ივანის გოგო, ივანის დედა
(ამონარიდები ნარკვევიდან)
სამზარეულოს ფანჯარა ზუსტად სადარბაზოს კარის ზემოთ იყო, კარისა რომელიც ყოველ გაღებაზე და დაკეტვაზე ხრინწიანი ხმაურის ხმას გამოსცემდა. იმ აუტანელი ლოდინის მდგომარებაში, რომელშიც თამარა ივანოვნა გახლდათ კარის ხმას, ბინის ნებისმიერი წერტილიდან გაიგონებდა, იმ, კუთხის ოთახიდანაც კი, სადაც ქმარმა უკვე დაიძინა, მაგრამ უკვე რამდენიმე საათია დგას ფანჯარასთან იმ დაჭიმული სიმივით, თითის შეხებას რომ ელის. მაგრამ, მინის მიღმა სიჩუმე იყო და უკუნი იდგა. სადარბაზოსთან მბჟუტავი ნათურის მკრთალი შუქის ლაქა ოდნავ სწვდებოდა დაბალი, ლითონის ღობით შემოფარგლულ, ბებერი ალვის ხეების ფართოდ გაშლილ ტოტებში, როგორც კარავში შეყუჟულ საბავშვო მოედანს. არავინ ამ გარინდებულ და გაშეშებულ წრეში არც შესულა, და რა თქმა უნდა, არც იქიდან გამოსულა. თამარა ივანოვნა ისე დაძაბული იყო რომ, თავადაც უკვირდა ამ შინაგანი შიშისგან ამდენი ხანი რომ არ დაიფერფლა და, ნებისმიერ ჩქამს, ან მოძრაობას, აუცილებლად შეამჩნევდა. მაგრამ არა ყველაფერი გარინდული და გაშეშებულიყო. სახლებით დაფარული ქუჩიდან პირველი პერიოდი, ჯერ კიდევ ისმოდა მანქანების ძრავის თუხთუხი, თითქოს, დაგვიანებული ფრინველები თავიანთი იალაღიდან ბუდეებს უბრუნდებოდნენ, შემდეგ კი, იქაც,ყველაფერი ჩაკვდა.
ღამის, ყველაზე მიყრუებული პერიოდია, ალბათ სამს უკვე გადასცდა.
ქმარს სძინავს. მაინც, რა სხვადასხვანაირად არიან მოწყობილნი ბუნების მიერ, დედა და მამა, განა ახლა ის შესძლებდნენ მშვიდად დაძინებას? კი ბატონო, შვილებში მამის ნახევარი კი არის კიდეც, მაგრამ ეს ნახევარი, გაცილებით მცირეა დედის ნახევართან შედარებით, მუცლით ტარების გარეშე, და თანდაყოლილი, ნაყოფის შენში მყოფობის იმ მარადიულად უცვეთელი შეგრძნების გარეშე, დედა რომ გრძნობს და განიცდის. მშობიარობის მომენტში, როდესაც ის შობს პატარა ბავშვს, რომელიც შემდგომში დიდ, ზრდასრულ ადამიანად უნდა იქცეს, ტკივილებში და კრუნჩხვებში, ბოლომდე ვერ უშვებს მას გარეთ: საშოს კედლებს შეზრდილი, ბავშვის, ნაყოფის რაღაც, დღემდე ამოუცნობი ნაწილი ამ კედელს შესისხლხორცებული, სამუდამოდ რჩება დედაში. ახლა თამარა ივანოვნას განა მარტო გული ტკიოდა, ის ერთ, ტკივილის ნასკვებით შეკრულ ბურთად ქცეულიყო, ყველაფერი მოწამეობრივად ძნელი გამხდარიყო. რაღაც შიგნიდან კაწრავდა მის სხეულსა და სულს, კაწრავდა და ერთი სიტყვა კვნესად გადმოდიოდა გაერთ. სვეტკა, უხმოდ გაჰკიოდა დედა...
საღამოს, როდესაც ეს წამება დაიწყო, ანატოლი, მეუღლე, სახლში ჯერ კიდევ არ იყო. მან იცოდა რომ ქმარი დიომინთანაა. რაღაც საერთო საქმე აქვთ წამოწყებული, რომელიც აგერ უკვე ერთი თვეა წინ ვერ წასწიეს და ჯერ კიდევ ლაპარაკის დონეზეა. ინიციატორი რა თქმა უნდა დიომინი იყო, რომელიც უფრო მეტად მიზანდასახულია და ახალ დროებასაც უფრო მორგებული. ის მაშინვე, როგორც კი ძველი ცხოვრება, ისე დაეშვა მაღლიდან ქვევით ზვავივით, ხმაურით, კოტრიალით, ყველას და ყველაფრის მიმოფანტვით, წავიდა ავტობაზიდან, რომელშიც დიდხანს იყო ნამუშევარი მომარაგებაში. სადაც გაიცნო და დაუძმაკაცდა ანატოლს. წავიდა და ახლა, სადღაც ცენტრალურ ბაზარზე თავისი კიოსკი ჰქონდა, რომელშიც, ელექტრონათურით, საღებავებით და სათადარიგო ნაწილებით დაწყებული, ნამდვილდ არ ვიცი რით დამთავრებული, ყოველგვარი წვრილმანით ვაჭრობდა. ანატოლი კი ჩარჩა ავტობაზაში, რომელსაც ოცი წელი შესწირა, სულ უფრო იშვიათად უწევს რეისებში წასვლა და ისიც არაფრის მაქნის რეისებში, უკან მოდის, თქმაც კი უხერხულია, ხან შეშით და ხან ფუნით დატვირთული, ხან სულაც ცარიელსაც უწევს დაბრუნება. ითმინა, ითმინა და. იქამდე მოითმინა რომ, ახლა საერთოდ უპირებენ გამოშვებას. მოთხოვნილების არ ქონის გამო, იმ მიზეზით რომ შენ გამოუსადეგარი გახდი, დაუნდობლად ხდებოდა არა მარტო სიცოცხლის ნაწილის, სულის ნაწილის მოკვეთა: თამარასაც იქ, ავტობაზაში შეხვდა, რომელიც, სამი წლის განმავლობაში მამაკაცებთან ერთად ატრიალებდა საჭეს.
