ტაძარი არკადით
სუდაკის ციხესიმაგრე, მთავარი
კარიბჭიდან - მარცხნივ - კედლების მხრებამდე -
და მაღლა, ეს არის პირველი დამთვარიელებლისთვის
არაფრით გამორჩეული,
სვეტის ხახაში დაფჩენილი კბილივით,
პაწაწინა რვაკუთხედის ქვეშ,
ერთადერთ და ნახევარსფეროიან გუმბათით - სახლი უფლისა, სადაც რიგ-რიგობით
გახსნილი ბაგეებით მშვიდობის მლოცველნი
ერთამნეთის მიყოლებით დგანან ტალღების პირას:
აზვირთებულ სტეპებიდან
მუჰამედის მცნებათა კანონმორჩილნი,
გამოკვეთილი გალობით „Ля илляха илля-Лла“;
ლიგურიის უფსკრულებიდან მომავალნი
ხელოვნების მქადაგებელნი
თავის მკაცრად გამოკვეთილ „Патэр ностэр“ -თი,
მკვდარ ზმნის ფორმებს რომ იმეორებენ;
მიწის შორეული დევნილები ,
საყვირთა თანხლებით რომ გაჰყვირიან
„Шма Исраэль“-ს, რომლის ასო-ბგერა
ყველასთვის ცნობილია;
დამპყრობლები სახმელეთო სივრცისა
და ზღვისა, „მამაო ჩვენოს“ მღაღადებელნი,
მინდობილნი დროშებს და კაკვებს;
მარტინ მრისხანეს წმინდა წერილთა
პირდაპირი მემკვიდრენი „Фатэр унзэр“ - დან;
პატივი ერთბუნებოვანების უზენაესობისა,
ნოეს უძველეს ბურჯთა გარემოცვიდან
გამოსული იუდოლები, „Хайр мэр“ -ის
ქადაგებენ და შემოაქვთ მწუხრი,
რომელიც მდაბალ გონებას არ ექვემდებარება, -
ოდესღაც ყველანი იყვნენ აქ, ახლა კი -
რვიდან რვამდე გაღებულ მუზეუმში,
სადაც ხატები, მიჰრაბი და კედლებზე სხვადასხვაენოვანი
წარწერებია, შესვლა თავისუფალია
და ყველას ლოცვას ერთნაირად ისმენს უფალი
სამყაროში მიმობნეულ კაცობრიობისას.




