ეუბნებოდა: მადლობა დიდი, რაც შენ მომეცი და თუ კი მომეცი...
* * *
ეუბნებოდა: მადლობა დიდი, რაც მომეცი და თუ კი მომეცი,
ჩემში დავნერგავ და დაგიბრუნებ უკან, რომელიც არის ღვთიური,
მადლობა ღმერთს, რომ ეს სტრიქონებიც, თუმც სტრიქონებიც გვერდზე რჩებიან,
შენგან როდესაც დროგამოშვებით ჩვენი ბავშვები იბადებიან.
ეუბნებოდა: რომ შენთვის მქონდა ჩაფიქრებული სემინარია,
მსურდა ტაძარში შენი გაგზავნა, რაც არასოდეს არ გინატრია,
თუ მიიღებ და შეეგუები, თავს ნება დართე ღმერთს ემსახუროს,
აგერ ჩემს სახლთან მტრედი ტრიალებს და საკრალური ფრთებით ხმაურობს.
აგერ ბატონო, ესეც აღწერა, ესეც მსვლელობა ვირის თანხლებით,
— მე გავცემ, გავცემ, — ვყვირი სიზმარში, ვყვირი ცეცხლში და თრთიან ძარღვები,
ვარსკვლავი არის მოწმე ყველაფერის და თვითმხილველი ბოლო რინდ ვისა,
სასჯელზე მძიმე ხშირ შემთხვევაში, თავად სასჯელის მოლოდინია.
ბოლოს აწია თავი დაღლილმა და ძილ-ბურანში ამოიკვნესა,
შენ შემიწყალე ღმერთო, მაღალო, ცოტა განვრისხდი, ბრაზმა მიხელა,
აბა მაჩვენე შენი სამოთხე, როგორი არის შენი ედემი?!
აღარ წამართვა, შენ გევედრები.
და ის ელოდა, დიდხანს ელოდა, სანამდე მასთან გამოგზავნიდა.
ბრბო მიიწევდა მთავარ ჭიშკრისკენ, გამოდიოდა ყველა კარიდან.
აჰა, აღსრულდა, აი სხეული თავისუფალი დაბლა ეშვება,
მას მოეჭიდა, მაგრამ რას ხედავს, ახლოს არ უშვებს, ის არ ნებდება.