თამარა ივანოვნამ მას, საღამოს თერთმეტი საათის შემდეგ მიაგნო დიომინთან. მანამდე კი გადავიდა სვეტას დაქალ ლუსიასთან, რომელიც, რომ არა მისი პატარა ბალიშებივით ლოყები და თოჯინასებრ გამოხედვა, გაცილებით ასაკოვანი ქალი გეგონებოდათ. ამ მისი სახით, ერთდროულად შეშინებულის შთაბეჭდილებასაც რომ სტოვებდა და აღტაცებულისასაც, ვერ მიხვდებოდი სიმართლეს ამბობს ის თუ ტყუის, როდესაც გეუბნება რომ, სვეტა მან დღისით ნახა და მერე არ შეხვედრია. ნახა, როდესაც ისინი ლიდა ტოპოლთან ერთად ბაზარში იყვნენ მისულები, სამსახურის საკითხის გასარკვევად. სამუშაო არ გამოჩნდა და ის წავიდა, გოგონები კი, სავაჭრო ცენტრთან დარჩნენ. წასვლისას დაინახა, რომ სვეტასთან და ლიდასთან ჯინსებში ჩაცმული, კავკასიური იერის ახალგაზრდა მივიდა.
კიუსასთან მისვლაში ერთადერთი ხეირი ის იყო, რომ მან ლიდას მისამართი მისცა, რომელიც მოშორებით, მიკრორაიონში ცხოვრობდა.
აი, ამის შემდგომ, სახლში დაბრუნებულმა დაურეკა ანატოლს და ყოველგვარი ეჭვის გარეშე უთხრა, რომ, სვეტა დაიკარგა. ასეთი რამ, რომ იგი ცხრა საათზე გვიან დაბრუნებულიყო, ჯერ არც არცერთხელ არ მომხდარა. ეს დრო გახლდათ მისი ნორმა და ცხრის შემდეგ ის, თავისი ნებით არსად დაყოვნდებოდა. ვანიას, რომელიც სვეტაზე ერთი წლით უმცროსი იყო მეტი უფლება ჰქონდა, ის ზაფხულობით ზოგჯერ, ისევე როგორც ახლა, შუაღამემდეც არ შემოდიოდა სახლში, მაგრამ ეს ფაქტი არავის აღარ ანერვიულებდა და მით უმეტეს არ აშინებდა. ბიჭია და, ეს სულ სხვა რამეა — გოგონა კი, თექვსმეტი წლისა, საკმაოდ სიმპატიური, ჯერ კიდევ, არც თუ ისე მდგრადი, ცნობისმოყვარე, რომელმაც ერთხელ უკვე სწორი გზიდან გადახვევაც კი მოასწრო, აი ეს უკვე სულ სხვა რამაა. სკოლში ის ადრე, ექვსი წლისა წავიდა, მეცხრე კლასის დამთავრების შემდეგ კი, ახალგაზრდული თავქარიანობით დაავადებულმა ჩათვალა რა, რომ, სწავლა საერთოდ არ წარმოადგენს აუცილებლობას, სკოლა მიატოვა, წავიდა გამყიდველთა მომზადების ცხრათავიან კურსებზე სასწავლებლად და მიაჩნდა რომ, ასე უფრო ახლოს მივა ლამაზ ცხოვრებასთან. დაამთავრა ეს კურსები, მაგრამ, იმიტომ რომ ის ჯერ კიდევ არასრულწლოვანია, სამუშაოდ არსად არ აჰყავთ. ახლა იმ თავის მეგობარ გოგონებთან ერთად რომ სწავლობდნენ კურსებზე, დადის ბაზარ-ბაზარ, იხვეწებიან მოვაჭრის ადგილს, რომ ვიღაცის საქონელი უფრიალონ მყიდველს თვალწინ.
აი, ასეთი მდგომარეობაა. ანატოლი დიომინისგან, დიომინისავე მანქანით დაბრუნდა. თამარა ივანოვნა, რომელიც ადგილს ვერ პოულობდა, ასევე იდგა სამზარეულოს ფანჯარასთან და იქიდან ხედავდა, როგორ მოსრიალდა ჟიგული ბუნდბუნდში, ვიწრო, ორმოებით მოფენილ ქუჩაზე, ანატოლი გადმოვიდა და დიომინს ელოდა, აშკარა იყო, რომ არ უნდოდა მშობლიურ ბუდეში მარტო ამოსულიყო და იქ მეუღლის შეშინებულ, მაგრამ მომთხოვნი გამომეტყველების გამოხედვას შეხვედროდა. მაგრამ, თამარა ივანოვნამ მაინც შვებით ამოისუნთქა როდესაც დიომინი დაინახა. მასთან, რატომღაც უფრო იმედიანად გრძნობდა თავს. დიომინი გადმოვიდა და კუზიანივით წინ წახრილი, მკლავებ ჩამოშვებული, აი იმ პირველყოფილი ადამიანივით, სასკოლო წიგნებში რომ ხატავენ ხოლმე, სადარბაზოში პირველმა შემოაბიჯა. ხოლო როდესაც ღია კარებში შემოსულმა თამარა ივანოვნას გაფითრებული სახის დანახვით დაასკვნა, რომ გოგონა ჯერ კიდევ არ გამოჩენილა, ხმადაბლა, ცოტათი ჩახრინწული ხმით სთქვა:
— ნუ პანიკიორობ, ადრეა პანიკის ატეხვა, ჯერ კიდევ საბავშვო დროა. მაგრამ, ყველა მიხვდა, პირველ რიგში კი თვითონვე რომ, ეს იყო არაფრის მთქმელი, ზედმეტი სიტყვები.
