებით,
თეთრ-ლურჯი ეს ორთქლი, მარტო ეს,
ეს თეთრი, ეს ლურჯი, ცისფერი...




