ტკივილს იწვევს სამხრეთიდან მოსული...


                        * * *

ტკივილს იწვევს სამხრეთიდან მოსული,
ამ მტვრიანი კალიების ჩაჩქური,
და შიშისგან არ გაგისკდეს რომ გული,
თვალებს მოთხოვ: ნუღარ ხედავ, გაჩუმდი.
შემდეგ, როცა წარბთა შორის ხვეულებს,
თაგვივით რომ ყნოსავს და იზმორება,
ისე მწარედ და სასტიკად სხეულზე,
მოდის და ტოხტამიშივით მოძვრება.
ბოლოს კვდება ყველაფერი. კვდებიან
არმიაში სისხლიანი უჯრები
და მიდიან მზის მწველ სახვევებიდან
მიზნებამდე, ვისკში ჩავლებულების.
და კვლავ ასე სიუხეშით გაზრდილი,
თითქოს იყოს გუტაპერჩას ბამბუკი,
სული იმათ ხელების ქვეშ არ ტირის,
ვინც ახალ ხმის ძებნაშია ჩართული.