სახლში ვანია დატოვეს, თან დაუბარეს, მათ დაბრუნებამდე არ დაწოლილიყო და ტელეფონთან ახლოს ყოფილიყო.
თავად, რა თქმა უნდა, მანქანით წავიდნენ.
ღამე იდგა თბილი, მოღვენთილი, ბნელი, ეტყობოდა რომ, გაწვიმდებოდა. გამვლელ-გამომვლელები თითქმის არ იყვნენ, მაგრამ სამაგიეროდ, იგრძნეს რა თავისუფლება, ქშენითა და საყვირების ჭყივილით მიმოქროდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან. ბოლო ორ, სამ წელიწადში ჩამოყვანილი უცხოური მანქანები, თითქოს იმისთვის ჩამოიყვანეს, რომ აქ რბოლები მოეწყოთ. და ახლა ეს რბოლები მიმდინარეობდა ყველგან და ყველაფერში — ჭინჭებსა თუ ტყავეულობაზე, ჩაიდნებზე და ტაფებზე, სტაფილოსა და კარტოფილის თესლეულობაზე, ბავშვების სწავლებაზე და პროფესორების გადამზადებაზე, სასიყვარულო გართობისა და სახალხო თავშესაქცევების მოწყობა გამართვაზე, ჯიბით სატარებელ ნივთებსა და თვითმფრინავის სათადარიგო ნაწილებზე, ქუჩის რეკლამასა და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე, პოლიტიკურ ლექცია მოხსენებებზე. ყველაფერი ერთდროულად მოზღვავდა და ყოველივე სამამულო, შინაური სანაგვისკენ მოისროლა. ერთადერთი, დაკრძალვის წესები არ შეცვლილა, კრძალავდნენ და მარხავდნენ ძველებურად. ოი, რა ხშირად დაიწყეს დაკრძალვა, ეკლესიიდან, წესის აგებით: წინ, გაკეთებულ ელვისებურ ნახტომთან ერთად ხდებოდა ცხოვრების მოწყობის თითქმის დავიწყებული წესებისაკენ ფრთხილი, შიშნარევი შეგრძნებით უკან ჩაჩოჩდება, რომელიც უცილობლად მთავრდება დაკრძალვით. გეჩვენებოდა რომ ისინი თანაბრად არიან — ერთნი, ფარვანა პეპლებივით სულ უფრო და უფრო ახლოს რომ მოფრინდებიან ხოლმე ამ, აგიზგიზებულ ალთან, წარმატებული ცხოვრება რომ ჰქვია და შეუძლია დაუნდობლად დაგხრუკოს, და მეორენი, თხუნელებივით ღრმად და უფრო ღრმად რომ ძვრებიან მიწაში.
ჩუმად, უსიტყვოდ მიემგზავრებოდნენ, მხოლოდ დიომინი წაიბურტყუნებდა ხოლმე რაღაცას თავისთვის დაბალ ხმაზე, როდესაც უცხოური მანქანა გზას ჩაუჭრიდა, ან შემხვედრი იმ მანქანის ფარები მოსჭრიდნენ თვალს, მძღოლმა რომ ახლო შუქზე გადართვა არ ჩათვალა საჭიროდ. ჩასცდნენ ცენტრს, ძველი ხიდით ანგარა გადაიარეს, მარჯვნივ მოუხვიეს და აი ქალაქიც უკან მოიტოვეს. ორივე მხარეს საგრძნობლად ჩამობნელდა. თამარა პეტროვნა, რომელიც უკანა სავარძელზე იჯდა, წინ გადმოიხარა, თავი შეაბრუნა და ასე აკვირდებოდა სარკიდან ცას, რათა ვარსკვლავები დაენახა. ისინი არ ჩანდნენ, შორს, მაღლა ქალაქის განათების ანარეკლიღა ეტყობოდა რუმე სივრცეს. თამარა პეტროვნამ ვერ დაინახა რა ვარსკვლავები დაიწყო იმის გახსენება, უყვარდა თუ არა ადრე, როცა ვარსკვლავებს დაინახავდა, რაიმეს ჩაფიქრება, მაგრამ ვერაფრით აღიდგინა, თითქოს იგი თავად ორ ,,მე’’-დ იყო გაყოფილი და ამ ორ, სხვადასხვა სიცოცხლეს შორის კავშირი გაწყვეტილიყო.
დიომინმა მისი ეს მოძრაობა თავისებურად აღიქვა და იკითხა — ძალიან ნელა ხომ არ მივდივართ?
...
