ალტაის შამანი გლოვობს საყვარელ ადამიანს
აი, ასე წავიდა
რუსთან ერთად ქალაქში, მთებს იქით,
ის, ვინც უყვარდა,
სიცოცხლის სიხარული... და მას ბექთაი ერქვა.
დიდხანს ვტიროდი მე მასზე,
და მწუხარებაში გახვეულმა, ტამბური ავიღე
ღმერთ ულგენს შევევედრე
ზეციურ ღმერთს, კეთილს.
„დამიბრუნე ბექთაი“, — ვუთხარი მე ზეციურ ღმერთს.
„არ შემიძლია“, — მიპასუხა ულგენმა.
ახალი ტამბური ავიღე
და სხვა ღმერთს შევევედრე,
ბოროტ ღმერთს — ერლანს:
„დამიბრუნე ბექთაი“, — ვუთხარი მას ულგენის მსგავსად.
„დაგიბრუნებ“, — მიპასუხა ერლანმა, —
როგორც შენ ითხოვ, და იქნება
როგორც გინდა, ისე იქნება, შამანო.
მე მოვკლავ მის ქმარს,
და ის დაბრუნდება შენთან,
დღეებს შენთან გაატარებს
და ყოველ ღამით შეგისრულებს შენს გულისწადილს,
მაგრამ მისი სული სხეულიდან შორს აფრინდება,
ოჰ, ძალიან შორს! და ამასთან
შენ ვერაფერს ვერ გახდები.»