სკვითები

      
დააკვირდით და შეამჩნევთ
სკვითური ტიპის სახეს
ო-ჰო-ჰო
სადღაც ყირიმის ქარებზე
აალებული
მიძინებული ალტაის
ყინულით დაჭრილი

დააკვირდი
რა წარმოუდგენელი სისწრაფით
მოძრაობს ველოსიპედის ბორბლებზე
წელთა ხანგრძლივობაში
შემოდგომის სარკის სიღრმეში
ზაფხულის ჩრდილებში
თოვლის შუაგულში

როგორი თავბრუდამხვევი სიჩქარით
გარდაიქმნება სხეული
მზადაა გადასახტომად
მზად არის ხრახნიანი მოძრაობისთვის
მზადაა სალტოსთვის

ნელა და ნაჩქარევად
ბრუნავენ ეპოქები
და შლიან თავის გზაზე
ქალაქებსა და მღელვარებას
ან ყორღანებით ფარავენ
გეოგრაფიული რუქის მასშტაბებს

პირველივე მიახლოებისას
შენ შეიძლება ვერ იცნო შენი დამბადებელი
ალმასივით მტკიცე
ქვის ქალი,
რომელიც ნამდვილი ცრემლებით იტირებს
ველიმირის საფლავზე