გათხოვებდე თამარა პეტროვნა არც თუ ისე იშვიათად აკვირდებოდა საკუთარ თავს სარკეში გაკვირვებითა და ერთგვარი აფორიაქებით. უფრო მეტად გაკვირვებული და აღელვებული ფიქრობდა ის თავის თავზე. სოფელში მათი ოჯახი ცხოვრობდა დიდ, ხუთ კედლებიან სახლში, რომელიც ღრმად იყო შეჭრილი საკუთარ ეზოში და ამ სახლში ქალიშვილს უკანა სათავსი ეჭირა, რომელსაც კარგა ხანი კარი არ ჰქონდა და მის მოვალეობას ფარდა ასრულებდა. მამამ თამარას ქალაქში გამგზავრებამდე, მხოლოდ ორი წლით ადრე დაკიდა კარი და სათავსმაც ოთახის სტატუსი და ფორმა მიიღო. შიგ შეიტანეს ნაწილობრივ გადაქექილ-გადატყავებული ტრიუმო, რომელიც ერთ დროს ალბათ ლამაზადაც გამოიყურებოდა და მიუხედავად თავისი ამჟამინდელი შესახედაობისა, მოვალეობის შესრულებას მაინც ახერხებდა. ძილის წინ თამარა კარს მიკეტავდა, მქრქალი სარკის წინ ღამის პერანგს აიწევდა და იმ გაათმაგებული ინტერესით აკვირდებოდა თავის თავს, რომლითაც ამას აკეთებს ყოველი გოგონა, რათა დაიჭიროს ის ცვლილებები, რომლებიც მის სხეულში და სხეულზე ხდება და ქალობის მოახლოებას იუწყება. საკუთარი თავი არც თუ ძალიან მოსწონდა: არც ისე მაღალი, მკვრივად ჩამოსხმული, აწურული მხრებით, ძლიერი, დაკუნთული ფეხები ცოტათი, გრძელები მაინც რომ იყვნენ და საერთოდ ოდნავ მაინც რომ შეიძლებოდეს მისი სიგანეში გაჭიმვა. მას წარმოედგინა რომ ქალი რაც უფრო მაღალია, მით უფრო ახლოა მზესთან, ისიც მეტი სითბოთი და მოფერებით აჯილდოვებს მასთან ახლოს მყოფებს და საერთოდ ქალის ნებისმიერი უჯრედი უნდა გაგონებდეს ჭვავის, ზეაზიდულ და მომხიბვლელ მარცვალს. მაშინ ისინი უფრო მეტად მგრძნობიარენი, ნაზები, სიხარულის მომგვრელნი და სასურველნი არიან.
იმ ფაქტს რომ, მაღალი ვერ იქნებოდა, კარგა ხანს ვერ ურიგდებოდა. მაგრამ, ვერც „თვითგვემას“ მიეცემოდა, ამიტომ, გარკვეულ ზომებს იღებდა, რაღაც, თავისივე, სახელმძღვანელო გეგმა შეიმუშავა. და ახლა, ეს სულაც არ აღელვებდა, როდესაც დედიშობილა უახლოვდებოდა სარკეს. ეს ხდებოდა პირველი შეხედვით, სარკეში შესვლის მომენტში. აი, შევიდა, ნაზად იზელს სხეულს და დაიწყო საკუთარი თავის შეცნობა, უკვე მზადაა, თან განივი მოძრაობებით ეფერება სხეულს და ამავე დროს თვალები აქვს მილულული. ღმერთო, რა კარგად გრძნობდა თავს ამ მომთენთავი მოლოდინის წამებში. თითქოს გვერდებში გრძნობს ნელი, თბილი ტალღების ნაზ მიშხეფებას და მოფერების სიამეს, ზევიდან ქვევით ეშვებოდა მომხიბვლელი, ჯერ არ განცდილი ტკბილი შეგრძნება, აღვიძებდა რაღაც სიღრმეებს და აგვირისტებდა უცხო სივიწროვეში, მერე ისევ იფურჩქნებოდა და ახლა უკვე გაბედული მოფერებითა და საგრძნობი შეხებით, თამამად მიიწევდა ქვევიდან ზევით. იქ უკვე ყველაფერი იძაბებოდა, გაირინდებოდა, ჭავლებად გადმოიფრქვეოდა. სუნთქვა, თითქოს სადღაც მიმალული, თავის მორიდებულ, მაგრამ საგრძნობ აკომპანიმენტს ააყოლებდა და ახლად გამოღვიძებული, ზღვარს გადასული ძაბვა იწყებდა საამო პულსირებას. თვითონ თითქოს ეთიანად დაელექტრიზებულია, მისი სხეულის ფერი მორჩილად გადადის მორიდებულ ნათებაში — და შინაგანი ხმა მისგან დამოუკიდებლად იწყებს უხმო გალობას, ძილის მომგვრელი სიმღერისა, რომელიც ეტყობა ოდესღაც, სადღაც მოესმინა: ჩუმად, ჩუმად
მოდიოდა მდინარე.
წვიმა წვიმდა
თბილი და პირმცინარე.
ხალხო სთხოვეთ,
წყალი არ აამღვრიოს.
სისუფთავე
ჭუჭყში რომ არ აღრიოს.
მას აღელვებდა, მასშივე ჩაბუდებული ქალური საიდუმლო მაგრამ, ასევე გაუგებარი და ყველასათვის ერთნაირი ფიზიოლოგიური საიდუმლო კი არა, არამედ ის, რაღაც უხილავი, განსაკუთრებული სულით ანთებული, მთვლემარე, ოდნავ მოძრავი, რაც მკერდს აჩქროლებს ან მეყსეულად შეგასხამს ფრთებს, იმავე მკერდის განმგმირავი, მღელვარებისგან ცერებზე რომ დაგაყენებს. თითქოს რაღაც ბუდობდა მასში, რაღაც, რაც ვერ ბედავდა გამოტყდომას, რაღაც, რაც იმითაც ბედნიერია რომ, მას გრძნობენ და დაეძებენ, მისით ინტერესდებიან. შინაგანი სიმღერები, იმავე, მონატრებული და ნაზი ხმით ნამღერი მას არაერთხელ სმენია. ის დაბნეული ფიქრობდა რომ, საერთოდ არ იცნობს საკუთარ თავს. ყველაფერს ხილულს გააჩნია რაღაც ფუნქცია, სიცოცხლისათვის და მისი გაგრძელებისათვის ყველაფერს მოენახება დანიშნულება მაგრამ, ხომ არ შეიძლება ქალი მხოლოდ საწოლსა და სამზარეულოში გაამწესო. ის, მთლიანად იქ ვერ დაეტევა, და ვერ შეძლებს, მთლიანად ეკუთვნოდეს ქმარს. რა არის ის, რაც თავისუფალი დარჩება, რაღაც ზეგრძნობიერი, არა სხეულებრივი, საკუთარი თავის სიწმინდეში შემნახავი, მეპატრონის შეგრძნებით რომ გააკეთებს შინაგან შემოვლას, ქალს რომ ეფერება იმ დროს, როდესაც ქალს ალერსი არ ჰყოფნის და ნელ—ნელა რომ ააწყობს მისი სულის სიმებს? იყო მომენტები, როდესაც თამარა ივანოვნას თავადვე რცხვენოდა მასში ჩამარხული ამ ნაწილის გამო, აი რომელშიც, ის აენთებოდა არა სურვილების ცეცხლით, არამედ რაღაც, გმირობის ჩასადენად მზად მყოფი აღმაფრენის ცეცხლით. სწორედ აი ამ, საკუთარ მეში ჩაკირკიმელავებისა, მასში შეღწევის განსაკუთრებული ნიჭის ქონის გამო, თამარა ივანოვნას შეეძლო ეთქვა, რომ ის ასეთი, ერთადერთია მისივე მსგავს მილიონობით და მილიონობით ქალს შორის.
