Ars poetica
შეხედე! ჩემო მკითხველო, ოთხივე თვალით შეხედე!..
ერთ თვალით მაინც მაღირსე შენს გამოხედვას ამ ერთხელ!
კუთხიდან მაინც შეხედე, ო, არა, არა, აქ არა,
ჩემზე კი არა, სულელო, იქეთკენ, ცოტა იქ მაღლა!
საუბარს ჩემსას, თუ არ გსურს, ნუ უსმენ, ვინ გეძალება,
ოღონდ იქ, შორს გახედე, თუ ამჩნევ რა სინათლეა?!
ბზინვა და სახე... არც ბზინვა, არც სახე არავითარი,
არც ბლოკი, სენეჟის წყალზე ღრუბელთა ფაფარი არი!
გამოიკვეთნენ ღრუბლები ზეცაში, როგორც აღლუმზე,
და შენაც უკვე ისინი, ვინძლო რომ მოინახულე!
ჰა, გაგახსენდა, როგორც ჩანს, ჰო, დიახ, აი ისინიც,
ხომ სულ ამაზე ვსაუბრობთ ყოველთვის — ამის, იმის წინ!
ნახე, რარიგად იწვიან, დასასრულისკენ, დაისზე
თქვი, ხომ მართლაც და კარგია, შემაქე, გამახალისე!