ქალაქში გაცილებისას მამამ თავი მოაჩვენა ვითომ უფრო ძალიან მთვრალი იყო და უთხრა: შვილო, ქმრამდე თავი შეინახე, გაუფრთხილდი შენს უმწიკვლობას ისევე, როგორც ყველაზე სანუკვარ რამეს. თქვა სხვა სიტყვებით მაგრამ, გასაგები იყო რომ, სწორედ ეს სთქვა. მან ეს ზუსტად ასევე გაიგო და გაბრაზდა კიდეც მამაზე, რომ მან საკუთარი თავი აიძულა, ეს ეთქვა. მაგრამ, დადგა დრო, როდესაც მას თავადვე მოუწია იგივე სიტყვების თქმა სვეტასთვის. ღმერთო, რა უცებ გადის დრო და დგება მომენტი, როცა ბავშვები დიდები ხდებიან და ხაფანგებით მოსილ, ცხოვრებისეულ გზაზე გადიან. სვეტამ მას რა თქმა უნდა მოუსმინა, სირცხვილით თვალებიც დახარა და ეს ასეც უნდა ყოფილიყო: ასეთ საკითხებში ისინი ყველანი უკარებანი დარჩნენ, თვით ანატოლიც კი. მათ ოჯახში უხეში სიტყვები და უსირცხვილო ყბედობა არა თუ მიღებული არ იყო, საკმარისი იყო ვინმე სხვას წარმოეთქვა რაიმე ,,ისეთი“, რომ ჭექა-ქუხილი ამტყდარიყო. დიომინი რომ დიომინია, მასაც კი ერიდებოდა თამარა ივანოვნასი და თუ კი ლაპარაკისას, აი იმ შეუცვლელი სიტყვების წარმოთქმა დასჭირდებოდა, ამ სიტყვას, მაშინ ჯერ კიდევ პატარა ბავშვების გულის გასახარად, მარცვალ-მარცვალ, დაბალ ტონზე გამოცრიდა ხოლმე, რასაც აუცილებლად, მისი ხველა მოჰყვებოდა. ხოლო როდესაც თავისუფალი ცხოვრების დადგომის კვალდაკვალ, ტელევიზორიდან, როგორც ჯადოსნური ქოთნიდან, ნიაღვარივით წამოვიდა სისაძაგლეებით ბლომად შეკმაზული ფაფა, ხოლო სიტყვა, რომელიც ამ ქუჩიდან წამოსულ და შენს კარს უკვე გადმოცილებულ საზიზღრობას შეაჩერებდა, სადღაც დაგვეკარგა, თამარა ივანოვნამ ბევრი ფიქრისა და ორჭოფობის გარეშე, მაღლა ხელშემართულმა, აიღო და ეს ტელევიზორი იატაკს დაანარცხა, კი არ დაანარცხა, დაამსხვრია და ამის შემდეგ, ხელები მშვიდად დაიბანა.
— ზედმეტსაც ნუ იზამ დედი, წარმოთქვა შედარებით მშვიდმა ანატოლიმ. იმ დროს მიღებული ტრადიციის თანახმად, იმ ოჯახებში, სადაც ბავშვები იზრდებოდნენ, ცოლ-ქმარი ერთმანეთს ასე მიმართავდა: „დედი“ და „მამი“.
ის კი გავიდა ფანჯრისკენ, ტირილი აუვარდა და ცრემლებს პატარა გოგოსავით, თითქოს იწმენდსო, ლოყებზევე ისრესდა. როგორც ყოველთვის ხდებოდა ასეთი აფეთქებების შემდეგ, მთელი დღე გაქვავებულივით დადიოდა, ლაპარაკობდა ნელა და მძიმედ. იმ დროისათვის ის, სამუშაოდ, ახალი გადასული იყო საბავშვო ბაღიდან ფოსტაში და ტიპოგრაფიიდან ან სადგურიდან მოტანილი, უხამსობით, გაუგონარი ისტორიებითა და არნახული, საძაგელი ფოტოებით აჭრელებული გაზეთებისა და ჟურნალების ნახვით ის სულით ხორცამდე იყო შეძრული. აქვე ფოსტაში, გასაყიდად გამოფენილი წიგნების გარეკანებიდან, ფეხებაშვერილი და ყველაფრისადმი ცინიკურ ღიმილში ათქვეფილი სიძულვილით მოცქირალი გოგონების ფერადი სურათები იყურებოდნენ. ის ფოსტაში ძველი სპეციალობით, ტელეგრაფისტად მოვიდა; დეპეშების ტექსტებიც კი შეიცვალა: უზრდელობები, დაფარული და ღია მუქარები, უცენზურო გინება, რაღაც, გაუგებარი აბრა კად აბრა, თითქოს ამ ყველაფრით მოწმდებოდა რა დონემდეა ნებადართული სიბრიყვე, სისულელე და დაცინვა. მაგრამ, უკვე არაფერი იკრძალებოდა, ყველაფრის უფლება იყო, ყველაფერი ღიად ხდებოდა, თავისუფლად, დაუნდობლად — თითქოს ჩქარობდნენ, რაც შეიძლება მალე უნდა გამოევლინათ ყველა უმსგავსო, რამდენიც არ უნდა იყვნენ ისინი, შემდეგ მათი უმსგავსოება შეეკრიბათ, ერთად შეეგროვებინათ და გაენადგურებინათ, თავად ისინი კი, გაეგზავნათ გადასახლებაში... მაგრამ სად? გასაგზავნი ადგილი არსად რჩებოდა, არ დარჩა არც ერთი კუთხე, არც ერთი კუნჭული, რომელსაც ეს სენი არ მოსდებოდა.
ამ ციცაბო სიმაღლეებიდან ჩამოწოლილი, ბინძური ზვავისაგან თავდასაცავად, თამარა ივანოვნა პირველი წლები, იმის გამო რომ შეუძლებელი ხდებოდა განრიდება, გაქცევა ამ მობუყბუყე, სიბინძურეებისგან ადუღებული ნაკადისაგან, რომელიც თავის ქიმზე დამცინავ იერს ღებულობდა, ცრემლების ღვრასღა ახერხებდა: მკერდი ტკიოდა იმ სიმძიმისგან, ეს უგრძნობელი ლოდი თავისი ზეწოლით რომ იწვევდა და მთელი საათობით, სუნთქვაც კი უჭირდა. იტირებდა, მორწყავდა ცხელი ცრემლებით, თავის, შეშინებულ გულს, მათივე საშუალებით გაათბობდა გულზე დაწოლილ ლოდს და ეს ქვაც თითქოს მოლბებოდა, ცოტათი გვერდზე ჩაიწევდა და სუნთქვაც ცოტათი უფრო თავისუფლად შესაძლებელი ხდებოდა. მაგრამ, ცრემლები რა, დიდი ხნით გიშველიანო? ერთხელ თავისი თავი გამოიჭირა ფიქრებზე: ვიტირო თუ არ ვიტირო? ანუ, გამოდის, შეუძლია არ დანებდეს ამ ქალურ სისუსტეს და არ იტიროს. მაშ რატომ მიეჩვია დანებებას, საკუთარი თავის მოტყუებას, იჯერებს ამ, ვითომ მოგვრილ შვებას, რომელიც შინაგან ტკივილს მხოლოდ მიჩქმალავს და სხვა არაფერი? რა, განა ცრემლებით შეიძლება განდევნო ის უსირცხვილობა, რომელმაც აბსოლუტურად ყველა, ყველა და ყველაფერი შესცვალა და თვითონ იქცა მშობლად, მასწავლებლად თუ სახელმწიფო მოღვაწედ? არა, საკმარისია უაზრო ცრემლის ღვრა!
სულ უფრო ხშირად, ციხესიმაგრის ძიებისას, სადაც შეეძლო სულიერი სიმშვიდე ეპოვნა, ანგარის ნაპირებზე განლაგებული თავისი სოფელი ახსენდებოდა, ფართოდ გაშლილი, არყის ხეებითა და ფიჭვებით გარშემორტყმული, მაისის თვეში ჩიტების ალუბლის თეთრი ყვავილების დუღილით მორთული ველით, სოფელს მოდებული ამ ყვავილების სურნელით, ყვავილობის დამთავრების ჯამს კი ამ სითეთრის ბარდნით, ქუჩებს რომ თეთრად გადაფარავდნენ, მაღალი, დედამიწაზე მშობიარე ცით, მის ქვეშ კი, ცის დასალიერთან, გაშლილ ადგილებში, ანგარის, მდორედ მიმდინარე, მძიმე და ამავდროულად მორჩილი წყლით, მიყრუებული, მაგრამ ასე მშობლიური ნაპირებით. და ყველაფერი ეს ერთად იკრიბებოდა, ერთმანეთში იღვრებოდა, თამაშობდა, ხმაურს იწყებდა, ერთიანდებოდა და სცილდებოდა ერთმანეთს, ყოველი კუთხიდან სჩანდა, საიდანაც არ უნდა შეგეხედა, მოგიახლოვდებოდა და ხილვადს ხდიდა ყოველივეს, რაც არ უნდა გეთხოვა... და ეს ყველაფერი იმდენად ჰქონდა მის მახსოვრობას შესისხლხორცებული და ვერ დასავიწყებლად ქცეული რომ, თამარა ივანოვნას ეშინოდა კიდეც, ვინმესთვის ეკითხა, მათაც ასე აქვთ, თუ ეს, ამოუცნობი სახისა და ფორმის მახსოვრობა, მას სასჯელად და საწამებლად ერგო. სიზმარში მას რამდენიმეჯერ ცხონებული დედა ესტუმრა, და თავის მხრივ, საკუთარ დედაზე, თამარა ივანოვნას ბებიაზე უყვებოდა რომ მას თამარას დედისგან რაღაცის მიღწევა სურდა. შეუძლებელი იყო იმის გაგება და მიხვედრა რის მიღწევას ცდილობდა ბებია, მაგრამ ნათელი იყო რომ, იქაც, რაღაც ურთიერთობები არსებობს და გრძელდება. აი ასევე მოცურდებოდა ხოლმე სოფლის სურათი, მთელი თავისი პანორამით, ველით, გაღმა ნაპირით და შემოღობილი საძოვრით. ხან ანგარას გაღმა, ტყის მეურნეობის ეზო გამოჩნდება, ხანაც წყალში ჩასასვლელი მოტკეპნილი ბილიკი, ხან სოფლის სახლთან მდგომი, ცალგვერდ მოგლეჯილი არყის ხე, რომელსაც ქარი ისე არხევს რომ, მისი ზედა ბოლო ჯოხზე წამოცმული დიდი ნახატი გეგონება. კარგით, ეს გასაგებია, ეს ყველაფერი მახსოვრობის სკივრიდანაა. მაგრამ, სასწაულებრივი და საკვირველი ის იყო, რომ ზოგჯერ ისეთი რომ ევლინებოდა, რაც აბსოლუტურად არ ახსოვდა, ან კიდევ უარესი, მას საერთოდ არავითარი კავშირი და შეხება არ ჰქონია ამ ამბავთან თუ მოვლენასთან, რაც სოფლიდან მისი წამოსვლის შემდეგ მომხდარა.
აი, მისეირნობს ველზე. მარჯვნივ სოფელია და ანგარა, მარცხნივ, მოტიტვლებული ტყის მიღმა გათიბული მინდორი. ჰაერი გამჭვირვალეა, შემოდგომისებრ მინის მსგავსი, ნემსივით რომ იჩხვლიტება, უახლოვდება ბებერ არყის ხეს და ხედავს რომ სულ ქვედა ტოტზე საოჯახო ძაფის სართავი დაზგა ჩამოკონწიალებულია. მერე რა? დაზგაა და იყოს დაზგა, ალბათ უკვე აღარ სჭირდებათ და გამოიტანეს დასანახ ადგილზე, იქნებ ვინმეს გამოადგეს, ასეთ სიმდიდრეს სანაგვეზე ხომ არ მოისვრიან. მაგრამ, საქმე იმაშია რომ, ეს დაზგა მის ადრინდელ ხილვებში არ ყოფილა, არა და ვინ? თამარა ივანოვნას თავისი ხილვების ყველა კუთხე კუნჭული აქვს მოვლილი და მსგავსი რამ არ შეიძლება დავიწყებული ჰქონდეს. იმ ბავშვების სახეებმა იწყეს ამოტივტივება, რომლებიც მისი წამოსვლის შემდგომ გაჩნდნენ. „შენ ვისი ხარ?“ — „ზირიანოვების“. ციცქნაც ინტერესით უყურებს, გაკვირვებულია უცხო დეიდასთან შეხვედრით. — „რომელი ზირიანოვების?“ — „ლუსიასი“. თამარა ივანოვნა დიდხანს ალაგებს გონებაში, ჰყავთ თუ არა ზირიანოვებს ლუსია, და ვეღარ იხსენებს. მაგრამ, ალბათ ჰყავთ, რადგან სოფლის ბოლოდროინდელი შენაძენის ნაყოფი ეს მოქალაქე ასე თამამად ამბობს დედის სახელსაც და გვარსაც. ბოლოს და ბოლოს, ისინი ხომ ზღაპრიდან არ მოსულან.
„ყველაფერი ანგარას გაჰყვება-ბავშვობაც და სიბერეც, ბედნიერებაც და უბედურებაც“ იყო ასეთი ფილოსოფიური გამოთქმა მათთან სოფელში. და, მიედინებოდა სიცოცხლე, თან ახალ-ახალ ისტორიებს გადარეცხავდა ხოლმე ფსკერის ქვებზე, თან ისეთებს რომ, ადამიანს გაკვირვებულს დაგტოვებდა. ახლა კი ყველაფერი ფსკერისკენ მიდის და ლელქაშში იფარება. თამარა ივანოვნა ძალაუნებურად უფიქრდებოდა და მიდიოდა იმ დასკვნამდე, რომ იმის მიხედვით, თუ როგორი წყალი მოედინებოდა ანგარაში, სუფთა და მორაკრაკე თუ, მდორე და დამძიმებული, დამდგარ გუბეს რომ ემსგავსებოდა, იცვლებოდა თანასოფლელთა ცხოვრების სისხლსავსეობა ან დამყაყებულობა. დიახ, დიახ, ყველაფერი ფსკერზე ეშვება გარკვევისა და გარჩევის გარეშე. და რა გამოვა აქედან? რა ადგილ საცხოვრებელი, რა საჭიროებისთვის გამოადგება ის მომავლის, ძნელად წარმოსადგენი სულისა და მსოფლმხედველობის მქონე ადამიანს?!
დედა მორწმუნე ადამიანი იყო, მართალია ხატებისა და ლოცვების გარეშე, მაგრამ ღვთის სახელის შეურაცყოფის უფლებას არავის აძლევდა და მას ხშირადაც ახსენებდა. „უფალს მორჩილი უნდა წარუდგე და დაენახო“ — შთააგონებდა ის ქალიშვილს. — „რომ მან შეგამჩნიოს და თავისი კალთის ქვეშ შეგიფაროს“. თამარა უკვე დიდი გოგო იყო და ფიქრობდა „როგორ შეუძლია ღმერთს, რომ ყველას გვიცნობდეს? — იკითხავდა ხოლმე ჩაფიქრებული სახით, — ჩვენ ხომ ბევრნი ვართ, ათასობით“. აქ კი მამა ჩაერთვებოდა. მას მიწიერი საკითხების, ციურ აღრიცხვაზე საკუთარი აზრი და ახსნა გააჩნდა. „ჩვენ ხომ ყველანი ვსვამთ მდინარის წყალს — ამბობდა ის ხუმრობა ნარევი სერიოზულობითა და თავის კანტურით. ყველა მდინარემ კი ღმრთთან უნდა ჩაიაროს, ჰოდა, ჩაიხედავს ღმერთი მდინარეში, როგორც სარკეში და ყველა ჩვენთაგანს დაგვინახავს. გაიგე?“ რაღა იყო გაუგებარი? თანხმობის ნიშნად თავს დაუქნევდა მამას და გაშეშებული მზერით გაჰხედავდა სივრცეს. მაგრამ, რამდენჯერ გახსენებია მას ეს სიტყვები, როგორ ჩარჩნენ ისინი სულში, როდესაც დილაობით ონკანს მოუშვებდა და იქიდან, როგორც ჯოჯოხეთის ხმოვანი გამოძახილი, ქშენა ბუყბუყით დაიწყებდა ნაგუბარი წყალი ზამბარისებრ ხმაურს. აი ამ დროს, რომელ ზეციურ სარკეზე, ღვთისნიერ მზრუნველობაზე და განკურნებაზე შეიძლებოდა ლაპარაკი?! არც თუ მთლად ტყუილად არ კადრულობენ მდიდრები ონკანის წყალს და დადიან ბიდონებითა და სხვა დიდი ჭურჭლებით სასმელი წყლისთვის ბაიკალზე, ან რომელიმე წყაროზე. ისინი გამორჩევით ექცევიან ჰაერსაც, საკვებსაც და სასმელსაც. კარგად იციან რომ, ადამიანს ხორციელი ტკივილები ამ სამი რამით უგროვდება.
ეეჰ, ცხოვრება თვითმავალ ურიკას გავს, თუმცა, თავად კი მიგორავს მაგრამ, შენ შიგ ქალბატონივით კი არ ზიხარ, მზის ცქერით ტკბები და ნებივრობ, არამედ ქვებზე, ტალახზე და სხვადასხვაგვარ უგზოობაზე თვითონვე გიწევს ამ ურიკის გატარება და კვალის დატოვება, შედეგად კი, მხოლოდ მოუშუშებელი ჭრილობები გრჩება. და თამარა ივანოვნაში, დიახ, სწორედ მასში ისევ წარმოიშობოდა სადღაც, სულის სიღრმეში მიმალული სიმღერა, ნაღვლიანი, მაგრამ სუფთა, წმინდა, რომელიც მისი განწყობის უნებურ დაღმართზე თავისთავად იწყებდა დინებას. ისევ წვრილი, მაგრამ მკაფიო, ბგერების შხეფების გარეშე მომღერალი ხმა იწყებდა გალობასავით:
მსუბუქი, მსუბუქი
მოცურავს ნავი.
ნავზე მაქვს ცრემლებით
დახრილი თავი.
ხახო სთხოვეთ,
თქვენ ამ მდინარეს,
რომ, ბედს ცრემლებით
ნუ გამიმწარებს.
თამარა ივანოვნა თავისივე თავის სიბრალულით ოხრავდა, გაურკვევლად და რაღაცის მოძიების სურვილით აღვსილი ფიქრობდა, მაგრამ აზრები ჩვეულებისამებრ, ისევ იმ ადგილას იყრიდნენ თავს: რაღა დროისაა „ნუ გამიმწარებს“, როდესაც უკვე ღრმა ჯურღმულში გადაგჩეხეს... ძალდატანებით სწორდებოდა წელში და ცდილობდა ეს, იმედდაკარგული ფიქრები როგორმე პოზიტიურ ტალღაზე გადაეყვანა. მაგრამ დიდი ხნით ვერც იქ რჩებოდა. ზოგჯერ ეჩვენებოდა, რომ არც თუ ისე შორეული, მკვიდრად ნაგები სამყაროდან, რომელშიც ორმოცი წელი იცხოვრა, უკვე არაფერი დარჩა, და ირგვლივ ყველაფერი ისეა, თითქოს, დედამიწის ქანების გიგანტური აღრევა მოხდა, და ყველგან ნანგრევებია მიმოფანტული, ნაწილი, რელიეფურად შეძლებული ხაზისა ზედა ფენაში მოექც, მეორე, გაცილებით მეტი ნაწილი კი საცოდავი უწესრიგობით მიმოფანტა, მაგრამ იქაც და იქაც, ორივე ამ ფენაში ურთიერთსაწინააღმდეგო ძალები კი არ წარმოიშვა, არამედ, საერთოდ არავითარი ძალა არ არსებობს და ნანგრევებიღაა შემორჩენილი, ფორმადაკარგული, აზრდაკარგული ნანგრევები ადამიანთა სულებისა. უცებ, მას სურათი ეცვლებოდა და სურათი გააზრებულ სახეს იღებდა, ლაგდებოდა ჯერ კიდევ მისთვის უცნობი, მაგრამ მაინც, რაღაც, გარკვეული წესის მიხედვით, უკიდურეს შემთხვევაში წესისკენ მიმავალ რიგში დგებოდა, და ამ დროს ეჩვენებოდა რომ, საჭიროა მოთმინება, უნდა გავუძლოთ, გავუფრთხილდეთ შვილებსა და საკუთარ სულებს — ბოლოს და ბოლოს ხომ დალაგდება ცხოვრება, არ შეიძლება არ დალაგდეს!... როგორ უნდოდა მიეღწია ამ დღემდე, როგორ ნატრობდა რომ, ამ ცხოვრებაში კიდევ მისცემოდა მშვიდად მოსვენების საშუალება! და — ის საკუთარივე შინაგანი ხმის მოსმენას იწყებდა:
მდინარემ ჩუმად,
მშვიდად იარა,
ცრემლებმა ბევრმა
გადაიარა.
ხალხს ვთხოვ, ღელვა
რომ დაუშალოს,
ჩემს ნავს მშვიდი გზა
გადაუშალოს...